წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იაკობი 1:1—27

1  იაკობი,+ ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა,+ მიმოფანტულ+ თორმეტ ტომს.+ მოგესალმებით!  ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით,+  რადგან იცით, რომ ასე გამონაცადი რწმენა მოთმინებას გამოგიმუშავებთ.+  მოთმინებას კი დაასრულებინეთ თავისი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი,+ ყოველმხრივ ჯანსაღნი და არაფერი გაკლდეთ.+  თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე+ აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს,+ რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს,+ და მიეცემა,+  ოღონდ სთხოვოს+ რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე,+ რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარი რომ აიტაცებს+ და აქეთ-იქით დააქროლებს.  ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ იეჰოვასგან რამეს მიიღებს.+  ასეთი კაცი მერყევია,+ არამდგრადია+ ნებისმიერ საქმეში.  ღარიბმა ძმამ დიდად იხაროს იმის გამო, რომ ამაღლდა,+ 10  მდიდარმა ძმამ+ კი იმის გამო, რომ დამდაბლდა, რადგან მინდვრის ყვავილივით გაქრება იგი.+ 11  მზე რომ ამოდის, თავისი მცხუნვარებით ახმობს მცენარეს, რომელსაც ყვავილი სცვივა და სილამაზე ეკარგება. მდიდარი კაციც ასე გაქრება თავის გზაზე.+ 12  ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს უძლებს,+ რადგან მოწონებას დაიმსახურებს და მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს,+ რომელსაც იეჰოვა თავის მოყვარულებს დაჰპირდა.+ 13  განსაცდელის დროს+ ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო, რადგან შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის. 14  თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას.+ 15  სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას,+ ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს.+ 16  ჩემო საყვარელო ძმებო, ნუ მოტყუვდებით.+ 17  ყოველი კარგი ძღვენი+ და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა,+ ციურ მნათობთა მამისგან მოდის,+ რომელიც ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს.+ 18  მან მოისურვა+ და ჭეშმარიტების სიტყვით გაგვაჩინა,+ რომ მის ქმნილებათა შორის ერთგვარი პირველი ნაყოფი+ ვყოფილიყავით. 19  იცოდეთ ეს, ჩემო საყვარელო ძმებო. ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა+ და რისხვაში,+ 20  რადგან კაცის რისხვა ხელს არ უწყობს ღვთის სიმართლეს.+ 21  ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი სიბინძურე და ის, რაც ზედმეტია, ანუ ბოროტება,+ და რბილად მიიღეთ სიტყვა,+ როცა თქვენში ინერგება, და რომელსაც თქვენი სულების* ხსნა შეუძლია.+ 22  იყავით სიტყვის შემსრულებელნი+ და არა მხოლოდ მომსმენნი, თავს რომ იტყუებენ მცდარი აზროვნებით,+ 23  რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს,+ ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. 24  უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია. 25  ხოლო ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ კანონს+ და ასე განაგრძობს, ბედნიერი იქნება,+ რადგან გახდა არა გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის შემსრულებელი.+ 26  თუ ვინმეს თავი ღვთის თაყვანისმცემელი ჰგონია,+ მაგრამ ენას არ ლაგმავს+ და თავის გულს აცდუნებს,+ ფუჭია მისი თაყვანისცემა.+ 27  ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა+ და წაუბილწველი+ თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს+ გასაჭირში+ და უმანკოდ* დავიცვათ თავი+ ქვეყნიერებისგან.+

სქოლიოები

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — დაულაქავებლად.