წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ზაქარია 9:1—17

9  განაჩენი:+ „იეჰოვა ხადრაქის მიწის წინააღმდეგ წარმოთქვამს სიტყვას, რომელიც დამასკოზეა+ დავანებული (რადგან იეჰოვას თვალი დაჰყურებს ადამიანებს+ და ისრაელის ყველა ტომს),  ასევე ხამათის+ წინააღმდეგ, რომელიც მას ესაზღვრება, და ტვიროსის+ და სიდონის+ წინააღმდეგ, რადგან ძალიან დაბრძენდა.+  სიმაგრე აიშენა ტვიროსმა, მტვერივით დაიგროვა ვერცხლი და ქუჩის ტალახივით დაიხვავა ოქრო.+  აი, იეჰოვა განდევნის მას და ზღვაში დასცემს მის ჯარს,+ ცეცხლით შთაინთქმება ის.+  დაინახავს აშკელონი და შეშინდება, ღაზას მწვავე ტკივილები შეიპყრობს, ეკრონსაც+ იგივე დაემართება, რადგან შერცხვება მისი იმედი.+ მოისპობა მეფე ღაზაში და გაუკაცრიელდება აშკელონი.+  უკანონო+ ძე დამკვიდრდება აშდოდში+ და მოვსპობ ფილისტიმელთა+ სიამაყეს.  პირიდან მოვაშორებ სისხლს და კბილებიდან+ სისაძაგლეებს, თავად ის კი ჩვენს ღმერთს დარჩება. ის თავკაცს+ დაემსგავსება იუდაში,+ ეკრონი კი იებუსელივით+ გახდება.  საგუშაგოდ დავბანაკდები ჩემი სახლის+ დასაცავად და ვერავინ გაივლის და ვერავინ გამოივლის იქ. მეთვალყურე+ აღარ გაივლის მათ შორის, რადგან ახლა ჩემი თვალით ვხედავ ამას.+  გაიხარე, სიონის ასულო!+ სიხარულით იყიჟინე,+ იერუსალიმის ასულო! აი, შენი მეფე+ მოდის შენთან!+ მართალი და დახსნილია ის,+ თავმდაბალია,+ ვირზე, ჭაკი ვირის ნაშიერზეა ამხედრებული.+ 10  მოვსპობ საომარ ეტლს ეფრემში და ცხენს იერუსალიმში,+ მოისპობა საბრძოლო მშვილდი.+ ის მშვიდობას გაუცხადებს ხალხებს+ და იმმართველებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან* დედამიწის კიდეებამდე.+ 11  შენ კი შენთან დადებული შეთანხმების სისხლის+ საფუძველზე გაგითავისუფლებ პატიმრებს+ უწყლო ორმოდან. 12  დაბრუნდით ციხესიმაგრეში,+ იმედიანო პატიმრებო!+ დღეს გეუბნები, რომ ორმაგ წილს მოგცემ.+ 13  ჩემი მშვილდივით მოვზიდავ იუდას, ეფრემით გავმართავ მშვილდს. საბერძნეთო,+ შენი ძეების+ წინააღმდეგ გავაღვიძებ, სიონო, შენს ძეებს, და ძლიერი კაცის მახვილივით გაქცევ.+ 14  იეჰოვა გამოჩნდება მათ ზემოთ+ და ელვასავით გამოვა მისი ისარი.+ უზენაესი უფალი იეჰოვა ჩაჰბერავს საყვირს+ და სამხრეთის გრიგალით ივლის.+ 15  ლაშქართა ღმერთი იეჰოვა დაიცავს მათ; შთანთქავენ ისინი+ და დაიმორჩილებენ შურდულის ქვებს. დალევენ+ და ახმაურდებიან, თითქოს ღვინო დაულევიათო. თასივით აივსებიან, სამსხვერპლოს კუთხეებივით.+ 16  იეჰოვა, მათი ღმერთი იხსნის მათ+ იმ დღეს, როგორც თავისი ხალხის ფარას.+ გვირგვინში ჩასმული ქვებივით იქნებიან ისინი და იბრწყინებენ მის მიწაზე.+ 17  რაოდენ კარგია+ ის და რაოდენ დიდია მისი მშვენება!+ მარცვლეული გააძლიერებს ჭაბუკებს და ახალი ღვინო — ქალწულებს“.+

სქოლიოები

ანუ ევფრატიდან.