წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ზაქარია 8:1—23

8  კვლავ გამოცხადდა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას სიტყვა:  «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა:+ „დიდი მოშურნეობით გამოვავლენ მოშურნეობას+ სიონისთვის, დიდი რისხვით+ გამოვავლენ მოშურნეობას“.  აი რას ამბობს იეჰოვა: „დავბრუნდები სიონში+ და დავმკვიდრდები იერუსალიმში,+ იერუსალიმს ჭეშმარიტების+ ქალაქი დაერქმევა და ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მთას+ — წმინდა მთა“.+  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „კვლავ ისხდებიან იერუსალიმის მოედნებზე მოხუცებული კაცები+ და ქალები, ყველა თავისი ჯოხით+ ხელში, რადგან დღეგრძელნი იქნებიან.  მოთამაშე გოგო-ბიჭებით აივსება ქალაქის მოედნები“.+  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „იმ დროს ეს შეუძლებელიც რომ ჩანდეს ამ ხალხის დარჩენილი ნაწილის თვალში, განა ეს ჩემს თვალშიც შეუძლებელი იქნება?!“+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „აი, დავიხსნი ჩემს ხალხს მზის ამოსავლიდან და მზის ჩასავლიდან,+  მოვიყვან მათ და იერუსალიმში დამკვიდრდებიან;+ იქნებიან ჩემი ხალხი+ და მეც ვიქნები მათი ღმერთი ჭეშმარიტებითა და სიმართლით“.+  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „გაიმაგრეთ ხელები,+ ვინც ამ დღეებში ისმენთ წინასწარმეტყველთა პირით ნათქვამ სიტყვებს,+ მათ რომ წარმოთქვეს იმ დღეს, როცა საფუძველი ჩაეყარა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას სახლს, რათა აშენებულიყო ტაძარი.+ 10  იმ დრომდე არ ჰქონია ხალხს გასამრჯელო,+ არც პირუტყვისთვის იყო ის. არც მიმსვლელ-მომსვლელს ჰქონია მშვიდობა მოწინააღმდეგის+ გამო, რადგან ერთმანეთს ვასევდი ხალხს.+ 11  ამ ხალხისგან დარჩენილთათვის აღარ ვიქნები ისეთი, როგორიც წინათ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 12  დათესავენ მშვიდობის თესლს;+ ვაზი ნაყოფს გამოიღებს,+ მიწა მოსავალს+ მისცემს მათ და ცა — ნამს.+ ამ ხალხის დარჩენილ ნაწილს+ დავამკვიდრებინებ ყოველივეს.+ 13  როგორც წყევლად იქეცით ხალხებს შორის,+ იუდას სახლო და ისრაელის სახლო,+ ისე დაგიხსნით და კურთხევად იქცევით.+ ნუ შეშინდებით,+ გაიმაგრეთ ხელები!“+ 14  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „როგორც უბედურების დატეხა მქონდა თქვენთვის განზრახული, რადგან განმარისხა თქვენმა მამა-პაპამ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და არ მინანია,+ 15  ისე ამ დროს განვიზრახავ სიკეთის კეთებას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის.+ ნუ შეშინდებით!“+ 16  აი რა უნდა გააკეთოთ:+ „ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს,+ სიმართლითა და სამშვიდობო სამართლით განსჯიდეთ თქვენს კარიბჭეებთან,+ 17  ბოროტს ნუ განიზრახავთ გულში ერთმანეთის მიმართ+ და ცრუ ფიცს ნუ შეიყვარებთ,+ რადგან მძულს ეს ყოველივე“,+ — ამბობს იეჰოვა». 18  კვლავ გამომეცხადა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას სიტყვა: 19  «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მეოთხე,+ მეხუთე,+ მეშვიდე+ და მეათე+ თვის მარხვები სიხარულად, მხიარულებად და დღესასწაულად იქცევა იუდას სახლისთვის;+ ასე რომ, გიყვარდეთ ჭეშმარიტება და მშვიდობა“.+ 20  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მოვლენ ხალხები და მრავალი ქალაქის მკვიდრნი.+ 21  მივლენ ერთი ქალაქის მკვიდრნი მეორე ქალაქის მკვიდრებთან და ეტყვიან: მოდი, წავიდეთო+ იეჰოვასთვის გულის მოსალბობად+ და ლაშქართა ღვთის, იეჰოვას საძებნელად. მეც მოვდივარო.+ 22  მრავალი ხალხი და ძლიერი ერები მოვლენ იერუსალიმში ლაშქართა ღვთის,+ იეჰოვას საძებნელად და იეჰოვას გულის მოსალბობად“. 23  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „იმ დროს ყველა ენის ხალხიდან+ ათი კაცი მოეჭიდება+ იუდეველის კალთას+ და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ,+ რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“».+

სქოლიოები