წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ზაქარია 7:1—14

7  მეფე დარიოსის+ მეფობის მეოთხე წელს, მეცხრე თვის, ქისლევის,+ მეოთხე დღეს იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა ზაქარიას.  გაგზავნა ბეთელმა შარეცერი, რეგემ-მელექი და მისი ხალხი იეჰოვას გულის მოსალბობად,+  რომ ეკითხათ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას სახლის მღვდლებისთვის+ და წინასწარმეტყველთათვის: „ვიტირო მეხუთე+ თვეს და ვიმარხულო, რასაც მრავალი წელი ვაკეთებ?“+  კვლავ გამომეცხადა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას სიტყვა:  «უთხარი ამ მიწის ხალხს და მღვდლებს: „როცა სამოცდაათი+ წელი მარხულობდით+ და მოთქვამდით მეხუთე და მეშვიდე თვეს,+ განა ჩემთვის მარხულობდით?!+  და როცა ჭამდით და სვამდით, განა თქვენთვის არ ჭამდით და სვამდით?!  განა არ უნდა ემორჩილებოდეთ იეჰოვას სიტყვებს,+ რასაც წინათ წინასწარმეტყველთა+ პირით გიცხადებდათ, როცა იერუსალიმი თავისი მიმდებარე ქალაქებითურთ ჯერ კიდევ დასახლებული და უზრუნველი იყო და როცა დასახლებული იყო ნეგებიცა+ და შეფელაც?!“»+  კვლავ გამოეცხადა ზაქარიას იეჰოვას სიტყვა:  «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ჭეშმარიტი სამართლით გაასამართლეთ+ და სიკეთითა*+ და წყალობით+ მოეპყარით ერთმანეთს; 10  ნურაფერს გამოსძალავთ ქვრივს+ და უმამო ბავშვს,+ ხიზანსა+ და საწყალს,+ ბოროტს ნუ განიზრახავთ გულში+ ერთმანეთის მიმართ“. 11  მაგრამ მათ არ ისურვეს ყურის დაგდება,+ ჯიუტად მაქცევდნენ ზურგს+ და უგრძნობი გაიხადეს ყური, რომ არ მოესმინათ.+ 12  გაიქვავეს გული,+ რომ არ დამორჩილებოდნენ კანონს+ და იმ სიტყვებს, რომლებიც წინათ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გაუგზავნა თავისი სულით+ წინასწარმეტყველთა+ პირით; ამიტომ ძლიერ განრისხდა ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.+ 13  როგორც მე მოვუხმობდი და ისინი არ მისმენდნენ,+ ასევე მეც არ ვუსმენდი,+ როცა ისინი მომიხმობდნენ, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 14  გაშმაგებით მიმოვფანტე ისინი მათთვის უცნობ+ ხალხებში,+ და გაპარტახდა მიწა მათ შემდეგ, არავინ იყო იქ გამვლელი, არავინ დაბრუნებულა იქ.+ ისე გააპარტახეს სანუკვარი მიწა,+ რომ გაოგნდება კაცი».

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.