წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ზაქარია 6:1—15

6  კვლავ ავაპყარი თვალი და, აი, დავინახე ორ მთას შორის გამომავალი ოთხი ეტლი; მთები სპილენძისა იყო.  პირველ ეტლში წითელი ცხენები+ იყო შებმული, მეორეში — შავი ცხენები,+  მესამე ეტლში თეთრი ცხენები+ იყო შებმული, მეოთხეში კი — დაწინწკლული, ჭრელი.+  ვკითხე ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა: „ეს რა არის, ჩემო ბატონო?“+  ანგელოზმა მომიგო: „ეს ცის ოთხი სულია,+ რომლებიც წარდგნენ+ მთელი დედამიწის+ უფლის+ წინაშე და გამოვიდნენ.  ეტლი, რომელშიც შავი ცხენებია შებმული, ჩრდილოეთის+ მიწისკენ მიემართება, თეთრი ცხენები ზღვის გაღმა გაემართებიან, დაწინწკლულები — სამხრეთის+ მიწისკენ.  ჭრელები+ გამოვლენ და გამოიძიებენ, დედამიწის რომელ მხარეს წავიდნენ“.+ შემდეგ უთხრა: „წადით, მოიარეთ დედამიწა“. და ისინიც წავიდნენ დედამიწის შემოსავლელად.  დამიძახა მან და მითხრა: „ნახე, ჩრდილოეთის მიწისკენ წასულებმა დაამშვიდეს იეჰოვას სული+ ჩრდილოეთის+ მიწაზე“.  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 10  «აიღე ძღვნის ნაწილი გადასახლებულთაგან+ — ხელდაისგან, ტობიასა და იედაიასგან, მიდი იმ დღეს და ბაბილონიდან მოსულ ამ კაცებთან ერთად შედი იოშიას, ცეფანიას+ ვაჟის სახლში. 11  აიღე ოქრო-ვერცხლი, გააკეთე დიდებული გვირგვინი,+ თავზე დაადგი მღვდელმთავარ იეჰოშუას,+ იეჰოცადაკის ვაჟს, 12  და უთხარი: აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „აი კაცი+ — ყლორტია+ მისი სახელი. აღმოცენდება ის თავისი ადგილიდან და ააშენებს იეჰოვას ტაძარს.+ 13  ის ააშენებს იეჰოვას ტაძარს და განდიდდება.+ დაჯდება თავის ტახტზე და იმმართველებს, იჯდება თავის ტახტზე+ და მღვდლობასაც გასწევს; ერთმანეთთან შეთანხმებული+ იქნება ეს ორი მოვალეობა. 14  სამახსოვროდ+ დარჩებათ დიდებული გვირგვინი იეჰოვას ტაძარში ხელემს, ტობიას, იედაიასა+ და ხენს, ცეფანიას ვაჟს. 15  შორს მყოფნიც მოვლენ და ააშენებენ იეჰოვას ტაძარს“.+ მაშინ გაიგებთ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გამომგზავნა თქვენთან.+ მოხდება ეს, თუ მოუსმენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას».+

სქოლიოები