წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ზაქარია 5:1—11

5  კვლავ ავაპყარი თვალი და, აი, მფრინავი გრაგნილი დავინახე.+  მან მკითხა: რას ხედავო?+ მივუგე: „ვხედავ მფრინავ გრაგნილს, რომელიც სიგრძით ოცი წყრთაა და სიგანით — ათი წყრთა“.  მან მითხრა: «ეს წყევლაა, რომელიც მთელ დედამიწას გადაუვლის,+ რადგან, ვინც ქურდობს,+ როგორც მის ერთ მხარეზეა დაწერილი, არავინ დასჯილა; ვინც ფიცს დებს,+ როგორც მის მეორე მხარეზეა+ დაწერილი, არავინ დასჯილა.  „მე გამოვიხმე ის, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — ის შევა ქურდის სახლში და ჩემი სახელით ცრუდ დამფიცებლის სახლში;+ დარჩება მის სახლში და გაანადგურებს იქაურობას მისი ხის ძელებიანად და ქვებიანად“».+  მაშინ ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, მომიახლოვდა და მითხრა: „აღაპყარი თვალი და ნახე, რა მოდის“.  ვკითხე, ეს რა არის-მეთქი? მან მომიგო: „ეს ეფის საწყაო მოდის“. კვლავ მითხრა: „ასე გამოიყურებიან ისინი მთელ დედამიწაზე“.  აი, აიხადა ტყვიის მრგვალი თავსახური და ქალი იჯდა ეფის საწყაოში.  მან თქვა: „ეს ბოროტებაა“. უკან ჩააგდო ქალი ეფის+ საწყაოში და საწყაოს თავზე ტყვიის ზოდი დააფარა.  ავაპყარი თვალი და დავინახე, რომ ორი ქალი გვიახლოვდებოდა; ქარი იყო მათ ფრთებში, მათი ფრთები ყარყატის ფრთებს ჰგავდა. მათ მიწასა და ცას შორის ასწიეს ეფის საწყაო. 10  ვკითხე ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა: სად მიაქვთ-მეთქი ეფის საწყაო? 11  მან მომიგო: „შინარის+ მიწაზე, რომ აუშენონ+ იმ ქალს სახლი. ის დაფუძნდება, ქალს კი იქ, თავის ადგილზე დასვამენ“.

სქოლიოები