წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ზაქარია 4:1—14

4  ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, მობრუნდა და გამაღვიძა, როგორც მძინარე კაცს აღვიძებენ.+  მან მკითხა, რას ხედავო?+ მე მივუგე: „ვხედავ ოქროს სალამპრეს,+ რომელსაც თავზე თასი ადგას. შვიდი ლამპარია+ მასზე, ლამპრებს, სალამპრის თავზე, შვიდი მილი აქვთ.  მის გვერდით ზეთისხილის ორი ხე დგას,+ ერთი — თასის მარჯვნივ და მეორე — მარცხნივ“.  ვკითხე ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა: ჩემო ბატონო, რას ნიშნავს-მეთქი ეს ყველაფერი?+  მომიგო ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: „მართლა არ იცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?“ მეც მივუგე: „არა, ჩემო ბატონო“.+  მან მითხრა: «ეს იეჰოვას სიტყვაა, რომელსაც ზერუბაბელს ეუბნება: „არც ჯარითა+ და არც ძლიერებით,+ არამედ ჩემი სულით*“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.  ვინა ხარ, დიდო მთაო?+ ვაკედ იქცევი ზერუბაბელის+ წინაშე და ის გამოიტანს კუთხის თავში დასადებ ქვას.+ შეძახებენ:+ რა მშვენიერია, რა მშვენიერიაო!»+  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  „საკუთარი ხელით ჩაუყარა საფუძველი ზერუბაბელმა ამ სახლს+ და თავისივე ხელით დაასრულებს მას.+ მაშინ გაიგებ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გამომგზავნა თქვენთან.+ 10  ვინ ჩათვალა უმნიშვნელოდ მცირე წამოწყების დღე?+ გაიხარებენ+ და იხილავენ შვეულს ზერუბაბელის ხელში. ის შვიდი თვალი იეჰოვას თვალებია;+ ისინი აკვირდებიან მთელ დედამიწას“.+ 11  ვკითხე მას: „რას ნიშნავს სალამპრის მარჯვნივ და მარცხნივ მდგარი ზეთისხილის ეს ორი ხე?“+ 12  მეორედ ვკითხე: „რას ნიშნავს ზეთისხილის ხის ორი კუნწულა, საიდანაც ორი ოქროს მილით ოქროსფერი სითხე იღვრება?“ 13  მან მომიგო: „მართლა არ იცი, რას ნიშნავს ეს?“ მე ვუთხარი: „არა, ჩემო ბატონო“.+ 14  მაშინ მან მითხრა: „ეს ორი ცხებულია,+ მთელი დედამიწის უფლის გვერდით მდგომი“.+

სქოლიოები

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.