წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ზაქარია 2:1—13

2  თვალები ავაპყარი და დავინახე კაცი, რომელსაც ხელში ლარი ეჭირა.+  ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი? მან მომიგო: „იერუსალიმის გასაზომად, რომ ვნახო, რამდენია მისი სიგანე და სიგრძე“.+  აი, გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, მის შესახვედრად კი მეორე ანგელოზი გამოვიდა.  უთხრა ერთმა მეორეს: «გაიქეცი და უთხარი იმ ჭაბუკს: „უგალავნო ქალაქივით დასახლდება იერუსალიმი+ ხალხისა და პირუტყვის სიმრავლის გამო.+  მე ცეცხლის გალავნად ვიქცევი მისთვის,+ — ამბობს იეჰოვა, — და ჩემი დიდებით ავავსებ მას“».+  „ჰე, ჰე, გაიქეცით ჩრდილოეთის მიწიდან!“+ — ამბობს იეჰოვა. „გაფანტული მყავხართ ქარის ოთხივე მიმართულებით“,+ — ამბობს იეჰოვა.  «ჰე, სიონო!+ თავს უშველე, ბაბილონის ასულთან მცხოვრებო!+  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, რომელმაც თავისი განდიდების+ შემდეგ შენს მძარცველ ხალხებთან გამგზავნა:+ „თქვენი შემხები+ ჩემი თვალის გუგის შემხებია.+  ხელს მოვუქნევ მათ+ და ისინი თავიანთი მონების ნადავლად იქცევიან“.+ მაშინ გაიგებთ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გამომგზავნა.+ 10  „შეძახე და იმხიარულე, სიონის ასულო,+ რადგან მოვდივარ+ და დავმკვიდრდები შენთან“,+ — ამბობს იეჰოვა». 11  „იმ დღეს მრავალი ხალხი შეუერთდება იეჰოვას+ და ისინი გახდებიან ჩემი ხალხი,+ და დავმკვიდრდები შენთან“. მაშინ გაიგებ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გამომგზავნა შენთან.+ 12  იეჰოვა დაეუფლება იუდას, როგორც თავის კუთვნილ წილს წმინდა მიწაზე,+ და ის კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.+ 13  დადუმდი, ყოველო ხორციელო, იეჰოვას წინაშე,+ რადგან გამოვიდა ის+ თავისი წმინდა სამყოფლიდან.+

სქოლიოები