არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ზაქარია 13:1—9

13  „იმ დღეს+ დავითის სახლისა და იერუსალიმის მკვიდრთათვის ჭა+ გაიხსნება ცოდვისა+ და სისაძაგლის წარსახოცად.+  იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — მოვსპობ კერპთა სახელებს ამ მიწაზე+ და აღარ გაიხსენებენ მათ; აღვგვი ამ მიწიდან წინასწარმეტყველებსაც+ და უწმინდურების სულსაც.+  თუ ვინმე იწინასწარმეტყველებს, მისმა მშობელმა დედ-მამამ უნდა უთხრას: ვერ იცოცხლებ, რადგან სიცრუეს ლაპარაკობო იეჰოვას სახელით. მისი მშობელი დედ-მამა განგმირავს მას წინასწარმეტყველებისთვის.+  იმ დღეს შერცხვებიან წინასწარმეტყველები,+ თითოეული თავისი ხილვის გამო შერცხვება წინასწარმეტყველებისას. აღარ ჩაიცვამენ თავიანთ ბეწვიან ტანსაცმელს+ მოსატყუებლად.  თითოეული იტყვის: წინასწარმეტყველი კი არა, მიწათმოქმედი ვარ, რადგან სიყრმიდანვე ნაყიდი ვყავარო ერთ კაცს.  ჰკითხავენ მას: ეს რა ჭრილობები გაქვსო სხეულზე? ის კი მიუგებს: ეს ჭრილობები მათ სახლში მივიღე, ვისაც ძლიერ ვუყვარვარო“.  „მახვილო, გაიღვიძე ჩემი მწყემსის+ წინააღმდეგ, ჩემი მოძმის წინააღმდეგ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — დაჰკარი მწყემსს+ და გაიფანტებიან სამწყსოს ცხვრები;+ წყალობას ვუყოფ უმნიშვნელოებს“.+  „მთელ ამ მიწაზე, — ამბობს იეჰოვა, — ორი ნაწილი მოიკვეთება და მოისპობა,+ მესამე ნაწილი კი დარჩება.+  ცეცხლში გავატარებ მესამე ნაწილს და განვწმენდ მათ,+ როგორც ვერცხლს,+ და შევამოწმებ, როგორც ოქროს.+ ის მოუხმობს ჩემს სახელს და მეც ვუპასუხებ;+ ვიტყვი, ეს ჩემი ხალხია-მეთქი,+ ის კი იტყვის, იეჰოვააო ჩემი ღმერთი“.+

სქოლიოები