წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ზაქარია 11:1—17

11  «გააღე კარები, ლიბანო,+ რომ ცეცხლმა შთანთქოს შენი კედრები!+  იღრიალე, ღვიავ, რადგან დაეცა კედარი, რადგან გაიძარცვნენ დიდებული ხეები!+ იღრიალეთ ბაშანის უზარმაზარო ხეებო, რადგან განადგურდა დაბურული ტყე!+  ისმინეთ! ღრიალებენ მწყემსები,+ რადგან გაიძარცვა მათი სიდიადე.+ ისმინეთ! ღრიალებენ ფაფრიანი ლომები, რადგან მოისპო იორდანის პირას გადაჭიმული დიდებული ტევრები.+  აი რას ამბობს იეჰოვა, ჩემი ღმერთი: „მწყემსე დასაკლავი ფარა,+  რომ ხოცავენ მყიდველები,+ მაგრამ დამნაშავეებად არ ითვლებიან;+ მათი გამყიდველები+ კი ამბობენ: კურთხეული იყოს იეჰოვა, გავმდიდრდებითო.+ მათი მწყემსებიც არ იბრალებენ მათ“.+  „აღარც მე შევიბრალებ ამ მიწის მკვიდრებს,+ — ამბობს იეჰოვა. — თავის მოძმესა+ და თავის მეფეს ჩავუგდებ კაცს ხელში;+ ააოხრებენ ისინი მიწას და არავის დავიხსნი მათი ხელიდან“».+  ფარის დაჩაგრულო ცხვრებო,+ მეც ვმწყემსავდი დასაკლავ+ ფარას თქვენ სასიკეთოდ;+ ავიღე ორი ჯოხი,+ ერთს ნეტარება+ ვუწოდე, მეორეს — კავშირი,+ და ვმწყემსავდი ფარას.  ერთ მთვარისმიერ თვეში სამი მწყემსი გავწყვიტე,+ რადგან ვეღარ აიტანა+ ისინი ჩემმა სულმა და მათ სულსაც შევძულდი.  ვთქვი: აღარ დაგმწყემსავთ-მეთქი.+ მოკვდეს მომაკვდავი, დაიღუპოს ის, ვინც იღუპება,+ დანარჩენებმა კი ერთმანეთის ხორცი ჭამონ-მეთქი.+ 10  ავიღე ჩემი ჯოხი — ნეტარება,+ და დავჩეხე,+ რომ დამერღვია მთელ ხალხთან დადებული ჩემი შეთანხმება.+ 11  იმ დღეს დაირღვა ის და გაიგეს ფარის+ დაჩაგრულმა ცხვრებმა, მე რომ შემომყურებდნენ,+ რომ ეს იეჰოვას სიტყვა იყო. 12  ვუთხარი მათ: თუ გინდათ,+ მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არადა, ნუ მომცემთ-მეთქი. და მომცეს მათ გასამრჯელოდ ოცდაათი ვერცხლი.+ 13  მაშინ იეჰოვამ მითხრა: „ჩაყარე ისინი საგანძურში,+ ეს ის დიდი საფასურია, რომლითაც შემაფასეს“.+ მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე იეჰოვას სახლის საგანძურში.+ 14  შემდეგ დავჩეხე ჩემი მეორე ჯოხი — კავშირი,+ იუდასა და ისრაელს შორის+ ძმობის+ დასარღვევად. 15  მითხრა იეჰოვამ: „აიღე არაფრის მაქნისი მწყემსის იარაღები.+ 16  აი, ამ მიწაზე დადგომის ნებას ვრთავ მწყემსს;+ დაღუპულ ცხვარს ყურადღებას არ მიაქცევს,+ ბატკნებს არ მოძებნის და დაშავებულს არ განკურნავს,+ ფეხზე მდგომს არ გამოკვებავს, მსუქნების ხორცს შეჭამს+ და ჩლიქებს დააგლეჯს.+ 17  ვაი ჩემს უვარგის მწყემსს,+ ფარის მიმტოვებელს!+ მახვილი დაეცემა მის მკლავსა და მის მარჯვენა თვალს. მკლავი გაუხმება+ და მარჯვენა თვალი დაუბრმავდება“.

სქოლიოები