წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეფესოელები 5:1—33

5  ამიტომ მიჰბაძეთ ღმერთს,+ როგორც საყვარელმა შვილებმა,  და იარეთ სიყვარულში,+ როგორც ქრისტემ შეგიყვარათ+ და თქვენთვის საკუთარი თავი გადასცა ღმერთს შესაწირავად+ და მსხვერპლად, ტკბილ სურნელებად.+  სიძვა,+ ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე+ არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის,+ როგორც წმინდებს შეეფერებათ,+  არც სამარცხვინო საქციელი,+ სულელური ლაპარაკი და უწმაწური+ ხუმრობა. პირიქით, მუდამ მადლიერება გამოხატეთ,+  რადგან იცით და გესმით, რომ არც მეძავს,+ არც უწმინდურს და არც ხარბს,+ იგივე კერპთაყვანისმცემელს, არა აქვს მემკვიდრეობა ღვთისა და ქრისტეს სამეფოში.+  ნურავინ შეგაცდენთ ფუჭი სიტყვებით,+ რადგან ყოველივე ზემოხსენებულისთვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩობის ძეებს.+  ამიტომ საერთო არაფერი გქონდეთ მათთან,+  ვინაიდან ერთ დროს სიბნელე იყავით,+ მაგრამ ახლა სინათლე ხართ+ უფალში. იარეთ, როგორც სინათლის შვილებმა,  რადგან სინათლის ნაყოფია ყოველივე კარგი, სიმართლე და ჭეშმარიტება.+ 10  ყოველთვის შეამოწმეთ, რა არის მოსაწონი+ უფლისთვის, 11  და ნუღარ იქნებით მათი თანამონაწილენი+ სიბნელის+ უნაყოფო საქმეებში, არამედ ამხილეთ+ ისინი, 12  რადგან მოსაყოლადაც კი სამარცხვინოა, რასაც ისინი ფარულად აკეთებენ.+ 13  ყველაფერი, რაც მხილებულია,+ სინათლის მეშვეობით ხდება ცხადი, რადგან ყველაფერი, რაც ცხადი ხდება,+ სინათლეა. 14  ამიტომ ის ამბობს: „გაიღვიძე,+ მძინარევ, აღდექ მკვდრეთით+ და ქრისტე გაგინათებს“.+ 15  მაშ, კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ,+ როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, 16  გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო,+ რადგან დღეები ბოროტია.+ 17  ამიტომ ნუღარ იქნებით უგუნურები, არამედ ჩასწვდით,+ რა არის იეჰოვას ნება.+ 18  აგრეთვე, ნუ დათვრებით+ ღვინით, რაშიც აღვირახსნილობაა,+ არამედ სულით ივსებოდეთ,+ 19  ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნებით,+ ღვთის საქებარი სიტყვებითა+ და სულიერი სიმღერებით.+ გულში უმღერეთ+ იეჰოვას, განადიდეთ 20  და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით ყოველთვის მადლობდეთ+ ყველაფრისთვის ჩვენს ღმერთსა და მამას. 21  დაემორჩილეთ ერთმანეთს+ ქრისტეს შიშით. 22  ცოლები დაემორჩილონ+ ქმრებს, როგორც უფალს, 23  რადგან ქმარი ცოლის თავია,+ როგორც ქრისტეა კრების თავი,+ ამ სხეულის მხსნელი. 24  და როგორც კრება ემორჩილება ქრისტეს, ისე დაემორჩილონ ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში.+ 25  ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები,+ როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის,+ 26  რათა განეწმინდა იგი+ და გაესუფთავებინა სიტყვის საშუალებით წყალში განბანით,+ 27  რომ საკუთარი თავისთვის წარედგინა კრება მთელი სიდიადით,+ რომელსაც არ ექნება ლაქა, ნაოჭი ან რაიმე მსგავსი, არამედ წმინდა და უმანკო იქნება.+ 28  ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს, 29  რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს,+ როგორც ქრისტე — კრებას, 30  ვინაიდან ჩვენ მისი სხეულის ნაწილები ვართ.+ 31  „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“.+ 32  დიდია ეს წმინდა საიდუმლო;+ ამას ქრისტესა და კრებაზე ვამბობ.+ 33  ამიტომ თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი,+ როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს+ ქმარს.

სქოლიოები