წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეფესოელები 3:1—21

3  ამიტომ მე, პავლე, ქრისტე იესოს პატიმარი+ თქვენთვის, უცხოტომელთათვის+ ...  თქვენ გსმენიათ ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობის მმართველობის+ შესახებ, რომელიც თქვენ სასარგებლოდ მომეცა,  და რომ გამოცხადებით მეუწყა წმინდა საიდუმლო,+ როგორც უკვე მოგწერეთ მოკლედ.  თუ ამის გათვალისწინებით წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ მესმის+ წმინდა საიდუმლო+ ქრისტეს შესახებ.  სხვა თაობებში ადამიანთა ძეებისთვის არ გამხდარა ცხადი ეს საიდუმლო,+ როგორც ახლა გაუმჟღავნდათ+ სულით მის წმინდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს,+  რომ უცხოტომელები თანამემკვიდრეები, ერთი სხეულის+ ნაწილები და დანაპირების+ მოზიარეები უნდა იყვნენ ჩვენთან ერთად სასიხარულო ცნობის მეშვეობით ქრისტე იესოსთან ერთობაში.  მე რომ ამის მსახური+ გავხდი, ეს ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით ბოძებული უსასყიდლო ძღვენია, რომელიც მისი ძალის მოქმედებით მომეცა.+  ჩემდამი, ყველა წმინდაზე უმცირესისადმი+ იქნა ეს წყალობა+ გამოვლენილი, რათა უცხოტომელებისთვის+ სასიხარულო ცნობა მეუწყებინა ქრისტეს განუზომელი სიმდიდრის+ შესახებ  და დამენახვებინა ადამიანებისთვის, როგორ წარიმართება+ წმინდა საიდუმლო,+ რაც უხსოვარი დროიდან იყო დაფარული ყოვლის შემქმნელ ღმერთში.+ 10  ამის მიზანი ის იყო, რომ ახლა ზეციურ მთავრობებსა და ხელისუფლებებს+ კრების მეშვეობით+ ეუწყოს ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე+ 11  მისი მარადიული განზრახვის თანახმად, რომელიც მან ქრისტესთან,+ ჩვენს უფალ იესოსთან დაკავშირებით განიზრახა, 12  ვისი მეშვეობითაც გვაქვს ეს სითამამე სიტყვაში და ნდობით მისასვლელი+ მისდამი რწმენით. 13  ამიტომ გთხოვთ, გულს ნუ გაიტეხთ ჩემი გასაჭირის გამო,+ რომელშიც თქვენი გულისთვის აღმოვჩნდი, რადგან ეს თქვენი დიდებაა. 14  ამიტომ მუხლს ვიდრეკ+ მამის წინაშე,+ 15  ვისაც ყოველი ოჯახი+ ზეცაში და დედამიწაზე უნდა უმადლოდეს თავისი სახელისთვის,+ 16  რათა თავისი დიდების სიმდიდრით+ მოგცეთ ძალა, რომ თქვენი შინაგანი ადამიანი+ გაძლიერდეს მისი სულის მეშვეობით,+ 17  და თქვენი რწმენის წყალობით ქრისტე დამკვიდრდეს თქვენს გულებში სიყვარულით,+ რათა იყოთ ფესვგადგმულნი+ და საძირკველზე დაფუძნებულნი,+ 18  რომ შეძლოთ ყველა წმინდასთან ერთად ბოლომდე ჩასწვდეთ,+ რა არის სიგანე, სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე+ 19  და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული,+ რაც ცოდნას აღემატება, რათა აღივსოთ ყოველივე სისავსით,+ რასაც ღმერთი გვაძლევს. 20  მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით+ შეუძლია იმაზე განუზომლად მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის,+ 21  მას დიდება კრებისა და ქრისტე იესოს მეშვეობით ყველა თაობაში მარადიულად.+ ამინ.

სქოლიოები