არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესთერი 8:1—17

8  იმ დღეს მეფე ახაშვეროშმა მისცა დედოფალ ესთერს იუდეველთა მტრის,+ ჰამანის სახლი,+ მორდოქაი კი წარდგა მეფის წინაშე, რადგან გაამხილა ესთერმა, ვინ იყო ის მისი.+  წაიძრო მეფემ ბეჭედი,+ რომელიც ჰამანს ჩამოართვა, და მისცა მორდოქაის. ჰამანის სახლის ზედამხედველად ესთერმა მორდოქაი დააყენა.+  კვლავ დაელაპარაკა ესთერი მეფეს, დაემხო მის ფეხებთან, ტიროდა და წყალობას სთხოვდა,+ რომ გაექარწყლებინა აგაგელი ჰამანის ბოროტება+ და იუდეველთა წინააღმდეგ ჩაფიქრებული+ მისი განზრახვა.+  გაიშვირა მეფემ ესთერისკენ ოქროს კვერთხი,+ წამოდგა ესთერი, დადგა მეფის წინაშე  და უთხრა: „თუ მეფე ინებებს, თუ წყალობა მიპოვნია მის წინაშე,+ თუ მართებულად ჩათვლის მეფე და მეც მოსაწონი ვარ მის თვალში, მაშინ წერილობით გაუქმდეს ის საბუთები+ — ჰამანის, აგაგელი+ ჰამედათას ვაჟის განზრახვა — რომლებიც მან სამეფოს ყველა სამთავროში+ მცხოვრებ იუდეველთა გასანადგურებლად შეადგინა.+  როგორ ვუყურო ჩემი ხალხის უბედურებას, რომელიც თავს დაატყდებათ, და როგორ ვუყურო ჩემი ნათესავების განადგურებას?!“  უთხრა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს და იუდეველ მორდოქაის: „აი, ესთერს+ მივეცი ჰამანის სახლი, ის კი ძელზე ჩამოკიდეს,+ რადგან ხელი აღმართა იუდეველებზე.  თქვენ თვითონ დაწერეთ მეფის სახელით+ იუდეველთათვის ის, რასაც მოისურვებთ, და დაბეჭდეთ მეფის ბეჭდით, რადგან მეფის სახელით დაწერილისა და მეფის ბეჭდით დაბეჭდილის გაუქმება შეუძლებელია“.+  ამიტომ მესამე თვის ანუ სივანის თვის ოცდამესამე დღეს მოუხმეს მეფის მწერლებს,+ და დაიწერა ყველაფერი, რაც მორდოქაიმ უბრძანა იუდეველებს, სატრაპებს,+ გამგებლებსა და ას ოცდაშვიდი სამთავროს მთავრებს+ ინდოეთიდან ეთიოპიამდე; ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობისამებრ+ და ყოველ ხალხს თავის ენაზე,+ იუდეველებსაც თავიანთი დამწერლობისამებრ და თავიანთ ენაზე.+ 10  მეფე ახაშვეროშის სახელით დაწერა მან წერილები,+ მეფის ბეჭდით+ დაბეჭდა+ ისინი და დაგზავნა ცხენოსანი შიკრიკების ხელით, რომლებიც სამეფო სამსახურისთვის განკუთვნილი გზავნილების გადამტან ცხენებზე იყვნენ ამხედრებულნი,+ სწრაფი ბედაურების ნაშიერებზე, 11  იმის შესატყობინებლად, რომ მეფე ნებას რთავდა სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ იუდეველებს, შეკრებილიყვნენ+ და დაეცვათ თავიანთი სულები, მოესპოთ, დაეხოცათ და გაენადგურებინათ იმ ხალხისა და სამთავროს ძალა,+ რომელიც მტრად ექცეოდა მათ, არ დაენდოთ არც ბავშვი და არც ქალი და დაეტაცებინათ მათი ქონება+ 12  ერთ დღეს+ მეფე ახაშვეროშის სამეფოს ყველა სამთავროში, მეთორმეტე თვის ანუ ადარის+ მეცამეტე დღეს.+ 13  ასლი+ იმ წერილობითი ბრძანებისა, რომელიც ყველა სამთავროში კანონად უნდა გამოცხადებულიყო, წაუკითხეს ყველა ხალხს, რათა მზად ყოფილიყვნენ იუდეველები იმ დღისთვის თავიანთ მტრებზე შურის საძიებლად.+ 14  ჭენებ-ჭენებით გაეშურნენ მეფის სიტყვის გამო აჩქარებული+ შიკრიკები,+ სამეფო სამსახურისთვის განკუთვნილი გზავნილების გადამტან ცხენებზე ამხედრებულნი. ამასობაში კანონი შუშანის+ ციხე-დარბაზშიც გამოცხადდა. 15  გამოვიდა მეფისგან მორდოქაი ლურჯი ქსოვილისა და სელის სამეფო სამოსლით,+ ოქროს დიდი გვირგვინითა და ძვირფასი ქსოვილის,+ მოშინდისფრო შალის მოსასხამით.+ ყიჟინებდა და ხარობდა ქალაქი შუშანი.+ 16  იუდეველებს სინათლე, სიხარული, მხიარულება+ და პატივი ეწიათ. 17  ყველა სამთავროსა და ქალაქში, სადაც კი მისწვდა მეფის სიტყვა და მისი კანონი, ხარობდნენ და მხიარულობდნენ იუდეველები, ნადიმობდნენ+ და ზეიმობდნენ. იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხთაგან+ მრავალმა თავი იუდეველად გამოაცხადა,+ რადგან იუდეველთა შიშმა+ მოიცვა ისინი.

სქოლიოები