წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესთერი 5:1—14

5  მესამე დღეს+ გამოეწყო ესთერი სამეფო სამოსელში+ და დადგა მეფის სასახლის წინ, მეფის სასახლის შიდა ეზოში,+ მეფე კი თავის სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სასახლეში, სასახლის შესასვლელის წინ.  როგორც კი მეფემ ეზოში მდგომი დედოფალი ესთერი დაინახა, წყალობა პოვა+ მან მის თვალში და გაიშვირა ესთერისკენ ოქროს კვერთხი,+ ხელში რომ ეჭირა. ესთერიც მიუახლოვდა და კვერთხის წვერს შეეხო.  ჰკითხა მეფემ მას: „რა მოხდა, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს?+ ნახევარი სამეფოც+ რომ მთხოვო, მოგცემ!“  ესთერმა მიუგო: „თუ ისურვებს მეფე, მობრძანდეს დღეს მეფე ჰამანთან+ ერთად ნადიმზე,+ რომელიც მოვუმზადე მას“.  თქვა მეფემ: „დააჩქარეთ ჰამანი,+ რომ შეასრულოს ესთერის სიტყვა!“ მივიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც ესთერმა გამართა.  ღვინის სმის დროს უთხრა მეფემ ესთერს: „რა სათხოვარი გაქვს?+ შეგისრულდება! რა თხოვნა გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!“  მაშინ ესთერმა მიუგო: „აი ჩემი სათხოვარი და თხოვნა:  თუ წყალობა მიპოვნია მეფის თვალში+ და თუ მეფე ინებებს ჩემი ხვეწნისა და თხოვნის შესრულებას, მოვიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელსაც ხვალ გავმართავ მათთვის, და ხვალ მოვიქცევი მეფის სიტყვისამებრ“.+  იმ დღეს გახარებული და გულმხიარული+ წავიდა ჰამანი იქიდან, მაგრამ როგორც კი თვალი მოჰკრა ჰამანმა მეფის კარიბჭესთან+ მორდოქაის, რომელიც არც ამდგარა+ და არც მის წინაშე აკანკალებულა,+ რისხვით აივსო+ მორდოქაიზე. 10  თუმცა თავი შეიკავა ჰამანმა და სახლში წავიდა, დაიბარა თავისი მეგობრები და ზერეში,+ თავისი ცოლი. 11  უყვებოდა მათ თავის დიდებულ სიმდიდრეზე,+ თავის მრავალ ვაჟზე+ და ყველაფერზე, რითაც მეფემ განადიდა ის, და რომ აღაზევა თავის მთავრებსა და მსახურებზე მეტად.+ 12  თქვა ჰამანმა: „თანაც დედოფალ ესთერს მეფესთან ერთად ჩემ გარდა არავინ მიუწვევია ნადიმზე,+ ხვალაც+ მასთან ვარ დაპატიჟებული მეფესთან ერთად. 13  მაგრამ ეს ყველაფერი არაფრად მიღირს, ვიდრე ვხედავ იუდეველ მორდოქაის, მეფის კარიბჭესთან მჯდომს“. 14  უთხრეს მას მისმა ცოლმა, ზერეშმა, და მისმა მეგობრებმა: „გააკეთონ ძელი,+ სიმაღლით ორმოცდაათი წყრთა. დილით+ უთხარი მეფეს, რომ მასზე ჩამოკიდონ მორდოქაი,+ მერე კი მხიარული წადი მეფესთან ერთად ნადიმზე“. მოეწონა ეს აზრი+ ჰამანს და გაამზადებინა ძელი.+

სქოლიოები