წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესთერი 4:1—17

4  შეიტყო მორდოქაიმ+ ყველაფერი, რაც მოხდა,+ ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალო+ ჩაიცვა და ნაცარი+ დაიყარა. გავიდა შუაგულ ქალაქში და ხმამაღლა და მწარედ მოთქვამდა,+  ვიდრე მეფის კარიბჭემდე+ არ მივიდა, რადგან ჯვალოთი შემოსილს არავის შეეძლო მეფის კარიბჭეში შესვლა.  ყველა სამთავროში,+ სადაც მეფის სიტყვამ და მისმა კანონმა მიაღწია, დიდი გლოვა+ ატყდა იუდეველთა შორის; მარხულობდნენ,+ ტიროდნენ და მოთქვამდნენ, ბევრს ჯვალო+ და ნაცარი+ ლოგინად ექცა.  ესთერის მოახლეები და საჭურისები+ მიდიოდნენ მასთან და ყველაფერს უამბობდნენ. ძლიერ წუხდა დედოფალი. ტანსაცმელი გაუგზავნა მორდოქაის, რომ ჯვალო გაეხადა, მაგრამ მან არ მიიღო.+  მაშინ ესთერმა მოიხმო ჰათაქი,+ მეფის ერთ-ერთი საჭურისი, რომელიც მსახურად ჰყავდა მეფეს დაყენებული მისთვის, და უბრძანა, წასულიყო მორდოქაისთან და გაეგო, რას ნიშნავდა ეს და რა ხდებოდა.  მივიდა ჰათაქი მორდოქაისთან ქალაქის მოედანზე, მეფის კარიბჭის წინ.  ამცნო მორდოქაიმ მას ყველაფერი, რაც თავს დაატყდა,+ და იმ თანხის ზუსტი ოდენობა, რომელიც ჰამანს, თავისი სიტყვისამებრ, სამეფო საგანძურში+ უნდა შეეტანა იუდეველთა გასანადგურებლად.+  მისცა მათ გასანადგურებლად შუშანში+ გამოცხადებული, დაწერილი კანონის ასლი,+ რომ ეჩვენებინა ესთერისთვის, ასევე ეცნობებინა და ებრძანებინა მისთვის,+ შესულიყო მეფესთან, წყალობა გამოეთხოვა მისგან+ და თავისი ხალხის გულისთვის თხოვნით უშუალოდ მისთვის მიემართა.+  მოვიდა ჰათაქი+ და გადასცა ესთერს მორდოქაის სიტყვები. 10  მაშინ ელაპარაკა ესთერი ჰათაქს და შეუთვალა მორდოქაის მისი პირით:+ 11  „მეფის ყველა მსახურმა და მისი სამეფოს სამთავროებში მცხოვრებმა ხალხმა იციან, რომ ნებისმიერი კაცისთვის თუ ქალისთვის, რომელიც მოხმობის გარეშე შევა მეფესთან შიდა ეზოში,+ მეფეს ერთი კანონი+ აქვს — სიკვდილით დასჯა, მხოლოდ მაშინ დარჩება ცოცხალი,+ თუ მეფე ოქროს კვერთხს გაიშვერს მისკენ. მე კი უკვე ოცდაათი დღეა, რაც არ მოვუხმივარ მეფეს“. 12  გადასცეს მორდოქაის ესთერის სიტყვები. 13  მორდოქაიმ კი პასუხად შეუთვალა ესთერს: „ნუ იფიქრებ, რომ შენ ერთი გადარჩები იუდეველთაგან, რადგან მეფის სახლში ხარ.+ 14  თუ ახლა დადუმდები, სხვა მხრიდან მოვა შვება და ხსნა იუდეველთათვის,+ შენ და მამაშენის სახლი კი დაიღუპებით. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ დროისთვის მოიპოვე სამეფო ღირსება?!“+ 15  შეუთვალა ესთერმა პასუხად მორდოქაის: 16  „წადი, თავი მოუყარე შუშანში+ მცხოვრებ ყველა იუდეველს და იმარხულეთ+ ჩემთვის სამ დღეს,+ დღედაღამ, არ ჭამოთ და არ სვათ. მეც ვიმარხულებ ჩემს მოახლეებთან ერთად+ და მერე შევალ მეფესთან, თუმცა ეს კანონით დაუშვებელია. თუ დავიღუპები,+ დავიღუპო!“ 17  წავიდა მორდოქაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ესთერმა უბრძანა.

სქოლიოები