წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 9:1—21

9  აღარ იქნება ბინდი, როგორც მაშინ, როცა ქვეყანას უჭირდა, როცა ზებულონის მიწა და ნაფთალის მიწა+ მოძულებული იყო. მოგვიანებით, ის პატივდებული გახდა+ — ზღვისპირა გზა, იორდანის მხარეში მდებარე უცხოტომელთა გალილეა.+  ბნელში მოსიარულე ხალხმა დიდი სინათლე+ იხილა და უკუნეთის+ ქვეყანაში მცხოვრებლებს სინათლემ გაუნათა.+  შენ გაამრავლე ერი;+ გული გაუმხიარულე.+ შენ წინაშე ხარობდნენ ისინი როგორც მკის დროს+ ხარობენ, როგორც ნადავლის გაყოფით გახარებულები.+  როგორც მიდიანის დღეს,+ ისე დალეწე მათი ტვირთის უღელი,+ კეტი მათ მხრებზე და ჯოხი, რომლითაც სამუშაოდ მიერეკებოდნენ+ მათ.  ყოველი ჩექმა, რომლითაც ბრაგაბრუგით+ დადიან და ყოველი სისხლში ამოვლებული მოსასხამი ცეცხლის კერძად იქცა.+  შეგვეძინა შვილი,+ მოგვეცა ძე,+ რომლის მხარზეც იქნება ხელმწიფობა.+ დაერქმევა მას საოცარი მრჩეველი,+ ძლიერი ღმერთი,+ მარადიული მამა,+ მშვიდობის მთავარი.+  მისი ხელმწიფობა განივრცობა+ და მშვიდობას ბოლო არ ექნება+ დავითის+ ტახტზე და მის სამეფოში მის განსამტკიცებლად+ და სამართლიანობითა+ და სიმართლით+ მის შესანარჩუნებლად, ახლაც და მარადიულადაც. ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა გააკეთებს ამას.+  სიტყვა გაგზავნა იეჰოვამ იაკობის წინააღმდეგ, ისრაელზე შესრულდა იგი.+  გაიგებს ამას ხალხი,+ ყოველი მათგანი, ეფრემი და სამარიის+ მკვიდრი, ამპარტავნობითა და კადნიერი გულით რომ ამბობენ:+ 10  აგურები ჩამოცვივდა, მაგრამ თლილი ქვებით+ ავაშენებთო. სიკომოროები+ მოიჭრა, მაგრამ მას კედრებით შევცვლითო. 11  იეჰოვა რეცინის მტრებს აუმხედრებს მას და შეაგულიანებს მის მტრებს:+ 12  სირიას — აღმოსავლეთიდან+ და ფილისტიმს — უკნიდან;+ დააღებენ პირს და შეჭამენ ისრაელს.+ ყოველივე ამის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა; კვლავ გაწვდილი აქვს ხელი.+ 13  არ დაუბრუნდა ხალხი მას, ვინც დაჰკრა მათ,+ არ ეძებდნენ ლაშქართა ღმერთ იეჰოვას.+ 14  ერთ დღეს მოჰკვეთს იეჰოვა ისრაელს თავსა+ და კუდს,+ ყლორტსა და ლელქაშს.+ 15  მოხუცებული და ღრმად პატივცემული თავია,+ ხოლო სიცრუის მასწავლებელი წინასწარმეტყველი — კუდი.+ 16  ამ ხალხს წინამძღოლები ახეტიალებენ;+ დაბნეულნი არიან ისინი, ვისაც წინ მიუძღვიან.+ 17  ამიტომ სიხარულს არ მიანიჭებენ იეჰოვას მათი ჭაბუკები,+ არ შეიწყალებს მათ უმამო ბავშვებსა და ქვრივებს, რადგან ყველანი განდგომილები+ და ბოროტმოქმედები არიან; ყოველი პირი უგუნურებას ლაპარაკობს. ყოველივე ამის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა; კვლავ გაწვდილი აქვს ხელი.+ 18  ცეცხლივით აგიზგიზდა ბოროტება;+ ეკლიან ბუჩქებსა და სარეველას შეჭამს იგი.+ ცეცხლი მოეკიდება ტევრებს,+ რომლებიც კვამლის სვეტებად ავა.+ 19  ლაშქართა ღვთის, იეჰოვას რისხვით ცეცხლი მოეკიდა ქვეყანას, ცეცხლის კერძად იქცევა ხალხი;+ საკუთარ ძმასაც კი არავინ შეიბრალებს.+ 20  ერთი მარჯვნივ მოჭრის, მაგრამ მშიერი დარჩება; მეორე მარცხნივ შეჭამს, მაგრამ ვერ გაძღება.+ თითოეული თავისი მკლავის ხორცს შეჭამს,+ 21  მენაშე — ეფრემს და ეფრემი — მენაშეს. ორივენი იუდას წინააღმდეგ აღსდგებიან.+ ყოველივე ამის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა; კვლავ გაწვდილი აქვს ხელი.+

სქოლიოები