წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 7:1—25

7  იუდას მეფე ახაზის+ — იოთამის ძის, უზიას ძის — დროს სირიის მეფე რეცინი+ გამოვიდა ისრაელის მეფე ფეკახთან,+ რემალიას ძესთან ერთად იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ვერ შეძლო შებრძოლება.+  შეატყობინეს დავითის სახლს: „სირია ეფრემთან გაერთიანდა“.+ გული აუთრთოლდა მას და მის ხალხს ისე, როგორც ხეები თრთიან ტყეში ქარისგან.+  იეჰოვამ უთხრა ესაიას: «გთხოვ, წადით შენ და შენი ვაჟი შეარ-იაშუბი*+ ახაზის შესახვედრად ზემო წყალსატევის არხის+ ბოლოში, მრეცხავის მინდორთან მიმავალ გზაზე.+  უთხარი მას: იფრთხილე და მშვიდად იყავი.+ ნუ შეშინდები და ნუ შედრკება შენი გული+ კუნძის ორი აბოლებული ბოლოს გამო, რეცინის, სირიისა და რემალიას ძის+ მგზნებარე რისხვის გამო,  და იმის გამო, რომ სირიამ, ეფრემთან და რემალიას ძესთან ერთად, ცუდი რამ განიზრახა შენ წინააღმდეგ და თქვა:  „მოდი, გამოვიდეთ იუდას წინააღმდეგ და გავტეხოთ იგი, შევიჭრათ და დავიპყროთ; სხვა მეფე დავსვათ, ტაბეელის ძე“.+  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: ეს არ განხორციელდება, ეს არ მოხდება.+  სირიის თავი დამასკოა და დამასკოს თავი — რეცინი; სულ რაღაც სამოცდახუთ წელიწადში გაცამტვერდება ეფრემი და აღარ იარსებებს, როგორც ხალხი.+  ეფრემის თავი სამარიაა+ და სამარიის თავი — რემალიას ძე.+ თუ რწმენა არ გექნებათ, დიდხანს ვერ გასტანთ».+ 10  შემდეგ იეჰოვამ ახაზს უთხრა: 11  „სთხოვე ნიშანი იეჰოვას, შენს ღმერთს,+ რომ იყოს ის სამარესავით ღრმა ან ზეცასავით მაღალი“. 12  ახაზმა კი მიუგო: „არ ვთხოვ და არც გამოვცდი იეჰოვას“. 13  ესაიამ უთხრა: „მისმინე, დავითის სახლო. განა არ კმარა, ადამიანებს რომ ღლით, ახლა გინდათ ჩემი ღმერთიც დაღალოთ?!+ 14  ამიტომ იეჰოვა მოგცემთ ნიშანს: აი, დაორსულდება+ ქალწული,+ გააჩენს ვაჟს+ და დაარქმევს მას ემანუელს*. 15  კარაქსა და თაფლს შეჭამს, სანამ არ გაიგებს, როგორ უკუაგდოს ბოროტი და როგორ აირჩიოს კეთილი.+ 16  სანამ ყმაწვილი არ ისწავლის, როგორ უკუაგდოს ბოროტი და როგორ აირჩიოს კეთილი,+ მიტოვებული იქნება იმ ორი მეფის მიწა, რომელთა გამოც თავზარდაცემული ხარ.+ 17  იეჰოვა ისეთ დღეებს მოგივლენთ შენ,+ შენს ხალხსა და მამაშენის სახლს, როგორიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც ეფრემმა იუდას ზურგი აქცია;+ ის ასურეთის მეფეს+ მოგივლენთ. 18  იმ დღეს იეჰოვა სტვენით მოუხმობს ბუზებს ეგვიპტის ნილოსის არხების ბოლოდან და ფუტკრებს+ ასურეთის მიწიდან,+ 19  მოვლენ ისინი და მოეფინებიან ციცაბო ხევებს, კლდის კბოდეებს, ნარ-ეკალსა და წყალუხვ ადგილებს.+ 20  იმ დღეს მდინარის* მხარეში+ დაქირავებული სამართებლით, ასურეთის მეფის+ მეშვეობით, იეჰოვა მას თავს გადაპარსავს, ფეხებს გაპარსავს და წვერსაც არ შეარჩენს.+ 21  იმ დღეს კაცი ერთ დეკეულსა და ორ ცხვარს დატოვებს ცოცხალს.+ 22  რძის სიუხვის გამო ის კარაქს შეჭამს; კარაქსა და თაფლს+ შეჭამენ ქვეყანაში დარჩენილები. 23  იმ დღეს ყველა ადგილი, სადაც ათასი ვაზი ხარობდა და რომელიც ათას ვერცხლად ფასობდა,+ ეკლიანი ბუჩქებითა და სარეველათი დაიფარება.+ 24  ის მშვილდ-ისრით მივა იქ,+ რადგან მთელი ქვეყანა ეკლიანი ბუჩქებითა და სარეველათი დაიფარება. 25  ეკლიანი ბუჩქებისა და სარეველას შიშით ვეღარ ახვალ იმ მთებზე, რომლებიც თოხით გასუფთავდა მავნებელი მცენარეებისგან; ის ხარების საძოვრად და ცხვრების გასათელად იქცევა“.+

სქოლიოები

ნიშნავს: მხოლოდ დარჩენილი ნაწილი დაბრუნდება.
ნიშნავს: ღმერთი ჩვენთანაა. იხილეთ მთ. 1:23.
ანუ ევფრატის.