წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 65:1—25

65  „თავი მოვაძებნინე+ მათ, ვისაც არ ვუკითხივარ.+ თავი ვაპოვნინე მათ, ვისაც არ ვუძებნივარ.+ ხალხს, რომელიც ჩემს სახელს არ უხმობდა,+ ვუთხარი: აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი!+  მთელი დღე გაწვდილი მქონდა ხელი ჯიუტი+ ხალხისკენ, მათკენ, ვინც კარგ გზას არ ადგას+ და საკუთარ ზრახვებს მიჰყვება,+  ხალხისკენ, რომელიც დაუფარავად შეურაცხმყოფს,+ მსხვერპლს სწირავს ბაღებში+ და რომლის შესაწირავის ბოლიც+ ასდის აგურებს,  სამარხებს შორის ზის,+ საყარაულო ქოხებში ათევს ღამეს, ღორის ხორცს ჭამს,+ სიბილწეთა ნახარში+ აქვს ჭურჭელში  და ამბობს: შენთვის იყავი, არ მომეკარო, ჩემი სიწმინდე რომ არ გადმოვიდესო შენზე!+ ისინი კვამლი არიან ჩემს ნესტოებში,+ ცეცხლი, მთელი დღე რომ გიზგიზებს.+  აი, ეს დაწერილია ჩემ წინაშე.+ არ გავჩერდები,+ საზღაურს მივაგებ,+ უბეში მივუზღავ საზღაურს+  ერთიანად მათი და მათი მამა-პაპის დანაშაულის გამო,+ — ამბობს იეჰოვა. — რაკი მთებზე შესაწირავს აბოლებენ და გორებზე+ შეურაცხმყოფენ,+ პირველ რიგში მივუზღავ მათ საზღაურს უბეში“.+  აი რას ამბობს იეჰოვა: „როგორც ახალი ღვინო+ არის მტევანში და ამბობენ, არ მოსპო,+ მასში კურთხევააო,+ მეც ასე მოვიქცევი ჩემს მსახურთა გულისთვის, რომ ყველა არ გავანადგურო.+  იაკობიდან გამოვიყვან შთამომავლობას+ და იუდადან — ჩემი მთების მემკვიდრეებს,+ ჩემი რჩეულები დაეუფლებიან ჩემს მიწას+ და ჩემი მსახურები დამკვიდრდებიან იქ.+ 10  შარონი+ ცხვრების საძოვრად იქცევა+ და აქორის ველი+ — საქონლის მოსასვენებელ ადგილად, ჩემი ხალხისთვის, რომელიც მომძებნის.+ 11  თქვენ კი მიატოვეთ იეჰოვა,+ დაივიწყეთ ჩემი წმინდა მთა,+ იღბლიანობის ღმერთს უშლით სუფრას+ და ბედისწერის ღმერთს შეზავებული ღვინით უვსებთ სასმისს.+ 12  მახვილისთვის გაგწირავთ+ და ყოველი თქვენგანი მოიხრებით დასაკლავად,+ რადგან გიხმობდით+ და არ მპასუხობდით, გელაპარაკებოდით და არ მისმენდით,+ ბოროტებას სჩადიოდით ჩემს თვალში+ და იმას ირჩევდით, რაც არ მომწონდა“.+ 13  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, ჩემი მსახურები შეჭამენ,+ თქვენ კი მშივრები იქნებით!+ აი, ჩემი მსახურები დალევენ,+ თქვენ კი მწყურვალნი იქნებით!+ აი, ჩემი მსახურები გაიხარებენ,+ თქვენ კი შერცხვებით!+ 14  აი, ჩემი მსახურები სიხარულით შესძახებენ მხიარული გულის გამო,+ თქვენ კი აყვირდებით გულისტკივილის გამო და იღრიალებთ სულგამწარებულნი!+ 15  ფიცისთვის* დაუტოვებთ თქვენს სახელს ჩემს რჩეულებს და უზენაესი უფალი იეჰოვა სათითაოდ დაგხოცავთ,+ თავის მსახურებს კი სხვა სახელს უწოდებს.+ 16  ამგვარად, ყოველი, ვინც საკუთარ თავს აკურთხებს დედამიწაზე, ერთგული ღვთის მეშვეობით იკურთხებს თავს.+ ყოველი, ვინც დაიფიცებს დედამიწაზე, ერთგულ ღმერთს დაიფიცებს,+ რადგან დავიწყებული იქნება წინანდელი გასაჭირი და დაიფარება ჩემს თვალთაგან.+ 17  აი, ვქმნი ახალ ცასა+ და ახალ დედამიწას;+ აღარ გაიხსენებენ წინანდელს+ და არც გულში გაივლებენ.+ 18  იხარეთ+ და მარადიულად იმხიარულეთ იმით, რასაც ვქმნი,+ რადგან აი, ვქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს — სასიხარულოდ!+ 19  ვიმხიარულებ იერუსალიმით და გავიხარებ ჩემი ხალხით.+ აღარ გაისმება იქ ტირილისა და ნაღვლიანი ღაღადის ხმა“.+ 20  „აღარ იქნება იქ ძუძუთა ბავშვი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღეს იცოცხლებს,+ არც მოხუცებული, რომელიც ვერ გაასრულებს თავის დღეებს;+ ახალგაზრდა მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი, ასი წლისაც რომ იყოს, დაწყევლილი იქნება.+ 21  ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში,+ გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს.+ 22  არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად. ჩემი ხალხის დღეები ხის დღეებივით იქნება+ და სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები.+ 23  ტყუილუბრალოდ არ იშრომებენ,+ არც უბედურებისთვის გააჩენენ შვილებს,+ რადგან იეჰოვასგან კურთხეული შთამომავლები არიან+ და მათთანვეა მათი მოდგმა.+ 24  ვიდრე მომიხმობენ, ვუპასუხებ,+ ვიდრე ლაპარაკს დაასრულებენ, მოვუსმენ.+ 25  მგელი+ და ბატკანი ერთად შეჭამენ+ და ლომი ხარივით შეჭამს ბზეს,+ გველს კი საჭმელად მტვერი ექნება.+ არაფერს დააზიანებენ+ და არაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე“,+ — ამბობს იეჰოვა.

სქოლიოები

ანუ წყევლისთვის.