წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 64:1—12

64  ნეტავ ცა გაგერღვია და დაბლა ჩამოსულიყავი,+ რომ შეძრულიყო მთები შენი შიშით,+  როგორც ცეცხლი ეკიდება ფიჩხს და წყალს ადუღებს, რათა გაიგონ შენი სახელი შენმა მოწინააღმდეგეებმა+ და შეშფოთდნენ ხალხები შენ გამო!+  დაბლა ჩამოხვედი, როცა შიშის მომგვრელი საქმეები მოახდინე,+ რომელთა იმედიც არ გვქონდა. შეიძრნენ მთები შენ გამო.+  ძველთაგან არავის სმენია,+ ყური არავის მოუკრავს და თვალს არ უნახავს ღმერთი შენ გარდა,+ რომელიც მოქმედებს თავის მომლოდინეთა სასიკეთოდ.+  შენ ეგებები მას, ვინც ხარობს და სიმართლეს აკეთებს,+ ვისაც ახსოვხარ და მიჰყვება შენს გზებს.+ აი, განრისხდი,+ რადგან დიდხანს ვცოდავდით+ და განა გადავრჩებით?!+  უწმინდურივით გავხდით ყველანი და ჩვენი მართალი საქმეები ყოველთვიური სისხლდენის დროს ჩასაცმელ ტანსაცმელს დაემსგავსა.+ ფოთლებივით დავჭკნებით+ ყველანი და ქარივით წაგვიღებს ჩვენი დანაშაული.+  არავინ უხმობს შენს სახელს,+ არავინ იღვიძებს, რომ ჩაგეჭიდოს. სახე გაქვს დაფარული ჩვენგან+ და ჩვენი დანაშაულით გვადნობ.+  იეჰოვა, შენ ჩვენი მამა ხარ!+ ჩვენ თიხა ვართ,+ შენ კი — მეთუნე.+ ყველანი შენი ნახელავი ვართ.+  ძლიერ ნუ განგვირისხდები, იეჰოვა,+ და მარადიულად ნუ გაგვიხსენებ დანაშაულს!+ გთხოვთ, შემოგვხედე, ყველანი შენი ხალხი ვართ!+ 10  უდაბნოდ იქცა შენი წმინდა ქალაქები.+ სიონი+ უდაბნოდ იქცა, იერუსალიმი გაპარტახდა.+ 11  ჩვენი სიწმინდისა და სილამაზის სახლი,+ სადაც ჩვენი მამა-პაპა ქებას გიძღვნიდა,+ ცეცხლში დასაწვავი გახდა.+ ის, რაც ძვირფასი იყო ჩვენთვის,+ განადგურდა. 12  ამის შემხედვარე, ნუთუ კვლავ თავს შეიკავებ,+ იეჰოვა?! უმოქმედოდ იდგები და ძლიერ დააჩაგვრინებ ჩვენ თავს?!+

სქოლიოები