წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 60:1—22

60  „ადექი*+ და გამოანათე,+ რადგან მოვიდა შენი სინათლე+ და გამოანათა შენზე იეჰოვას დიდებამ!+  აი, სიბნელე+ დაფარავს დედამიწას და მწუხრი — ერებს, შენზე კი იეჰოვა გამოანათებს და შენზე გამოჩნდება მისი დიდება.+  ხალხები წამოვლენ შენს სინათლეზე+ და მეფეები+ — შენი ნათელის სიკაშკაშეზე.+  მიმოიხედე და ნახე! ყველანი ერთად იკრიბებიან,+ შენთან მოდიან.+ შორიდან მოდიან შენი ვაჟები, მოდიან შენი ასულები, რომლებზეც იზრუნებენ და ფერდზე შესმულებს წამოიყვანენ.+  მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები,+ შენი გული გაიხარებს და სიხარულით აივსება, რადგან ზღვის სიმდიდრე შენკენ მოიქცევა და ხალხების ავლა-დიდება შენთან მოვა.+  შენი მიწა აქლემებით აივსება, მიდიანისა და ეფის+ კოზაკებით. მოვლენ შებელები.+ ყველანი ოქროსა და გუნდრუკს წამოიღებენ და სახალხოდ ქებას მიუძღვნიან იეჰოვას.+  კედარის+ ფარები შენთან შეგროვდებიან, ნებაიოთის+ ვერძები შენ მოგემსახურებიან.+ ჩემს სამსხვერპლოზე+ ავლენ და მოწონებას დაიმსახურებენ. შევამკობ ჩემს ლამაზ სახლს.+  ვინ არიან ესენი, ღრუბლებივით რომ მოფრინავენ,+ როგორც მტრედები სამტრედეებისკენ?  ჩემი იმედი ექნებათ კუნძულებს+ და თარშიშის ხომალდებს,+ როგორც წინათ, რათა შორიდან მოუყვანონ შენი ვაჟები+ და მოუტანონ თავიანთი ოქრო-ვერცხლი+ იეჰოვას, შენი ღვთის სახელს+ და ისრაელის წმინდას,+ რადგან შეგამკობს ის.+ 10  უცხოელები აგიშენებენ გალავანს+ და მათი მეფეები გემსახურებიან.+ რისხვით დაგკრავ,+ მაგრამ ჩემი კეთილგანწყობით შეგიწყალებ.+ 11  შენი კარიბჭეები მუდამ ღია იქნება,+ არ დაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხების ავლა-დიდება;+ მათი მეფეები პირველები გააკეთებენ ამას.+ 12  ის ხალხი და ის სამეფო, რომელიც არ გემსახურება, დაიღუპება, ხალხები განადგურდებიან.+ 13  შენთან მოვა ლიბანის დიდება — ღვია, იფანი და კვიპაროსი ერთად+ — რათა შეამკოს ჩემი საწმინდრის ადგილი,+ მე განვადიდებ ჩემს ფეხსადგამს.+ 14  შენთან მოვლენ შენი მჩაგვრელების ვაჟები და ქედს მოიხრიან.+ ყველა, ვინც უპატივცემულოდ გეპყრობოდა, დაემხობა შენს ტერფებთან+ და იეჰოვას ქალაქს, ისრაელის წმინდის სიონს+ გიწოდებს. 15  იმის ნაცვლად, რომ მიტოვებული და საძულველი იყო და არავინ იყოს შენზე გამვლელი,+ მარადიულად საამაყოდ გაქცევ, სიხარულად — თაობიდან თაობაში.+ 16  ხალხთა რძესა+ და მეფეთა ძუძუს მოწოვ+ და გაიგებ, რომ მე, იეჰოვა,+ ვარ შენი მხსნელი+ და იაკობის ძლიერია+ შენი გამომსყიდველი!+ 17  სპილენძის ნაცვლად ოქროს შემოვიტან,+ რკინის ნაცვლად — ვერცხლს, ხის ნაცვლად — სპილენძს და ქვების ნაცვლად — რკინას. მშვიდობას დაგიყენებ ზედამხედველად+ და სიმართლეს — სამუშაოს გამნაწილებლად.+ 18  მეტად აღარ გაიგონებენ შენს მიწაზე ძალადობის შესახებ, შენს საზღვრებში — ძარცვისა და დაქცევის შესახებ.+ შენს კედლებს ხსნას უწოდებ+ და შენს კარიბჭეებს — ქებას. 19  დღისით მზე აღარ გაგინათებს და მთვარე აღარ გამოსცემს შენთვის შუქს; იეჰოვა იქნება შენთვის მარადიული სინათლე,+ შენი ღმერთი — შენი სილამაზე.+ 20  შენი მზე აღარ ჩავა, აღარც შენი მთვარე მიილევა, რადგან იეჰოვა იქნება შენთვის მარადიული სინათლე+ და დასრულდება შენი გლოვის დღეები.+ 21  მთელი შენი ხალხი მართალი იქნება.+ სამარადისოდ დაეუფლებიან ქვეყანას,+ ჩემს ნარგავს,+ ჩემს ნახელავს,+ ჩემ შესამკობად.+ 22  მცირე ათასად გადაიქცევა, პატარა — ძლიერ ხალხად.+ მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“.+

სქოლიოები

ებრაულ ტექსტში „ადექი“ და „გამოანათე“ მდედრობითი სქესის მაჩვენებელი ზმნებია.