არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 52:1—15

52  გამოიღვიძე, გამოიღვიძე, ძალით შეიმოსე,+ სიონო! ჩაიცვი შენი ლამაზი ტანსაცმელი,+ იერუსალიმო, წმინდა ქალაქო!+ მეტად აღარ შემოვა შენში წინადაუცვეთელი და უწმინდური.+  ადექი, მტვერი ჩამოიბერტყე+ და დაჯექი, იერუსალიმო! მოიშვი თოკები კისერზე, სიონის ტყვე ასულო!+  აი რას ამბობს იეჰოვა: „მუქთად იყავით მიცემულნი+ და უფულოდ იქნებით გამოსყიდულნი“.+  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „თავდაპირველად ეგვიპტეს შეეხიზნა ჩემი ხალხი.+ უმიზეზოდ ჩაგრავდა მათ ასურეთი“.  „ახლა აქ რა მინდა? — ამბობს იეჰოვა. — ჩემი ხალხი მუქთად იყო წაყვანილი.+ ღრიალებდნენ მათზე გაბატონებულნი,+ — ამბობს იეჰოვა. — ჩემს სახელს განუწყვეტლივ, მთელი დღე, უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ.+  ამიტომ იმ დღეს ჩემს ხალხს ეცოდინება ჩემი სახელი,+ რადგან მე ვამბობ ამას.+ აი, ეს მე ვარ!“  რა მშვენიერია მთებზე მახარობლის,+ მშვიდობის გამომცხადებლის,+ უკეთესობის მახარობლის,+ ხსნის გამომცხადებლის+ ფეხები,+ მისი, ვინც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!“+  ისმინე! ხმას იმაღლებენ+ შენი გუშაგები.+ ერთხმად შესძახიან სიხარულით. თვალს თვალში გაუყრიან+ და დაინახავენ, რომ იეჰოვა შემოიკრებს სიონს.+  იმხიარულეთ, ერთხმად შესძახეთ სიხარულით, იერუსალიმის განადგურებულო ადგილებო,+ რადგან ანუგეშა იეჰოვამ თავისი ხალხი,+ გამოისყიდა მან იერუსალიმი!+ 10  იეჰოვამ გაიშიშვლა თავისი წმინდა მკლავი ხალხთა თვალწინ,+ დედამიწის კიდეები იხილავენ ხსნას ჩვენი ღვთისგან.+ 11  ზურგი აქციეთ, ზურგი აქციეთ, გამოდით,+ უწმინდურს ნუ მიეკარებით!+ გამოდით მისგან+ და სუფთები იყავით თქვენ, ვინც იეჰოვას ნივთებს ატარებთ!+ 12  უძრწოლველად გამოხვალთ და არ გაიქცევით,+ რადგან იეჰოვა ივლის თქვენ წინაშე+ და ისრაელის ღმერთი ზურგს გაგიმაგრებთ.+ 13  აი, ჩემი მსახური+ წვდომის უნარით+ იმოქმედებს. აღზევდება, დიდად ამაღლდება და განდიდდება.+ 14  ისევე, როგორც მრავალი მიაშტერდა მას განცვიფრებული+ (იმდენად იყო მისი შესახედაობა+ დამახინჯებული სხვა ადამიანებთან შედარებით და მისი წარმოსადეგობა+ — ადამიანის სხვა ძეებთან შედარებით), 15  ასევე გააოცებს ის მრავალ ერს.+ მის წინაშე პირს მოკუმავენ მეფეები,+ რადგან იმას დაინახავენ, რაც მათთვის არ მოუყოლიათ, და ყურადღებას მიაქცევენ იმას, რაც არ გაუგონიათ.+

სქოლიოები