წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 47:1—15

47  ჩამოდი და მტვერში ჩაჯექი,+ ბაბილონის ქალწულო ასულო!+ დაჯექი მიწაზე, სადაც არ არის ტახტი,+ ქალდეველთა ასულო,+ რადგან აღარ გიწოდებს ხალხი სათუთსა და განებივრებულს.+  აიღე ხელსაფქვავი+ და დაფქვი! რიდე+ აიხადე, შემოიხიე ტანსაცმლის კალთები,+ გაიშიშვლე ფეხები,+ გადაიარე მდინარეები,  გამოაჩინე შენი სიშიშვლე!+ გამოჩნდება შენი სირცხვილი.+ შურს ვიძიებ+ და არც ერთ ადამიანს არ შევხვდები კეთილად.  „გვყავს გამომსყიდველი,+ ისრაელის წმინდა,+ რომლის სახელია ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“.+  ჩუმად დაჯექი+ და სიბნელეში შედი,+ ქალდეველთა ასულო,+ რადგან აღარ გიწოდებს ხალხი სამეფოთა+ ქალბატონს!+  განვრისხდი ჩემს ხალხზე.+ შევბღალე და ხელში ჩაგიგდე+ ჩემი მემკვიდრეობა.+ შენ კი არ შეიწყალე ისინი.+ მოხუცებულს ძალიან მძიმე უღელი დაადგი.+  ამბობდი: მარადიულად, სამუდამოდ ქალბატონი+ ვიქნებიო. გულთან არ მიიტანე ყოველივე ეს, არ გაიხსენე საქმის დასასრული.+  ახლა კი ისმინე, განცხრომის მოყვარულო ქალო, უსაფრთხოდ რომ ზიხარ+ და გულში ამბობ: მე ვარ და სხვა არავინ არის,+ არ დავქვრივდები და არც შვილების დაკარგვას გამოვცდიო.+  მაგრამ მოულოდნელად, ერთ დღეში დაგატყდება თავს ერთიც და მეორეც:+ შვილებსაც დაკარგავ და დაქვრივდები კიდეც.+ სრულად დაგატყდება თავს ყოველივე ეს, რადგან ბევრს ჯადოქრობდი და დიდი ძალა ჰქონდა ჯადოებს, რომელთა კეთებაშიც იყავი ჩაფლული.+ 10  შენი ცუდი საქმეების იმედი გქონდა,+ ამბობდი: ვერავინ მხედავსო.+ შენმა სიბრძნემ და ცოდნამ+ გზას აგაცდინა; გულში ამბობ: მე ვარ და სხვა არავინ არისო. 11  უბედურება გეწევა, რის წინააღმდეგაც ჯადოს გაკეთება არ გეცოდინება. გასაჭირი დაგატყდება+ და ვერ აირიდებ; უეცრად+ გეწევა შენთვის ჯერ არნახული განადგურება. 12  გააგრძელე ჯადოების კეთება და ბევრი იჯადოქრე,+ რისთვისაც ახალგაზრდობიდანვე არ იშურებდი ძალ-ღონეს, იქნებ მიიღო სარგებლობა, იქნებ შიში მოჰგვარო ხალხს. 13  დაგქანცა მრავალმა მრჩეველმა; ახლა ადგნენ და გიხსნან ცათა თაყვანისმცემლებმა, ვარსკვლავთა შემყურეებმა,+ რომლებიც ცოდნას აფრქვევენ ახალმთვარობისას და გეუბნებიან, რა მოგივა! 14  აი, ნამჯას დაემსგავსნენ.+ ცეცხლი დაწვავს მათ.+ ვერ დაიხსნიან თავიანთ სულს+ ალის ძალისგან.+ არ იქნება ნაკვერჩხლები, რომ გათბეს ხალხი, არც ცეცხლი, რომ მიუსხდნენ. 15  ასეთები იქნებიან შენთვის შენი მომნუსხველები,+ რომლებთან ერთადაც ირჯები ახალგაზრდობიდან. თითოეული თავის მხარეში იხეტიალებს. არ გეყოლება მხსნელი.+

სქოლიოები