წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 44:1—28

44  „ახლა მისმინე, იაკობ, ჩემო მსახურო,+ და შენ, ისრაელო, ჩემო რჩეულო!+  აი რას ამბობს იეჰოვა, შენი შემოქმედი+ და შენი შემქმნელი,+ რომელიც მუცლიდანვე გეხმარებოდა:+ ნუ გეშინია,+ ჩემო მსახურო იაკობ, და შენ, იეშურუნ,+ ჩემო რჩეულო,  რადგან გადმოვღვრი წყალს მწყურვალისთვის+ და მოჩუხჩუხე ნაკადულებს — გამომშრალი მიწისთვის;+ ჩემს სულს გადმოვღვრი შენს შთამომავალზე+ და ჩემს კურთხევას — შენს მოდგმაზე;  ისინი მწვანე ბალახივით აღმოცენდებიან,+ ალვის ხეებივით+ წყალსავალთა პირას;  ერთი იტყვის, მე იეჰოვასი ვარო,+ მეორე იაკობის სახელს დაირქმევს,+ მესამე ხელზე დაიწერს, იეჰოვას საკუთრებაო, მეოთხე ისრაელის სახელით იქნება წოდებული.+  აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის მეფე+ და გამომსყიდველი,+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: მე ვარ პირველი და უკანასკნელი,+ ჩემ გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი!+  ვინ არის ჩემი მსგავსი?!+ დაიძახოს, რომ მითხრას და წარმომიდგინოს თავისი მტკიცება; მოყვნენ,+ რაც უნდა მოხდეს და რაც მას შემდეგ იქნება იმ დღიდან, რაც ძველი ხალხი შევქმენი!+  ნუ შეშინდებით და ნუ გაოგნდებით!+ განა იმ დროიდან არ გაგონებდით და არ გეუბნებოდით თითოეულს?!+ თქვენა ხართ ჩემი მოწმეები!+ განა არსებობს ღმერთი ჩემ გარდა?!+ არა, არ არის სხვა კლდე,+ არ ვცნობ არც ერთს!“  გამოსახულების ყველა შემქმნელი არარაობაა,+ ფუჭი იქნება მათი სასურველი კერპები.+ მათი მოწმეები არიან და ვერაფერს ხედავენ, არც არაფერი იციან,+ რათა შერცხვნენ.+ 10  ვინ შექმნა ღმერთი ან ვინ ჩამოასხა ქანდაკება?+ ფუჭია იგი.+ 11  აი, ყველა მისი ამხანაგი შერცხვება,+ ხელოსნები ხომ მხოლოდ ადამიანები არიან. ყველანი ერთად შეიკრიბებიან,+ გაჩერდებიან, შეშინდებიან და ყველანი შერცხვებიან.+ 12  საჭრისით რკინის დამმუშავებელი ნაკვერჩხლებზე ამუშავებს მას. ჩაქუჩით ჭედავს და თავისი ძლიერი მკლავით ამუშავებს.+ მოშივდა და ძალა ეცლება, წყალს არ სვამს და იღლება. 13  მეჩუქურთმე ჭიმავს ლარს, წითელი ცარცით ხაზავს; საჭრეთლით ამუშავებს ხეს. ფარგლით ხაზავს და ქმნის ადამიანის გამოსახულებას,+ ადამიანივით ლამაზს, რომ სახლში დადგას.+ 14  ზოგის საქმეა კედრების მოჭრა. ირჩევს ისეთი ჯიშის ხეს, რომელიც დიდი იზრდება და აცდის, რომ იზარდოს ტყის ხეებს შორის.+ დარგო დაფნის ხე, რომელსაც შხაპუნა წვიმა ზრდის. 15  ადამიანი მას ცეცხლის დასანთებად იყენებს. ნაწილს გასათბობად იღებს. ცეცხლს ანთებს და პურს აცხობს. ღმერთსაც აკეთებს, რომ მდაბლად თაყვანი სცეს.+ გამოსახულებას აკეთებს+ და მის წინაშე ემხობა. 16  ნახევარს ცეცხლში წვავს, ნახევარს ხორცის შესაწვავად იყენებს და ძღება. თბება და ამბობს, აი, გავთბი და ცეცხლი დავინახეო. 17  დანარჩენით ღმერთს იკეთებს, გამოსახულებას. მის წინაშე ემხობა, მდაბლად თაყვანს სცემს, ლოცულობს და ეუბნება, მიხსენი, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარო.+ 18  არ იციან,+ არ ესმით,+ რადგან თვალები გაეგლისათ და ვერ ხედავენ,+ გულები გაეგლისათ და წვდომის უნარი არა აქვთ.+ 19  არც ერთი არ უხმობს გულს,+ არც ცოდნა აქვთ და არც შეგნება,+ რომ თქვან: „ნახევარი ცეცხლში დავწვი, ნაკვერჩხლებზე პური გამოვაცხვე; ხორცს ვწვავ და ვჭამ. განა დანარჩენი სისაძაგლედ უნდა ვაქციო?!+ განა გამომშრალი ხის ნაჭრის წინ უნდა დავემხო?!“ 20  ნაცარს ჭამს.+ მისი მოტყუებული გული გზას აცდენს მას.+ ის ვერ დაიხსნის თავის სულს, ვერც იმას იტყვის, განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაშიო?!+ 21  „გახსოვდეს ეს, იაკობ,+ და შენ, ისრაელო, რადგან ჩემი მსახური ხარ!+ მე შეგქმენი,+ ჩემი მსახური ხარ, არ დაგივიწყებ, ისრაელო!+ 22  ისე წავშლი შენს დანაშაულს და შენს ცოდვებს, თითქოს ღრუბლით+ და სქელი ღრუბლებით დამეფაროს. დამიბრუნდი+ და გამოგისყიდი.+ 23  სიხარულით შესძახეთ, ცანო,+ რადგან იეჰოვა მოქმედებს!+ სიხარულით იყიჟინეთ,+ დედამიწის სიღრმეებო!+ იმხიარულეთ, მთებო,+ და სიხარულით შესძახეთ, ტყეო და ტყის ხეებო! რადგან იეჰოვამ გამოისყიდა იაკობი და თავის მშვენებას აჩვენებს ისრაელში“.+ 24  აი რას ამბობს იეჰოვა, შენი გამომსყიდველი+ და შენი შემქმნელი მუცელში: «მე, იეჰოვა, ყველაფერს ვაკეთებ, მე თვითონ გადავჭიმე ცა+ და განვავრცე დედამიწა.+ ვინ იყო ჩემთან?! 25  ვაუქმებ ფუჭად მოლაპარაკეთა ნიშნებს; მე ვაგიჟებ მკითხავებს.+ ბრძენებს უკან ვახევინებ და მათ ცოდნას უგუნურებად ვაქცევ.+ 26  ის თავისი მსახურების სიტყვას აახდენს და თავისი მაცნეების განზრახვას ბოლომდე შეასრულებს.+ ის ამბობს იერუსალიმზე: დასახლდება!+ და იუდას ქალაქებზე: კვლავ აშენდება!+ მე აღვადგენ მის გაპარტახებულ ადგილებს!+ 27  ის ეუბნება ღრმა წყალს: ამოშრი! მე ამოვაშრობ შენს მდინარეებს!+ 28  ის ამბობს კიროსზე:+ ჩემი მწყემსია და რაც მსურს, იმას ბოლომდე შემისრულებს;+ შეასრულებს თვით ჩემს ნათქვამს იერუსალიმზე — „აღდგენილი იქნება“, და ტაძარზე — „საძირკველი ჩაგეყრება“».+

სქოლიოები