არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 40:1—31

40  „ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, — ამბობს თქვენი ღმერთი.+  გულში ჩამწვდომი სიტყვებით ელაპარაკეთ იერუსალიმს+ და გამოუცხადეთ მას, რომ დასრულდა მისი სავალდებულო სამუშაო,+ დაიფარა მისი დანაშაული.+ იეჰოვას ხელიდან მიიღო სრული საზღაური ყველა თავისი ცოდვისთვის“.+  ყური დაუგდეთ! ვიღაც ღაღადებს უდაბნოში:+ „გაწმინდეთ იეჰოვას გზა!+ გაასწორეთ ჩვენი ღვთისთვის სავალი, რომელიც ხრიოკზე გადის.+  მაღლა აიწიოს ყოველი ველი,+ ყოველი მთა და გორა დადაბლდეს.+ ბორცვიანი მიწა უნდა გავაკდეს და ოღროჩოღრო ადგილები ველად უნდა იქცეს.+  გამოვლინდება იეჰოვას დიდება+ და ყოველი ხორციელი იხილავს მას,+ რადგან იეჰოვას ბაგე ლაპარაკობს ამას“.+  ყური დაუგდე! ერთი ამბობს: „დაიძახე!“+ მეორე პასუხობს: „რა დავიძახო?“ „ყოველი ხორციელი მწვანე ბალახივითაა და მთელი მათი სიკეთე* მინდვრის ყვავილივით.+  მწვანე ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება,+ რადგან იეჰოვას სულმა დაუბერა მათ.+ მართლაც, მწვანე ბალახივითაა ხალხი.+  მწვანე ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება,+ ჩვენი ღვთის სიტყვა კი მარადიულად დარჩება“.+  გზა გაიკვლიე მაღალი მთისკენ,+ სიონისთვის სასიხარულო ცნობის მაუწყებელო ქალო!+ ძლიერ აღიმაღლე ხმა, იერუსალიმისთვის სასიხარულო ცნობის მაუწყებელო ქალო!+ ხმა აღიმაღლე, ნუ გეშინია!+ უთხარი იუდას ქალაქებს: „აი თქვენი ღმერთი!“+ 10  აი, უზენაესი უფალი იეჰოვა ძლიერებით მოვა და მისი მკლავი იმმართველებს.+ აი, მასთანვეა მისი ჯილდო+ და მის წინაშეა საზღაური.+ 11  მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას.+ თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებს+ და უბით ატარებს მათ.+ მაწოვარ ცხვრებს მზრუნველობით გაუძღვება.+ 12  ვინ არწყა წყალი თავისი პეშვით?+ ვინ გადაზომა ცა მტკაველით?+ ვინ ჩაატია საწყაოში დედამიწის მტვერი?+ ვინ აწონა მთები სასწორზე და გორები — პინებზე? 13  ვინ გაზომა იეჰოვას სული? ვის შეუძლია მრჩეველივით მისცეს მას ცოდნა?+ 14  ვისთან ერთად ითათბირა, რომ მიმხვდარიყო? ვინ ასწავლის მას სამართლის გზას?+ ვინ აძლევს მას ცოდნას ან გაგების უნარს?+ 15  აი, ხალხები სათლიდან გადმოვარდნილ წყლის ერთ წვეთს ჰგვანან და სასწორის პინებზე დაფენილი მტვერივით არიან მისთვის.+ აი, ის მტვერივით იღებს კუნძულებს.+ 16  თვით ლიბანის ხეები არ კმარა იმისთვის, რომ ცეცხლი ენთოს, და მისი გარეული ცხოველები+ არ კმარა დასაწვავი შესაწირავისთვის.+ 17  ყველა ხალხი არარაობაა მის წინაშე.+ არაფერი და არარსებული არიან მის თვალში.+ 18  ვის შეადარებთ ღმერთს+ და ვის მიამსგავსებთ მას?+ 19  ოსტატმა ჩამოასხა ქანდაკება,+ მჭედელი ოქროთი ავარაყებს მას+ და ვერცხლის ჯაჭვებს ჭედავს.+ 20  შესაწირავად ირჩევს ხეს, საღ ხეს.+ ოსტატს ეძებს, რომ გაიკეთოს ქანდაკება,+ რომელიც არ იყანყალებს.+ 21  ნუთუ არ იცით?! ნუთუ არ გსმენიათ?! ნუთუ თავიდანვე არ უთქვამთ თქვენთვის?! ნუთუ არ გამოგიყენებიათ გაგების უნარი დედამიწის დაფუძნებიდან?!+ 22  ის მკვიდრობს დედამიწის წრეზე,+ რომლის მკვიდრნიც კუტკალიას ჰგვანან. ის მსუბუქი ქსოვილივით ჭიმავს ზეცას, საცხოვრებელი კარავივით შლის მას.+ 23  ის არარაობად აქცევს უმაღლეს მოხელეებს, არაფრად აქცევს დედამიწის მოსამართლეებს.+ 24  თითქმის არ დარგულან, თითქმის არ დათესილან, მათმა ჯირკვმა თითქმის ვერ გაიდგა ფესვი მიწაში.+ ერთ შებერვაზე ხმებიან.+ ნამჯასავით წაიღებს მათ ქარიშხალი.+ 25  „ვის შემადარებთ და ვის გამიტოლებთ?! — ამბობს წმინდა.+ 26  მაღლა აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი?+ მან, ვისაც თავისი სათვალავით გამოჰყავს მათი ლაშქარი, სახელით მოუხმობს თითოეულ მათგანს.+ მისი დიდი ძლიერებისა+ და ძლევამოსილების გამო არც ერთი მათგანი არ აკლდება მას. 27  რატომ ამბობ, იაკობ, და რატომ ლაპარაკობ, ისრაელო, ჩემი გზა დაფარულიაო იეჰოვასგან+ და ჩემთვის სამართლის გაჩენა მხედველობიდან რჩებაო ჩემს ღმერთს?+ 28  ნუთუ არ იცი ან ნუთუ არ გსმენია?!+ მარადიული ღმერთია იეჰოვა — დედამიწის კიდეების შემოქმედი.+ არ იღლება და არ იქანცება.+ ჩაუწვდომელია მისი გაგების უნარი.+ 29  ის ძალას აძლევს დაღლილს+ და ძალ-ღონით+ ავსებს ძალაგამოცლილს. 30  ყმაწვილები დაიღლებიან და დაიქანცებიან, ჭაბუკები წაიბორძიკებენ, 31  იეჰოვაზე მინდობილები+ კი ძალას განიახლებენ.+ არწივივით გაშლიან ფრთებს.+ ირბენენ და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან“.+

სქოლიოები

იხილეთ 16:5-ის სქოლიო.