წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 4:1—6

4  იმ დღეს შვიდი ქალი ხელს წაავლებს ერთ კაცს+ და ეტყვის: „ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენს მოსასხამებს მოვისხამთ, ოღონდ შენი სახელით ვიწოდებოდეთ, რომ სირცხვილი ჩამოგვშორდეს“.+  იმ დღეს რასაც იეჰოვა აღმოაცენებს,+ მშვენებად და დიდებად იქცევა;+ მიწის ნაყოფი საამაყო გახდება+ და მშვენიერი იქნება გადარჩენილი ისრაელებისთვის.+  სიონში დარჩენილები და იერუსალიმში შემორჩენილები წმინდები იქნებიან მის თვალში,+ ყველა, ვინც სიცოცხლისთვის არის ჩაწერილი იერუსალიმში.+  როცა იეჰოვა განავალს ჩამორეცხავს სიონის ასულებს+ და სისხლის ღვრას+ გადარეცხავს+ იერუსალიმიდან გასამართლების სულითა და გადაბუგვის სულით,+  სიონის+ მთის ყოველ დადგენილ ადგილზე და შეკრების ადგილზე გააჩენს იეჰოვა დღისით ღრუბელსა და კვამლს, ღამით+ კი — აბრიალებული ცეცხლის სინათლეს,+ რადგან თავშესაფარი ექნება ყველა დიდებას.+  იქნება იქ საჩრდილობელი დღის პაპანაქებისგან დასაცავად,+ თავშესაფრად და საფრად ქარიშხალსა და წვიმაში.+

სქოლიოები