წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 38:1—22

38  იმ დროს სასიკვდილოდ დაავადდა ხიზკია.+ შევიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია,+ ამოცის ძე, და უთხრა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „დაარიგე შენი სახლეულობა,+ რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ“».+  მაშინ კედლისკენ იბრუნა პირი ხიზკიამ+ და ლოცვით მიმართა იეჰოვას:+  „გევედრები, იეჰოვა, გაიხსენე,+ როგორ დავდიოდი+ შენ წინაშე ჭეშმარიტებითა+ და მთელი გულით,+ და კარგს რომ ვაკეთებდი შენს თვალში“. და მწარედ ატირდა ხიზკია.+  იეჰოვას სიტყვა+ გამოეცხადა ესაიას:  «წადი და უთხარი ხიზკიას, ასე ამბობს-თქო იეჰოვა, შენი წინაპრის,+ დავითის ღმერთი: „შევისმინე შენი ლოცვა,+ დავინახე შენი ცრემლები;+ აი თხუთმეტ წელიწადს დავუმატებ შენს დღეებს;+  დაგიხსნით ასურეთის მეფის ხელიდან შენცა და ამ ქალაქსაც, დავიცავ ამ ქალაქს.+  ეს იქნება ნიშანი შენთვის იეჰოვასაგან, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის ნათქვამ სიტყვებს:+  აი, ახაზის კიბის საფეხურებზე დაფენილ მზის+ ჩრდილს ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან“».+ და მზე ნელ-ნელა დაბრუნდა უკან იმ ათ საფეხურზე, რომლებიც უკვე ჩავლილი ჰქონდა.+  აი რა დაწერა ხიზკიამ, იუდას მეფემ, როცა დაავადდა+ და გამოჯანმრთელდა.+ 10  ვთქვი: „სამარის კარიბჭეებში+ შევალ ჩემი სიცოცხლის შუაგზიდან. წამერთმევა დარჩენილი+ წლები“. 11  ვამბობ: „ვეღარ ვიხილავ იაჰს*, იაჰს ცოცხალთა ქვეყანაში.+ ვეღარ დავინახავ ადამიანთა მოდგმას სიკვდილის ქვეყნის მკვიდრთა შორის. 12  აიყარა ჩემი სამკვიდრო და გამეცალა+ მწყემსის კარავივით. ფეიქარივით ვახვევ ჩემს სიცოცხლეს. გადამჭრეს+ ქსელის ძაფებივით. დილიდან დაღამებამდე ცუდ დღეში მაგდებ.+ 13  დილამდე ვიმშვიდებ თავს.+ ის ლომივით მიმტვრევს ძვლებს.+ დილიდან დაღამებამდე ცუდ დღეში მაგდებ.+ 14  ნამგალასავით ვჭიკჭიკებ, შაშვივით ვგალობ,+ მტრედივით ვღუღუნებ.+ ჩემი თვალებით ნაღვლიანად შევყურებ სიმაღლეს:+ იეჰოვა, დაჩაგრული ვარ, მხარში ამომიდექი!+ 15  რას ვილაპარაკებ და რას მეტყვის ის?+ მან იმოქმედა.+ მთელი ჩემი წლების განმავლობაში ჩუმად დავდივარ სულგამწარებული.+ 16  იეჰოვა, შენით ცოცხლობს ხალხი; როგორც ყველას, მეც შენით მაქვს სასიცოცხლო ძალა.+ შენ გამომაჯანმრთელებ და სიცოცხლეს შემინარჩუნებ.+ 17  აი, მშვიდობის ნაცვლად სიმწარე მქონდა, სიმწარე.+ შენ შეგიყვარა ჩემმა სულმა და შენ იცავდი მას ხრწნილების საფლავიდან*.+ ზურგს უკან მოისროლე ყველა ჩემი ცოდვა.+ 18  ვერ შეგასხამს ხოტბას სამარე,+ ვერ განგადიდებს სიკვდილი.+ საფლავში ჩამავალი ხალხი იმედიანად ვერ შეხედავს შენს ჭეშმარიტებას.+ 19  ცოცხალს, ცოცხალს შეუძლია ხოტბა შეგასხას,+ როგორც მე შემიძლია დღეს.+ მამას შეუძლია ასწავლოს+ თავის ვაჟებს შენი ჭეშმარიტება. 20  იეჰოვა, მიხსენი,+ და დავუკრავთ ჩემს ჰანგებს სიმებიან საკრავებზე+ მთელი ჩვენი სიცოცხლის დღეების განმავლობაში, იეჰოვას სახლში“.+ 21  თქვა ესაიამ: „აიღონ ლეღვის ჩირის კვერი და დაადონ წყლულზე,+ რომ მოურჩეს“.+ 22  ხიზკიამ თქვა: „რა იქნება იმის ნიშანი, რომ ავალ იეჰოვას სახლში?“+

სქოლიოები

იხილეთ 12:2-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — ორმოდან.