არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 36:1—22

36  მეფე ხიზკიას მეფობის მეთოთხმეტე წელს სინახერიბი,+ ასურეთის მეფე,+ მიადგა იუდას გამაგრებულ ქალაქებს და დაიპყრო ისინი.+  ასურეთის მეფემ ლაქიშიდან+ იერუსალიმში+ მეფე ხიზკიასთან გაგზავნა რაბშაკე*+ დიდი ჯარით. ის გაჩერდა ზემო წყალსატევის+ არხთან,+ მრეცხავის მინდვრისკენ მიმავალ გზაზე.+  გამოვიდნენ მასთან მეფის სახლთუხუცესი ელიაკიმი,+ ხილკიას ძე, მწერალი შებნა+ და მემატიანე+ იოახი,+ ასაფის ძე.+  უთხრა მათ რაბშაკემ: «გადაეცით ხიზკიას: აი რას გითვლის დიდი მეფე,+ ასურეთის მეფე:+ „რისი იმედი გაქვს?!+  შენ ამბობ, ბრძოლისთვის გეგმაც მაქვს და ძალაცო (მაგრამ ეს მხოლოდ ბაგით ნათქვამი სიტყვებია).+ ვისი იმედი გაქვს, რომ მეურჩები?!+  აი, ეგვიპტის,+ ამ გადატეხილი ლერწმის+ მხარდაჭერის იმედი გაქვს. მას თუ დაეყრდნო კაცი, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი,+ ეგვიპტის მეფე, ყველასთვის, ვინც მასზეა დაიმედებული.+  თუ იმას მეტყვი, იეჰოვას, ჩვენი ღვთის იმედი გვაქვსო, განა ეს ის ღმერთი არ არის, რომლის მაღლობებიცა+ და სამსხვერპლოებიც მოაშორა ხიზკიამ,+ და იუდასა და იერუსალიმს უთხრა, ამ სამსხვერპლოსთან უნდა სცეთო თაყვანი?!“+  ახლა, მოდი, დაუზავდი+ ჩემს ბატონს, ასურეთის მეფეს.+ ორი ათას ცხენს მოგცემ და ვნახოთ, თუ შეძლებ მათთვის მხედრების პოვნას.+  შეძლებ კი უკან გააბრუნო თუნდაც ერთი მმართველი, ჩემი ბატონის უმცირესი მსახურთაგანი,+ როცა თავად შენ ეგვიპტის ეტლებისა და მხედრების იმედი გაქვს?!+ 10  განა იეჰოვას ნებართვის გარეშე გავილაშქრე ამ ქვეყნის წინააღმდეგ მის მოსასპობად?! თვით იეჰოვამ მითხრა:+ გაილაშქრე ამ ქვეყნის წინააღმდეგ და მოსპეო იგი».+ 11  ამაზე ელიაკიმმა,+ შებნამ+ და იოახმა+ რაბშაკეს+ სთხოვეს: „სირიულად ელაპარაკე შენს მსახურებს,+ რადგან გვესმის. ნუ დაგველაპარაკები იუდეველთა ენაზე+ გალავანზე მყოფი ხალხის გასაგონად“.+ 12  რაბშაკემ მიუგო: „განა მარტო თქვენთან და თქვენს ბატონთან გამომგზავნა ჩემმა ბატონმა ამ სიტყვების სათქმელად?! განა გალავანზე მყოფ ხალხთანაც არ გამომგზავნა, თქვენთან ერთად რომ ჭამონ თავიანთი განავალი და სვან თავიანთი შარდი?!“+ 13  იდგა რაბშაკე,+ ხმამაღლა გაჰყვიროდა იუდეველთა ენაზე+ და ამბობდა: «ისმინეთ დიდი მეფის, ასურეთის მეფის სიტყვები!+ 14  აი რას ამბობს მეფე: „თავს ნუ მოატყუებინებთ ხიზკიას,+ რადგან ვერ გიხსნით ის.+ 15  ნუ დაგაიმედებთ ხიზკია იეჰოვათი,+ უეჭველად გვიხსნის იეჰოვა+ და ეს ქალაქი ასურეთის მეფის ხელში არ ჩავარდებაო.+ 16  ნუ მოუსმენთ ხიზკიას, რადგან აი რას ამბობს ასურეთის მეფე: დამნებდით,+ გადმოდით ჩემ მხარეს და ყოველი თქვენგანი თავისი ვაზისა და ლეღვის ნაყოფს+ შეჭამს, თავისი ჭის წყალს დალევს,+ 17  სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში,+ მარცვლეულისა და ახალი ღვინის ქვეყანაში, პურისა და ვენახების ქვეყანაში. 18  არ გაცდუნოთ ხიზკიამ,+ იეჰოვა გვიხსნისო. განა იხსნეს სხვა ხალხების ღმერთებმა თავიანთი ქვეყნები ასურეთის მეფის ხელიდან?!+ 19  სად არიან ხამათისა+ და არფადის ღმერთები?!+ სად არიან სეფარვაიმის ღმერთები?!+ განა იხსნეს მათ სამარია ჩემი ხელიდან?!+ 20  ამ ქვეყნების ღმერთებიდან რომელმა იხსნა მათი ქვეყანა ჩემი ხელიდან,+ იეჰოვამ რომ იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?!“»+ 21  ისინი კი დუმდნენ და არაფერს პასუხობდნენ,+ რადგან მეფეს ნაბრძანები ჰქონდა, პასუხს ნუ გასცემთო.+ 22  მივიდნენ ხიზკიასთან მეფის სახლთუხუცესი+ ელიაკიმი,+ ხილკიას ძე, მწერალი შებნა+ და მემატიანე იოახი,+ ასაფის ძე, შემოხეული ტანსაცმლით+ და მოახსენეს რაბშაკეს+ სიტყვები.

სქოლიოები

მაღალი წოდების სახელმწიფო მოხელის ტიტული.