წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 34:1—17

34  ახლოს მოდით, ხალხებო, რომ მოისმინოთ,+ და ყურადღებით იყავით, ერებო!+ ისმინოს დედამიწამ და ყველაფერმა, რაც მასზეა,+ მიწამ+ და ყველამ, მასზე მცხოვრებმა!+  იეჰოვა გამწყრალია ყველა ხალხზე+ და განრისხებულია მთელ მათ ლაშქარზე.+ გაანადგურებს მათ; დასახოცად გაწირავს.+  მათგან მოკლულები გადაიყრებიან; მათი გვამები აყროლდება,+ მთები დადნება მათი სისხლისგან.+  დალპება ყველა, ვინც ცის ლაშქარშია.+ ცა გრაგნილივით დაიხვევა+ და მისი ლაშქარი ვაზის ფოთლებივით და ხიდან ჩამოცვენილი ლეღვივით დაჭკნება.+  „სისხლში ამოისვრება ჩემი მახვილი ცაში.+ აი, ედომზე დაეშვება+ იგი, ხალხზე, რომელსაც სამართლიანად გავანადგურებ.+  იეჰოვას აქვს მახვილი. სისხლში ამოისვრება+ იგი; ქონით გაიპოხება, მამალი ბატკნებისა და ვაცების სისხლით, ვერძების თირკმელების ქონით,+ რადგან იეჰოვას მსხვერპლშეწირვა აქვს ბოცრაში და დიდი ხოცვა-ჟლეტა — ედომის მიწაზე.+  მათთან ერთად მოვლენ გარეული ხარები+ და მოზვრები ძლიერ ხარებთან ერთად.+ მათი მიწა სისხლით გაიჟღინთება, მათი მტვერი ქონით გაიპოხება“.+  შურისძიების დღე აქვს იეჰოვას,+ საზღაურის მიგების წელიწადი სიონის სასამართლო საქმის გამო.+  მისი მდინარეები კუპრად იქცევა, მისი მტვერი — გოგირდად, მისი მიწა — მოგიზგიზე კუპრად;+ 10  არ ჩაქრება დღედაღამ, მარადიულად ავა მისი კვამლი.+ გადამწვარი იქნება თაობიდან თაობაში.+ არავინ გაივლის იქ სამარადისოდ.+ 11  ვარხვი და მაჩვზღარბა დაეუფლებიან მას, ბუკიოტები და ყორნები დაიბუდებენ იქ.+ ის გადაჭიმავს მასზე სიცარიელის ლარს+ და გაპარტახების შვეულს. 12  მისი წარჩინებულებიდან არავინ არის, რომ გაამეფონ; არარაობად იქცევიან მისი მთავრები.+ 13  მის საცხოვრებელ კოშკებში ეკლები ამოვა, მის ციხესიმაგრეებში — ჭინჭარი და ეკლიანი სარეველა.+ ტურების საცხოვრებლად+ და სირაქლემების ეზოდ იქცევა.+ 14  უწყლო მხარის ბინადარნი ღრიალა ცხოველებს შეხვდებიან, თხისმაგვარი დემონები*+ ერთიმეორეს დაუძახებენ. იქ დაისვენებს უფეხურა* და მოსასვენებელ ადგილს იპოვის.+ 15  ბუდე გაიკეთა სწრაფმა გველმა და კვერცხები დადო. დაჩეკს მათ და მის ჩრდილქვეშ მოაგროვებს. იქ შეიკრიბებიან ძერები,+ თითოეული თავის წყვილთან ერთად. 16  თავად მოძებნეთ იეჰოვას წიგნში+ და ხმამაღლა წაიკითხეთ: არც ერთი არ დააკლდება მათ.+ ყველას თავისი წყვილი ეყოლება, რადგან იეჰოვას ბაგემ გასცა ბრძანება+ და მისი სული შეაგროვებს მათ.+ 17  მან უყარა მათ წილი და მისმა ხელმა გამოყო მათთვის ადგილი ლარით.+ სამარადისოდ დაეუფლებიან მას; იქ დამკვიდრდებიან თაობიდან თაობაში.

სქოლიოები

იხილეთ 13:21-ის სქოლიო.
ღამის ფრინველი.