არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 33:1—24

33  ვაი შენ, მძარცველო, თავად რომ არ გაძარცვულხარ, და ვერაგო, ვერაგულად რომ არავინ მოგქცევია!+ როგორც კი დაასრულებ ძარცვას, თავადაც გაიძარცვები.+ როგორც კი დაასრულებ ვერაგულად მოქცევას, შენც ვერაგულად მოგექცევიან.+  იეჰოვა, წყალობა გვიყავი!+ შენზე ვამყარებთ იმედს.+ ჩვენი მკლავი+ იყავი ყოველ დილით,+ ჩვენი ხსნა — გასაჭირის დროს.+  გაიქცნენ ხალხები აურზაურის ხმაზე.+ შენ წამოიმართე და გაიფანტნენ ერები.+  თქვენი ნაძარცვი+ ტარაკნებივით შეგროვდება, მას თავს დაესხმიან ისე, როგორც კალიების გუნდი ესხმის ადამიანს.+  ამაღლებული იქნება იეჰოვა,+ რადგან სიმაღლეში მკვიდრობს.+ ის აავსებს სიონს სამართლიანობითა და სიმართლით.+  შენი დროების საიმედოობა ხსნის სიმდიდრე+ იქნება — სიბრძნე და ცოდნა,+ იეჰოვას შიში,+ რაც მისი საგანძურია.  აი, მათი გმირები ქუჩაში ყვირიან; მწარედ იტირებენ მშვიდობის მაცნეები.+  გაპარტახდა გზები;+ აღარავინ დადის ბილიკზე.+ მან დაარღვია შეთანხმება,+ შეიჯავრა ქალაქები,+ არაფრად ჩააგდო მოკვდავი კაცი.+  გლოვობს ქვეყანა, გადახმა იგი.+ შერცხვა და დალპა ლიბანი;+ უკაცრიელ ველად იქცა შარონი;+ ბაშანსა და ქარმელს ფოთლები სცვივათ.+ 10  «ახლა აღვდგები,+ — ამბობს იეჰოვა, — ახლა განვდიდდები,+ ახლა ავმაღლდები.+ 11  თივა ჩაგესახათ,+ ნამჯას გააჩენთ. ცეცხლივით+ შეგჭამთ თქვენივე სული.+ 12  კირის ნამწვს დაემსგავსებიან ხალხები; გაკაფული ეკლებივით მოეკიდებათ ცეცხლი.+ 13  მოისმინეთ, შორს მყოფნო, რას გავაკეთებ!+ იცოდეთ, ახლოს მყოფნო, ჩემი ძლევამოსილება!+ 14  შიშმა შეიპყრო ცოდვილები სიონში,+ აკანკალდნენ განდგომილები:+ „რომელი ჩვენგანი იცხოვრებს შთამნთქმელ ცეცხლთან,+ თუნდაც ცოტა ხანს? რომელი ჩვენგანი იცხოვრებს ხანგრძლივ ხანძართან,+ თუნდაც ცოტა ხანს?“ 15  არის ის, ვინც მუდმივად სიმართლით დადის+ და სიმართლეს ლაპარაკობს,+ ვინც უარს ამბობს თაღლითების მონახვეჭზე,+ ვინც ხელებს ასავსავებს ქრთამზე,+ ვინც ყურს იხშობს, რომ არ მოისმინოს სისხლის ღვრის შესახებ, ვინც თვალებს ხუჭავს, რომ არ შეხედოს ბოროტებას.+ 16  ის დამკვიდრდება სიმაღლეებში;+ მიუვალი კლდოვანი თავშესაფარი ექნება მაღლობზე.+ თავისივე პური მიეცემა მას.+ წყლის მარაგი არ გაუთავდება».+ 17  შენი თვალები იხილავს მეფეს თავისი მშვენებით,+ იხილავს შორეულ ქვეყანას.+ 18  ჩუმად იტყვი გულში+ საშინელ რამეზე: „სად არის მწიგნობარი? სად არის გადამხდელი?+ სად არის კოშკების დამთვლელი?“+ 19  არ იხილავ თავხედ ხალხს, გაურკვევლად, გაუგებარი ენით მოლაპარაკეს.+ 20  იხილე სიონი,+ ჩვენი დღესასწაულების ქალაქი!+ შენი თვალები იხილავს იერუსალიმს, მყუდრო საცხოვრებელს, კარავს, რომელსაც არავინ აშლის.+ არასოდეს ამოაძრობენ ამ კარვის პალოებს და არ გაწყდება მისი თოკები.+ 21  იმ ადგილზე დიდებული ღმერთი,+ იეჰოვა დაგვიცავს მდინარეებივით+ და განიერი არხებივით. არ გაივლიან მათზე ნიჩბებიანი ხომალდები და საუცხოო გემები არ გადაკვეთენ მათ. 22  იეჰოვაა ჩვენი მოსამართლე,+ იეჰოვაა ჩვენთვის წესების დამდგენი,+ იეჰოვაა ჩვენი მეფე;+ ის გვიხსნის.+ 23  მოეშვება შენი თოკები, ვეღარ დაიჭერს ანძას; ვერ გაშლიან ისინი იალქანს. იმ დროს განაწილდება უხვი ნაძარცვი, ბევრს დაიტაცებენ კოჭლები.+ 24  არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო.+ იმ მიწის მკვიდრთ ეპატიებათ დანაშაული.+

სქოლიოები