არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 32:1—20

32  აი, სიმართლისთვის+ იმეფებს მეფე+ და სამართლიანობისთვის იმმართველებენ მთავრები.+  თითოეული მათგანი იქნება როგორც თავშესაფარი ქარში, საფარი ქარიშხალში,+ როგორც წყლის ნაკადულები უწყლო ქვეყანაში,+ როგორც დიდი კლდის ჩრდილი გამოფიტულ მიწაზე.+  მხედველთა თვალები ერთმანეთს არ შეეწებება, მსმენელთა ყურები ყურადღებით მოისმენს.+  მოჩქარეთა გული ჩაუკვირდება ცოდნას,+ ენაბლუთა ენა სწრაფად და გამართულად ილაპარაკებს.+  უგუნურს ხელგაშლილი აღარ დაერქმევა, უზნეო კაცს აღარ უწოდებენ წარჩინებულს,+  ვინაიდან უგუნური უგუნურებას+ ილაპარაკებს, მისი გული სიავეს განიზრახავს,+ რათა განდგომილებით+ იმოქმედოს და იეჰოვას წინააღმდეგ თავხედურად ილაპარაკოს, რათა ცარიელი დატოვოს მშიერის სული+ და სასმლის გარეშე დატოვოს მწყურვალი.  უზნეო კაცი ბოროტ ხერხებს მიმართავს.+ ის სხვებს თავაშვებულობისკენ+ უბიძგებს, რათა ცრუ სიტყვებით+ დაღუპოს დაჩაგრულები, თუნდაც სიმართლეს ლაპარაკობდეს ღარიბი.  ხელგაშლილი კი სხვებს ხელგაშლილობისკენ უბიძგებს და ხელგაშლილობის მხარდასაჭერად აღსდგება.+  „ადექით, უდარდელო ქალებო, უსმინეთ ჩემს ხმას!+ უზრუნველო ასულებო, ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს! 10  ერთ წელიწადსა და სულ რამდენიმე დღეში შეშფოთდებით,+ უზრუნველებო, რადგან დასრულდება რთველი, ნაყოფი კი ვერ შეგროვდება.+ 11  აკანკალდით, უდარდელო ქალებო! შეშფოთდით, უზრუნველებო! გაიხადეთ და გაშიშვლდით, ჯვალო შემოირტყით თეძოებზე!+ 12  მწუხარებისგან მკერდში იცემდეთ ხელს+ სასურველი მინდვრებისა+ და ნაყოფიერი ვაზის გამო! 13  ჩემი ხალხის მიწა ეკლებით, ეკლიანი ბუჩქებით+ დაიფარება და მოედება ისინი ყველა სახლს, სადაც ერთ დროს სიხარული სუფევდა, მოედება უზომოდ გახარებულ ქალაქს.+ 14  მიგდებულია+ საცხოვრებელი კოშკი, აღარ გაისმის ქალაქში ხმაური; ტრამალად იქცა ოფელი+ და საგუშაგო კოშკი, ზებრების სიხარულად და ფარების საძოვრად იქცა სამარადისოდ. 15  ასე იქნება, სანამ მაღლიდან არ გადმოიღვრება ჩვენზე სული,+ უდაბნო ხილნარად არ იქცევა და ხილნარი ნამდვილ ტყედ არ ჩაითვლება.+ 16  უდაბნოში სამართლიანობა დამკვიდრდება და ხილნარში სიმართლე იცხოვრებს.+ 17  მშვიდობას მოიტანს ჭეშმარიტი სიმართლე.+ სიმშვიდე და უსაფრთხოება იქნება ჭეშმარიტი სიმართლის ნაყოფი სამარადისოდ.+ 18  ჩემი ხალხი მშვიდობიან სამყოფელში, უსაფრთხო სამკვიდრებელში და მყუდრო მოსასვენებელ ადგილას იცხოვრებს.+ 19  სეტყვა წამოვა, ტყე მიწასთან გასწორდება+ და ქალაქი ძლიერ დამცირდება.+ 20  ბედნიერნი ხართ, თესლს რომ წყლის პირას თესავთ+ და ხარსა და ვირს ნებაზე უშვებთ“.+

სქოლიოები