წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 3:1—26

3  აი, ჭეშმარიტი უფალი,+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა მხარდაჭერასა და საყრდენს ართმევს იერუსალიმსა+ და იუდას, პურისა და წყლის მთელ მარაგს,+  ძლიერ მამაკაცსა და მებრძოლს, მოსამართლესა+ და წინასწარმეტყველს, მკითხავსა და უხუცესს,+  ორმოცდაათისთავსა+ და ღრმად პატივცემულ კაცს, მრჩეველს, გაწაფულ ჯადოქარსა და დახელოვნებულ მომნუსხველს.+  ყმაწვილებს დავუყენებ მთავრებად და თვითნებურად იმმართველებენ მათზე.+  ხალხი ულმობლად მოეპყრობა ერთიმეორეს, თითოეული — თავის მოძმეს.+ ყმაწვილი თავხედურად მოექცევა მოხუცებულს,+ ათვალწუნებული — პატივსაცემს.+  თითოეული დაიჭერს თავის ძმას მამამისის სახლში და ეტყვის: „შენ გაქვს მოსასხამი და შენ უნდა გახდე ჩვენი მბრძანებელი,+ შენს ხელთ იყოს ეს ნანგრევები“.  იმ დღეს ხმას აიმაღლებს ის და მიუგებს: „მე არ გავხდები ჭრილობის მკურნალი. სახლში არც პური მაქვს და არც მოსასხამი. არ დამაყენოთ ხალხის მბრძანებლად“.  წაბორძიკდა იერუსალიმი და დაეცა იუდა,+ რადგან იეჰოვას წინააღმდეგ არის მიმართული მათი ენა+ და საქმე, ურჩობენ მის დიდებულ თვალთა წინაშე.+  მათი სახის გამომეტყველება მათივე წინააღმდეგ მოწმობს,+ ლაპარაკობენ თავიანთ ცოდვაზე, რომელიც სოდომის ცოდვას ჰგავს.+ არ მალავენ ამას. ვაი მათ სულს! უბედურება დაიტეხეს თავს.+ 10  თქვით, რომ მართალს ხელი მოემართება,+ რადგან თავის საქმეთა ნაყოფს შეჭამს.+ 11  ვაი ბოროტს! უბედურება მას, რადგან თავისი ხელის ნამოქმედარისამებრ მიეზღვება!+ 12  სასტიკად ექცევიან ჩემს ხალხს სამუშაოს გამნაწილებლები და ქალები ბატონობენ მათზე.+ ჩემო ხალხო, შენი წინამძღოლები გახეტიალებენ,+ გზა-კვალს გირევენ.+ 13  დგება იეჰოვა საკამათოდ და ხალხებისთვის განაჩენის გამოსატანად.+ 14  იეჰოვა გაასამართლებს თავისი ხალხის უხუცესებსა და მთავრებს.+ „თქვენ გადაწვით ვენახი. იმას, რაც საწყალს ძარცვით წაართვით, სახლებში ინახავთ.+ 15  რატომ ჩაგრავთ ჩემს ხალხს და ავიწროებთ საწყლებს?“+ — ამბობს უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. 16  იეჰოვა ამბობს: «რაკი გაამპარტავნდნენ სიონის ასულები, ყელმოღერებულები დადიან, გამომწვევად იყურებიან, მსუბუქად დააბიჯებენ და სიარულისას ფეხსამკაულებს აჟღარუნებენ,+ 17  იეჰოვა ფუფხით დაუფარავს თხემს სიონის ასულებს+ და იეჰოვა შუბლს გაუშიშვლებს მათ.+ 18  იმ დღეს წაართმევს იეჰოვა მათ მშვენებას: ფეხსამკაულებს, თავსაკრავებს, მთვარისებურ სამკაულებს,+ 19  საყურეებს, სამაჯურებს, რიდეებს,+ 20  თავსაბურავებს, საკოჭე ძეწკვებს, სარტყლებს,+ „სულის სახლებს*“, მოჩუქურთმებულ ავგაროზებს,+ 21  ბეჭდებსა და ცხვირის რგოლებს,+ 22  საზეიმო სამოსელს, მოსასხამზე შემოსაცმელებს, მოსასხამებს, ქისებს, 23  პატარა სარკეებს,+ საცვლებს, თავსაფრებსა+ და მანდილებს.+ 24  და იქნება ბალზამის+ სუნის ნაცვლად შმორის სუნი, სარტყლის ნაცვლად — თოკი, ლამაზი ვარცხნილობის ნაცვლად — სიქაჩლე,+ მდიდრული ტანსაცმლის ნაცვლად — ჯვალოთი შემოსვა,+ სილამაზის ნაცვლად — დაღი.+ 25  მახვილით დაეცემიან შენი კაცები და ომში — შენი ძლევამოსილები.+ 26  მისი შესასვლელები იგლოვებენ+ და დამწუხრდებიან, ის გამოცარიელდება; მიწაზე დაჯდება».+

სქოლიოები

შესაძლოა პატარა კოლოფები სურნელებისთვის.