წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 27:1—13

27  იმ დღეს იეჰოვა+ თავისი მაგარი, დიდი და ძლიერი მახვილით+ განიკითხავს ლევიათანს+ — მოსრიალე გველს,+ ლევიათანს — დაკლაკნილ გველს, და მოკლავს ზღვის ურჩხულს,+ რომელიც ზღვაშია.  იმ დღეს უმღერეთ მას:+ „შუშხუნა ღვინის ვენახო!+  მე, იეჰოვა, ვიცავ მას.+ ყოველთვის მოვრწყავ მას.+ დღედაღამ დავიცავ მას, რათა არავინ დააზიანოს.+  არა ვარ განრისხებული.+ ვინ მომცემს ეკლიან ბუჩქებსა+ და სარეველას ბრძოლაში? გადავთელავ და ცეცხლში დავწვავ მათ ერთბაშად.+  თუ არადა მოეჭიდოს ჩემს ციხესიმაგრეს და მშვიდობა იქონიოს ჩემთან; მშვიდობა იქონიოს ჩემთან“.+  იმ დროს ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიფურჩქნება და აყვავდება ისრაელი;+ ნაყოფით აავსებენ ისინი მიწის პირს.+  განა უნდა ურტყამდნენ მას ისე, როგორც ურტყამენ?! განა უნდა მოკლან ის ისე, როგორც მისი დახოცილები მოკლეს?!+  თავზარდამცემი შეძახილით შეედავები მას და გაუშვებ. ის ძლიერად დაჰბერავს და განდევნის მას აღმოსავლეთის ქარის დღეს.+  ასე მიეტევება იაკობს დანაშაული+ და ეს იქნება მისი ცოდვისგან გათავისუფლების ნაყოფი:+ კირქვასავით დაფშვნის სამსხვერპლოს ყველა ქვას და აღარ აღიმართება წმინდა ბოძები+ და სასაკმევლეები.+ 10  მარტო დარჩება გამაგრებული ქალაქი, მიტოვებული იქნება საძოვარი, უდაბნოსავით იქნება მიგდებული.+ იქ მოძოვს და დაისვენებს ხბო; შთანთქავს იგი მის ტოტებს.+ 11  როცა გახმება მისი ტოტები, მოვლენ ქალები, მოტეხავენ მათ და ააგიზგიზებენ.+ შეუგნებელია ეს ხალხი,+ ამიტომ არ შეიბრალებს მას მისი შემოქმედი და წყალობას არ უყოფს მისი შემქმნელი.+ 12  იმ დღეს იეჰოვა ჩამობერტყავს ნაყოფს+ მდინარის*+ ნაკადიდან ეგვიპტის ხევამდე,+ და ერთი მეორეზე მიყოლებით აიკრიფებით,+ ისრაელის ძეებო. 13  იმ დღეს ჩაჰბერავენ დიდ საყვირს+ და ისინი, ვინც ასურეთის მიწაზე+ იღუპებიან და ვინც ეგვიპტის მიწაზე+ არიან გაფანტულები, მოვლენ და მდაბლად+ თაყვანს სცემენ იეჰოვას მის წმინდა მთაზე იერუსალიმში.+

სქოლიოები

ანუ ევფრატის.