წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 24:1—23

24  აი, იეჰოვა აცარიელებს ქვეყანას და აოხრებს მას;+ ამახინჯებს მის ზედაპირს+ და ფანტავს მის მკვიდრებს.+  ერთი და იგივე დაემართება ხალხსაც და მღვდელსაც, მსახურსაც და მის ბატონსაც, მოახლესაც და მის ქალბატონსაც, მყიდველსაც და გამყიდველსაც, მევალესაც და მოვალესაც, სარგებლის ამღებსაც და სარგებლის გადამხდელსაც.+  უეჭველად დაცარიელდება და გაიძარცვება ქვეყანა,+ რადგან იეჰოვა ამბობს ამ სიტყვას.+  გლოვობს ქვეყანა,+ გახრიოკდა. ნაყოფიერი მიწა გადახმა, გახრიოკდა. ამ ქვეყნის ხალხის დიდებულები დაუძლურდნენ.+  წაიბილწა ქვეყანა მის მკვიდრთა გამო,+ რადგან მათ გვერდი აუარეს კანონებს,+ შეცვალეს წესები+ და დაარღვიეს მარადიული შეთანხმება.+  ამიტომაც წყევლამ შთანთქა ქვეყანა+ და მისი მკვიდრნი დამნაშავედ ითვლებიან. ამიტომაც რიცხობრივად შემცირდნენ ქვეყნის მკვიდრნი და ცოტანიღა დარჩნენ მოკვდავი ადამიანები.+  გლოვობს ახალი ღვინო, გახმა ვაზი,+ ოხრავენ გულმხიარულნი.+  შეწყდა დაირის მხიარულება, უზომოდ გახარებულთა ხმა და ქნარის მხიარულება.+  სიმღერის გარეშე სვამენ ღვინოს. უმწარდებათ მათრობელი სასმელი მის მსმელებს. 10  დაინგრა მიტოვებული ქალაქი,+ ყველა სახლის შესასვლელი ჩაიკეტა. 11  ქუჩებში გაჰყვირიან, რადგან ღვინო აკლიათ; დასრულდა მთელი მხიარულება. სიხარული გაქრა ქვეყნიდან.+ 12  გამაოგნებელ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქალაქი. ნანგრევებად იქცა კარიბჭე.+ 13  ეს მოხდება ქვეყნის შუაგულში, ხალხთა შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვისას,+ როგორც რთვლის შემდეგ მომცვრევისას.+ 14  ხმას აიმაღლებენ ისინი, სიხარულით შესძახებენ. იეჰოვას აღმატებულობის გამო იყიჟინებენ ზღვიდან.+ 15  სინათლის მხარეში*+ განადიდებენ იეჰოვას+ და ზღვის კუნძულებზე — ისრაელის ღვთის, იეჰოვას სახელს.+ 16  ქვეყნის კიდიდან მოვისმინეთ სიმღერა:+ „მშვენება მართალს*!“+ მე კი ვთქვი: „დავუძლურდი,+ დავუძლურდი! ვაიმე! ვერაგი ვერაგულად იქცევა.+ ვერაგულად იქცევიან ვერაგნი“.+ 17  შიში, ორმო და ხაფანგია შენ წინ, ქვეყნის მკვიდრო.+ 18  ყველა, ვინც შიშის ხმას გაექცევა, ორმოში ჩავარდება, და ვინც ორმოდან ამოვა, ხაფანგში გაებმება.+ მაღლა გაიხსნება კარიბჭეები+ და მიწის საფუძვლები შეირყევა.+ 19  ქვეყანა გაიპო, ქვეყანა შეირყა, ქვეყანა შეიძრა.+ 20  ქვეყანა მთვრალი კაცივით ბარბაცებს, საყარაულო ქოხივით ირყევა.+ მძიმედ დააწვა ცოდვა,+ ისე დაეცემა, რომ ვეღარ ადგება.+ 21  იმ დღეს იეჰოვა განიკითხავს სიმაღლის ლაშქარს სიმაღლეში და მიწის მეფეებს მიწაზე.+ 22  მოგროვდებიან ისინი, როგორც პატიმრები ორმოში,+ და დაიმწყვდევიან დილეგში.+ მრავალი დღის შემდეგ მიაქცევენ მათ ყურადღებას.+ 23  დამცირდა სავსე მთვარე და შერცხვა კაშკაშა მზე,+ რადგან ლაშქართა ღმერთი იეჰოვა დიდებით გამეფდა+ სიონის მთაზე+ და იერუსალიმში თავის ხანდაზმულთა წინაშე.+

სქოლიოები

როგორც ჩანს, აღმოსავლეთი მხარე.
იგულისხმება ღმერთი.