არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 20:1—6

20  იმ წელს აშდოდში+ მივიდა თართანი*,+ რომელიც სარგონმა, ასურეთის მეფემ, გაგზავნა,+ შეებრძოლა აშდოდს და აიღო იგი.+  იმ დროს ესაიას, ამოცის ძის+ პირით ილაპარაკა იეჰოვამ: „წადი,+ შემოიძვრე ჯვალო თეძოდან+ და ფეხზე გაიხადე სანდლები“.+ ის ასეც მოიქცა და დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი.+  შემდეგ თქვა იეჰოვამ: «როგორც ჩემი მსახური ესაია დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს როგორც ნიშანი+ და საკვირველება ეგვიპტისთვის+ და ეთიოპიისთვის,+  ასევე წაიყვანს ასურეთის მეფე ტყვეებს ეგვიპტიდან+ და გადასახლებულებს ეთიოპიიდან, ყმაწვილებსა თუ მოხუცებს — ტანშიშვლებს, ფეხშიშვლებსა და საჯდომგაშიშვლებულებს, გამოჩნდება ეგვიპტის სიშიშვლე.+  შეძრწუნდებიან და შერცხვებიან თავიანთი იმედის,+ ეთიოპიის, გამო და თავიანთი მშვენების, ეგვიპტის, გამო.+  იმ დღეს იტყვიან ზღვისპირეთის მცხოვრებნი: „აი ჩვენი იმედი, რომლისგანაც ველოდით შველას, რომ დავეხსენით ასურეთის მეფისგან!+ ახლა როგორღა გადავრჩებით?!“»

სქოლიოები

მხედართმთავრის ტიტული.