არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 2:1—22

2  ხილვა, რომელიც ესაიას, ამოცის ძეს, ჰქონდა იუდასა და იერუსალიმის შესახებ:+  უკანასკნელ დღეებში+ იეჰოვას სახლის მთა+ განმტკიცდება მთების მწვერვალებს ზემოთ,+ გორებზე მაღლა აღიმართება+ და ყველა ერი მისკენ დაიწყებს დენას.+  წავა მრავალი ხალხი და იტყვის: „მოდით,+ ავიდეთ იეჰოვას მთაზე, იაკობის ღვთის სახლში! ის გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“,+ რადგან კანონი სიონიდან გამოვა და იეჰოვას სიტყვა — იერუსალიმიდან.+  ის სამართლიან განაჩენს გამოიტანს ერებს+ შორის და საქმეებს მოაგვარებს+ მრავალი ხალხისთვის.+ ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს.+ ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს.+  იაკობის სახლეულო, მოდი და ვიაროთ იეჰოვას სინათლეში!+  შენ მიატოვე შენი ხალხი, იაკობის სახლი,+ რადგან აივსნენ იმით, რაც აღმოსავლეთიდანაა,+ ფილისტიმელებივით ჯადოქრობას+ ეწევიან და ბევრი შვილი ჰყავთ უცხოთაგან.+  სავსეა მათი ქვეყანა ოქრო-ვერცხლით, ბოლო არ უჩანს მათ საგანძურს.+ სავსეა მათი ქვეყანა ცხენებით, ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს.+  სავსეა მათი ქვეყანა არაფრის მაქნისი ღმერთებით.+ მდაბლად თაყვანს სცემენ საკუთარ ნახელავს, საკუთარი თითებით შექმნილს.+  ქედმოხრილია კაცი და დამდაბლებულია. შენ ვერ პატიობ მათ.+ 10  შედი კლდეში და მიწაში დაიმალე იმის გამო, რომ შიშის მომგვრელია იეჰოვა და საოცრად აღმატებული.+ 11  დამდაბლდება ადამიანის ამპარტავანი თვალები და მედიდური კაცი დამცირდება.+ მხოლოდ იეჰოვა იქნება ამაღლებული იმ დღეს,+ 12  რადგან ეს დღე ლაშქართა ღვთის, იეჰოვასია.+ ის თავს დაატყდება ყოველ პატივმოყვარეს, მედიდურს, ყველა აღზევებულსა თუ დამდაბლებულს;+ 13  ლიბანის მაღალ და აღზევებულ კედრებსა+ და ბაშანის+ უზარმაზარ ხეებს; 14  მაღალ მთებსა და აღზევებულ გორებს;+ 15  მაღალ კოშკებსა და გამაგრებულ გალავნებს;+ 16  თარშიშის ხომალდებსა+ და სასურველ ნავებს. 17  დამდაბლდება ამპარტავანი ადამიანი და მედიდური კაცი დამცირდება;+ მხოლოდ იეჰოვა იქნება ამაღლებული იმ დღეს.+ 18  არაფრის მაქნისი ღმერთები გაცამტვერდებიან.+ 19  ხალხი გამოქვაბულებში შევა და მიწის ხვრელებში ჩაძვრება, როცა იეჰოვა აღსდგება დედამიწის შესაძრწუნებლად,+ რადგან შიშის მომგვრელია ის და საოცრად აღმატებული.+ 20  იმ დღეს კაცი თავის უსარგებლო ვერცხლის ღმერთებსა და არაფრის მაქნის ოქროს ღმერთებს, რომლებიც მას თაყვანსაცემად გაუკეთეს, თაგვებსა და ღამურებს გადაუყრის,+ 21  რათა შევიდეს კლდის გამოქვაბულებსა და კლდის ნაპრალებში, როცა იეჰოვა აღსდგება დედამიწის შესაძრწუნებლად, რადგან შიშის მომგვრელია ის და საოცრად აღმატებული.+ 22  თქვენდა სასიკეთოდ, თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომლის სუნთქვაც მის ნესტოებშია.+ ვინ არის იგი, რომ ღირდეს მისთვის ყურადღების მიქცევა?+

სქოლიოები