წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 19:1—25

19  ეგვიპტისთვის გამოტანილი განაჩენი:+ აი, ამხედრებულია იეჰოვა სწრაფ ღრუბელზე+ და ეგვიპტეში მიდის. ათრთოლდებიან მის გამო ეგვიპტის არაფრის მაქნისი ღმერთები+ და გული დაუდნება ეგვიპტეს.+  „ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე და თითოეული თავის ძმას შეებრძოლება, თითოეული — თავის მეგობარს, ქალაქი — ქალაქს და სამეფო — სამეფოს.+  სული შეუშფოთდება ეგვიპტეს+ და ჩავშლი მის გეგმას;+ არაფრის მაქნის ღმერთებს,+ მომნუსხველებს, სულების გამომძახებლებსა და მარჩიელებს მიმართავენ.+  ჩავაგდებ ეგვიპტეს სასტიკი ბატონის ხელში, ძლიერი მეფე იმეფებს მათზე“,+ — ამბობს ჭეშმარიტი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.  წყალი ამოშრება ზღვიდან, დაიწრიტება და დაშრება მდინარე.+  აყროლდება მდინარეები, ეგვიპტის ნილოსის არხები დაიკლებს და დაიწრიტება.+ დალპება ლერწამი+ და ლელქაში.  გადახმება მდინარე ნილოსის პირას და მდინარე ნილოსის შესართავთან გაშიშვლებული ადგილები და ყოველი ნათესი მდინარე ნილოსის გარშემო;+ გაიხვეტება და აღარ იქნება.  იგლოვებენ მეთევზეები, დამწუხრდება ყველა, ვინც ანკესს ისვრის მდინარე ნილოსში; წყლის ზედაპირზე თევზსაჭერი ბადეების გამშლელებს ქანცი გაუწყდებათ.+  შერცხვებიან გაჩეჩილ სელზე+ მომუშავეები და თეთრი ქსოვილის მქსოველები. 10  მისი მქსოველები+ შეიმუსრებიან და ყველა მოჯამაგირე სულით დამწუხრდება. 11  უგუნურნი არიან ცოანის+ მთავრები. ფარაონის ბრძენ მრჩეველთა რჩევა უგუნურებაა.+ როგორ ეტყვით ფარაონს, მე ბრძენთა, ძველი დროის მეფეთა შვილი ვარო? 12  მაშ სად არიან ისინი — შენი ბრძენკაცები+ — რომ გითხრან და გაიგონ, რა აქვს განზრახული ლაშქართა ღმერთ იეჰოვას ეგვიპტისთვის?+ 13  უგუნურად იქცევიან+ ცოანის მთავრები, ცდებიან ნოფის+ მთავრები, ეგვიპტეს მისივე ტომების თავკაცები+ ახეტიალებენ. 14  იეჰოვამ ფორიაქის სული გადმოღვარა+ მათზე; ისინი ახეტიალებენ ეგვიპტეს ყველა მის საქმეში, როგორც მთვრალი ბარბაცებს თავის ნარწყევში.+ 15  არ იქნება ეგვიპტეში საქმე, რომლის გაკეთებასაც შეძლებს თავი ან კუდი, ყლორტი ან ლელქაში.+ 16  იმ დღეს ეგვიპტე ქალს დაემსგავსება, იკანკალებს+ და შიში შეიპყრობს ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ხელის გამო, რომელსაც ის მის წინააღმდეგ იქნევს.+ 17  შიშის ზარს დასცემს ეგვიპტეს იუდას მიწა.+ მის ხსენებაზე შიში იპყრობთ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას განზრახვის გამო, რაც მათ წინააღმდეგ განუზრახავს.+ 18  იმ დღეს ეგვიპტის მიწაზე+ ხუთი ქალაქი ილაპარაკებს ქანაანურად+ და ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას დაიფიცებს.+ ერთ ქალაქს ნგრევის ქალაქი დაერქმევა. 19  იმ დღეს იეჰოვას სამსხვერპლო იქნება ეგვიპტეში+ და იეჰოვას სვეტი — მის საზღვართან. 20  ეს იქნება ნიშნად და მოწმობად ლაშქართა ღვთისთვის, იეჰოვასთვის ეგვიპტის მიწაზე;+ ისინი შეღაღადებენ იეჰოვას მჩაგვრელთა გამო+ და ის გაუგზავნის მათ დიდებულ მხსნელს, რომელიც დაიხსნის მათ.+ 21  გაიცნობენ ეგვიპტელები იეჰოვას;+ გაცნობილი ეყოლებათ იეჰოვა ეგვიპტელებს იმ დღეს; მსხვერპლსა და ძღვენს+ მიართმევენ მას, აღთქმას დაუდებენ იეჰოვას და შეუსრულებენ.+ 22  დაჰკრავს იეჰოვა ეგვიპტეს,+ დაჰკრავს და განკურნავს.+ დაუბრუნდებიან იეჰოვას,+ შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს მათ.+ 23  იმ დღეს გზა+ გაიხსნება ეგვიპტიდან ასურეთამდე და ასურეთი მივა ეგვიპტეში, ეგვიპტე კი — ასურეთში. ღვთის მსახურები გახდებიან ეგვიპტე და ასურეთი. 24  იმ დღეს ისრაელი მესამე იქნება ეგვიპტესა და ასურეთთან+ ერთად — კურთხევა დედამიწაზე,+ 25  რადგან ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ აკურთხა იგი:+ „კურთხეული იყოს ჩემი ხალხი — ეგვიპტე, ჩემი ნახელავი — ასურეთი+ და ჩემი მემკვიდრეობა — ისრაელი“.+

სქოლიოები