წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 17:1—14

17  დამასკოსთვის გამოტანილი განაჩენი:+ „აი, აღარ არის ქალაქი დამასკო, ნანგრევების გროვად იქცა ის.+  აროერის+ მიტოვებული ქალაქები ფარათა სადგომებად იქცა, მოსასვენებელ ადგილებად, სადაც არავინ აფრთხობს მათ.+  გაქრა გამაგრებული ქალაქი ეფრემიდან,+ სამეფო — დამასკოდან;+ სირიაში დარჩენილების დიდება ისრაელის ძეთა დიდებას დაემსგავსება“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.+  „იმ დღეს დამცირდება იაკობის დიდება,+ მისი ხორცის სიმსუქნე გაილევა.+  როცა მომკელი შეაგროვებს ძნებს და თავისი მკლავით მომკის თავთავს,+ ის რეფაიმის ველზე+ დარჩენილი თავთავების ამგროვებელს დაემსგავსება.  იქ იმდენი ნამცვრევი დარჩება, რამდენიც რჩება ხოლმე ზეთისხილის ჩამობერტყვის შემდეგ: ორი-სამი მწიფე ზეთისხილი — კენწეროში, ოთხი-ხუთი — მსხმოიარე ტოტზე“, — ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი.+  იმ დღეს ახედავს კაცი თავის შემოქმედს და მისი თვალები ისრაელის წმინდისკენ იქნება მიპყრობილი.+  არ შეხედავს სამსხვერპლოებს,+ თავის ნახელავს,+ არც თავისი თითებით შექმნილს მიაჩერდება, არც წმინდა ბოძებს და არც სასაკმევლეებს.+  იმ დღეს მისი ციხე-ქალაქები ტყეში მიტოვებულ ადგილს დაემსგავსება, ტოტს, ისრაელის ძეთა გამო მიტოვებულს. გაპარტახდება ის.+ 10  შენ დაივიწყე+ შენი ხსნის ღმერთი+ და არ გაიხსენე შენი სიმაგრის კლდე.+ ამიტომ ნეტარების ბაღებს აშენებ და უცხოს ყლორტს რგავ. 11  დღისით გულდასმით შემოღობავ შენს ბაღს და დილით აღმოცენდება თესლი, მაგრამ ვერაფერს მოიმკი სნეულებისა და გაუყუჩებელი ტკივილის დღეს.+ 12  აი, აურზაური ატეხა მრავალმა ხალხმა, ზღვასავით ბობოქრობენ! ერები ხმაურობენ, ადიდებული წყლებივით გრგვინავენ!+ 13  ადიდებული წყლებივით გრგვინვას დაიწყებენ ერები.+ ის გაკიცხავს მათ+ და შორს გაიქცევიან, მთიდან ქარისგან გახვეტილ ბზესა და ქარიშხლისგან ატაცებულ ნარს დაემსგავსებიან.+ 14  საღამოს თავზარი დაეცემათ. დილამდე ვეღარ გასტანენ.+ ეს არის ჩვენი მძარცველების ხვედრი და ჩვენი გამქურდავების წილი.+

სქოლიოები