წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 15:1—9

15  მოაბისთვის გამოტანილი განაჩენი:+ დადუმდა მოაბის არი,+ რადგან ღამით გაიძარცვა ის. დადუმდა მოაბის კირი,+ რადგან ღამით გაიძარცვა ის.  სატირლად ავიდა ტაძარში და დიბონში,+ მაღლობებზე. ღრიალებს მოაბი ნებოსა+ და მედებას+ გამო; ყველა თავი მელოტია+ და ყველა წვერი შეკრეჭილია იქ.  ქუჩებში ჯვალო აქვთ შემორტყმული.+ ბანებსა+ და მოედნებზე ყველა ღრიალებს, ტირილით ეშვებიან დაბლა.+  ყვირიან ხეშბონი და ელალე;+ იაჰაცამდე+ ისმის მათი ხმა. ამიტომ გაჰყვირიან მოაბის მეომრებიც; სული უთრთით.  გაჰყვირის ჩემი გული მოაბის გამო.+ ცოარამდე+ და ეგლათ-შელიშიამდე+ გარბიან მოაბიდან გაქცეულები. ტირილით ადიან ლუხითის+ აღმართზე, ყვირიან ამ უბედურების გამო ხორონაიმისკენ+ მიმავალ გზაზე.  გაპარტახდა ნიმრიმის+ წყლები; გახმა მწვანე ბალახი, მოისპო, აღარაფერი დარჩა მწვანე.+  ამიტომ ალვის ხეების ხევს იქით მიაქვთ თავიანთი მონარჩენი და დაგროვილი ქონება.  მთელ მოაბში გაისმის ყვირილი;+ ეგლაიმშიც ისმის ღრიალი, ბეერ-ელიმშიც ისმის ღრიალი,  რადგან სისხლით აივსო დიმონის წყლები. სხვა რამესაც მოვუვლენ დიმონს, ლომს მივუშვებ მათზე, ვინც მოაბიდან გადარჩა და ვინც მიწაზე დარჩა.+

სქოლიოები