წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 13:1—22

13  ბაბილონის განაჩენი,+ რომელიც ესაიამ, ამოცის ძემ,+ იხილა:  „შიშველ მთაზე აღმართეთ ნიშანი.+ ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ,+ რათა შევიდნენ წარჩინებულთა შესასვლელებში.+  ბრძანება გავეცი ჩემი განწმენდილებისთვის.+ ჩემს ძლიერებსაც, დიდად გახარებულებსაც, მოვუხმე ჩემი რისხვის გამოსავლენად.+  ისმინეთ! მთებში მყოფი ბრბო მრავალრიცხოვან ხალხს ჰგავს!+ ისმინეთ! სამეფოების, ერთად შეკრებილი ერების ყაყანი ისმის!+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა საომრად კრებს ლაშქარს.+  შორეული ქვეყნიდან,+ ზეცის კიდეებიდან მოდის იეჰოვა და მასთან ერთად მისი შემრისხავი იარაღები მთელი დედამიწის მოსასპობად.+  იღრიალეთ,+ რადგან ახლოს არის იეჰოვას დღე!+ ძარცვასავით მოვა იგი ყოვლისშემძლისგან.+  ამიტომ ყველა ხელი დაეშვება და მთლიანად დაუდნება გული მოკვდავ ადამიანს.+  შეშფოთებულია ხალხი.+ კრუნჩხვები და მშობიარობის ტკივილები დაეწყოთ; ტკივილები აქვთ მშობიარე ქალივით.+ ერთმანეთს გაოცებულები შეჰყურებენ. ალმური ასდით სახეზე.+  აი, მოდის იეჰოვას დღე, სასტიკი რისხვითა და მრისხანებით, რათა გამაოგნებელი გახადოს ქვეყანა+ და აღგავოს მისგან ცოდვილები.+ 10  აღარ გამოანათებენ ცის ვარსკვლავები და ქესილის თანავარსკვლავედები;+ მზე დაბნელდება ამოსვლისას და მთვარე აღარ გამოსცემს სინათლეს. 11  ამ მიწაზე მივაქცევ მისივე ბოროტებას+ და ბოროტებზე — მათივე დანაშაულს. ბოლოს მოვუღებ კადნიერთა სიამაყეს და სასტიკთა ამპარტავნობას დავამცირებ.+ 12  მოკვდავ ადამიანს ხალას ოქროზე იშვიათს გავხდი,+ ადამიანს — ოფირის+ ოქროზე იშვიათს. 13  ამიტომაც შევარყევ ცას+ და შეიძვრება დედამიწა ლაშქართა ღვთის,+ იეჰოვას მრისხანებით მისი რისხვის დღეს.+ 14  გაქცეული ქურციკივით და შემგროვებლის გარეშე დარჩენილი ფარასავით+ დაუბრუნდება თითოეული თავის ხალხს; თითოეული თავის ქვეყანაში გაიქცევა.+ 15  ვისაც ნახავენ, განიგმირება, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დაეცემა.+ 16  შვილებს თვალწინ შეუმუსრავენ,+ სახლებს გაუძარცვავენ და ცოლებს გაუუპატიურებენ.+ 17  აი, აღვძრავ მათ წინააღმდეგ მიდიელებს,+ რომლებიც ვერცხლს არაფრად აგდებენ და რომლებსაც ოქრო არ ახარებთ. 18  ახალგაზრდებსაც კი განგმირავს მათი მშვილდი;+ არ შეებრალებათ მუცლის ნაყოფი,+ არ დაენანება ვაჟები მათ თვალებს. 19  ბაბილონი, სამეფოების მშვენება,+ ქალდეველების სილამაზე+ და სიამაყე, ისევე დაემხობა, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორა დაამხო;+ 20  არასოდეს დასახლდება,+ თაობიდან თაობაში აღარსად დამკვიდრდება.+ არ გაშლის იქ არაბი თავის კარავს და არც მწყემსები დაასვენებენ იქ თავიანთ ფარებს. 21  იქ დაისვენებენ უწყლო მხარეების ბინადარნი და მათი სახლები ზარნაშოებით აივსება.+ სირაქლემები დამკვიდრდებიან იქ და თხისმაგვარი დემონები* იკუნტრუშებენ.+ 22  ტურები აკივლდებიან მის საცხოვრებელ კოშკებში,+ დიდი გველი იქნება ნეტარების სასახლეებში. მალე მოვა მისი დრო, არ გახანგრძლივდება მისი დღეები“.+

სქოლიოები

იგულისხმება დემონები ან ის ცხოველები, რომლებიც ხალხის წარმოსახვაში დემონებს ჰგავდნენ.