არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ესაია 1:1—31

1  ესაიას*,+ ამოცის ძის ხილვა,+ რომელიც იუდასა და იერუსალიმის შესახებ იხილა იუდას მეფეების,+ უზიას,+ იოთამის,+ ახაზისა+ და ხიზკიას,+ დროს:  ისმინე,+ ზეცავ, და ყური დაუგდე, დედამიწავ, იეჰოვა ლაპარაკობს: „ძეები გავზარდე და აღვზარდე,+ ისინი კი განმიდგნენ.+  ხარი თავის მყიდველს სცნობს და ვირი — თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს,+ შეუგნებლად+ იქცევა ჩემი ხალხი“.  ვაი ცოდვილ ერს,+ დანაშაულით დამძიმებულ ხალხს, ბოროტმოქმედ შთამომავლობას,+ დამღუპველ ძეებს!+ მიატოვეს იეჰოვა,+ უპატივცემულოდ მოექცნენ ისრაელის წმინდას,+ ზურგი აქციეს+ მას.  სადღა დაგარტყათ,+ უარესად რომ მეურჩებით?+ თავი მთლიანად დასნეულებული გაქვთ და გული — მთლიანად დაუძლურებული.+  თავიდან ფეხისგულამდე საღი ადგილი არ შეგრჩენიათ.+ თქვენი ჭრილობები, დაბეჟილობა და იარები არავის გამოურწყავს, არც შეუხვევია და არც ზეთით დაურბილებია.+  თქვენი ქვეყანა გაპარტახებულია,+ თქვენი ქალაქები — ცეცხლით გადამწვარი;+ თქვენს მიწას უცხოები+ ჭამენ+ თქვენ თვალწინ; ეს გაპარტახება უცხოთა მიერ აოხრებას ჰგავს.+  სიონის ასული+ ვენახში მიტოვებულ საჩრდილობელს, კიტრის ბაღჩაში დადგმულ საყარაულო ქოხსა და ალყაშემორტყმულ ქალაქს ჰგავს.+  ლაშქართა* ღმერთ იეჰოვას ცოცხალი რომ არ დაეტოვებინა ზოგიერთი ჩვენგანი,+ სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.+ 10  ისმინეთ იეჰოვას სიტყვა,+ სოდომის+ სასტიკო მმართველებო!+ ყური დაუგდეთ ჩვენი ღვთის კანონს, გომორელებო! 11  „რას მარგებს თქვენი დიდძალი შესაწირავი? — ამბობს იეჰოვა. — ყელში ამომივიდა თქვენი ვერძები,+ მთლიანად დასაწვავ შესაწირავად+ რომ მოგაქვთ, და ნასუქი პირუტყვის ქონი;+ არ მსიამოვნებს+ თქვენი მოზვრების, მამალი თოხლებისა და ვაცების+ სისხლი.+ 12  რომ მოდიხართ ჩემი სახის სახილველად,+ ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა?+ 13  ნუღარ მომიტანთ მაგ უსარგებლო მარცვლეულ შესაწირავს.+ საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის.+ თქვენ იცავთ ახალმთვარობებსა+ და შაბათებს+ და მართავთ შეკრებებს.+ ვერ ვიტან თქვენს ჯადოქრობას+ თქვენი საზეიმო შეკრების დროს. 14  მძულს* თქვენი ახალმთვარობები და დღესასწაულები,+ ტვირთად მაწევს+ და დავიღალე მათი ტარებით.+ 15  ხელებს რომ იშვერთ,+ თვალს გარიდებთ.+ თუმცა ბევრს ლოცულობთ,+ არ გისმენთ;+ ხელები სისხლით გაქვთ სავსე.+ 16  განიბანეთ,+ განიწმინდეთ,+ მომაშორეთ თქვენი ცუდი საქმეები თვალთაგან;+ შეწყვიტეთ ბოროტების კეთება.+ 17  ისწავლეთ სიკეთის კეთება,+ ეძებეთ სამართალი,+ გაკიცხეთ მჩაგვრელი,+ სამართალი გაუჩინეთ უმამო ბავშვს,+ განიხილეთ ქვრივის+ საქმე. 18  მოდით და მოვაგვაროთ საქმეები, — ამბობს იეჰოვა.+ — ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება;+ შინდისფერი ქსოვილივითაც რომ იყოს, მატყლს დაემსგავსება. 19  თუ მოინდომებთ და მოისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,+ 20  მაგრამ თუ არ მოისმენთ+ და იურჩებთ, მახვილი შეგჭამთ; იეჰოვას ბაგეები ლაპარაკობს ამას“.+ 21  ო, როგორ გამეძავებულა+ ერთგული ქალაქი!+ სამართლიანობით იყო სავსე,+ სიმართლე მკვიდრობდა იქ,+ ახლა კი კაცისმკვლელები+ დამკვიდრებულან. 22  შენი ვერცხლი ხენჯად+ იქცა; შენი ხორბლის ლუდი წყლით არის გაზავებული;+ 23  შენი მთავრები ჯიუტები და ქურდების+ თანამონაწილენი არიან; ყოველი მათგანი ქრთამის მოყვარულია+ და ძღვენს არის დახარბებული.+ უმამო ბავშვს სამართალს არ უჩენენ და ქვრივის სასამართლო საქმეს არ განიხილავენ.+ 24  ამიტომ ასე ამბობს ჭეშმარიტი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ძლიერი:+ „აი, თავიდან მოვიშორებ მოწინააღმდეგეებს და შურს ვიძიებ+ ჩემს მტრებზე.+ 25  მოვაბრუნებ ჩემს ხელს შენკენ და ნაცარტუტით მოგაცილებ ხენჯს, მოგაშორებ ყველა მინარევს.+ 26  დაგიბრუნებ მოსამართლეებს, როგორც ადრე გყავდა, და მრჩევლებს, როგორც თავიდან გყავდა.+ ამის შემდეგ სიმართლის ქალაქი, ერთგული ქალაქი+ დაგერქმევა. 27  სამართლიანობით იქნება გამოსყიდული სიონი+ და სიმართლით — იქ დაბრუნებული ხალხი.+ 28  ურჩები და ცოდვილები ერთდროულად დაეცემიან+ და იეჰოვას მიმტოვებლებს ბოლო მოეღებათ.+ 29  შერცხვება ხალხს იმ დიდი ხეების გამო,+ რომელიც გსურდათ, და შერცხვებით იმ ბაღების გამო, თქვენ რომ აირჩიეთ.+ 30  დიდ, ფოთოლგამხმარ ხესა+ და უწყლო ბაღს დაემსგავსებით. 31  ძლიერი მამაკაცი ძენძად იქცევა,+ მისი საქმის ნაყოფი კი — ნაპერწკლად; ორივე ერთდროულად აბრიალდება და არავინ იქნება ჩამქრობი“.+

სქოლიოები

ნიშნავს: ხსნა იეჰოვასგანაა.
იგივე ცაბაოთი.
სიტყვასიტყვით — სძულს ჩემს სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.