არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეკლესიასტე 8:1—17

8  ვინ შეედრება ბრძენს?+ ვის შეუძლია ყველაფრის ახსნა?+ სიბრძნე კაცს სახეს უნათებს და სახის კუშტ გამომეტყველებასაც კი უცვლის.+  გეუბნები: „შეასრულე მეფის ბრძანება+ ღვთისთვის დადებული ფიცის გამო.+  ნუ იჩქარებ მისგან წასვლას.+ ცუდ საქმეში ნუ ჩაებმები.+ ყველაფერს, რასაც მოისურვებს, გააკეთებს,+  რადგან მეფის სიტყვას ძალა აქვს.+ ვინ ეტყვის მას, რას აკეთებო?“  ბრძანების შემსრულებელს უბედურება არ ეწევა.+ ბრძენმა გულმა იცის დრო და სამართალი.+  ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერი გასამართლდება,+ რადგან ადამიანებს მრავლად ხვდებათ უბედურება.+  არავინ იცის, რა მოხდება.+ ვის შეუძლია უთხრას კაცს, რა და როგორ მოხდება?  არავის აქვს ძალაუფლება სულზე*,+ რომ შეაკავოს ის, არც სიკვდილის დღეზე აქვს ვინმეს ძალაუფლება;+ ვერც ომს დააღწევს თავს;+ ბოროტება ვერ იხსნის მასში ჩაფლულებს.+  ყოველივე ვნახე და გულით დავუკვირდი ყოველ საქმეს, რაც მზის ქვეშ ხდება იმ დროს, როცა კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ.+ 10  თუმცა ასე ხდება, ისიც მინახავს, როგორ დაუმარხავთ ბოროტები;+ მინახავს, როგორ მოსულან და როგორ წასულან ისინი წმინდა ადგილიდან+ და დავიწყებას მისცემიან იმ ქალაქში, სადაც ასე იქცეოდნენ.+ ესეც ამაოებაა. 11  სწრაფადვე რომ არ სრულდება განაჩენი ბოროტი საქმისთვის,+ ამიტომ არის ადამიანის გული მთლიანად ბოროტების ჩადენისკენ მიმართული.+ 12  ვიცი, რომ ცოდვილმა შეიძლება ასჯერაც ჩაიდინოს ბოროტება+ და დიდხანსაც იცოცხლოს ისე, როგორც მოესურვება; მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჭეშმარიტი ღვთის მოშიშებს ხელი მოემართებათ,+ რადგან მისი შიში აქვთ.+ 13  ბოროტს კი ხელი არ მოემართება;+ მისი დღეები ჩრდილივით იქნება+ და ვერ შეძლებს მათ გახანგრძლივებას, რადგან ღვთის შიში არა აქვს.+ 14  აი კიდევ ერთი ამაოება დედამიწაზე: ზოგ მართალს ბოროტეულთა საქმეებისამებრ მიეგება+ და ზოგ ბოროტს — მართალთა საქმეებისამებრ.+ ვთქვი, რომ ესეც ამაოებაა. 15  შევაქე მხიარულება,+ რადგან ადამიანისთვის იმაზე უკეთესი არაფერია მზის ქვეშ, რომ ჭამოს, სვას და გაიხაროს. ეს თან უნდა ახლდეს მას გარჯაში მთელი სიცოცხლე,+ რაც მას ჭეშმარიტმა ღმერთმა უბოძა მზის ქვეშ.+ 16  ასე რომ, გული მივმართე,+ რომ შემეცნო სიბრძნე და მენახა ის საქმე, რაც დედამიწაზე ხდება+ და რის გამოც კაცის თვალებს დღისით თუ ღამით ძილი არ ეკარება.+ 17  ვნახე ჭეშმარიტი ღვთის ყოველი საქმე,+ რომ ადამიანს არ შეუძლია ჩასწვდეს იმ საქმეს, რაც მზის ქვეშ კეთდება.+ როგორც არ უნდა გაისარჯოს ადამიანი მის ძებნაში, მაინც ვერ ჩასწვდება.+ თუნდაც თქვას, რომ საკმაოდ ბრძენია და შეუძლია მიხვდეს,+ მაინც ვერ ჩასწვდება.+

სქოლიოები

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.