წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეკლესიასტე 6:1—12

6  ვიხილე უბედურება მზის ქვეშ, რაც ხშირია ადამიანთა მოდგმაში:  კაცს, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთი სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებას აძლევს,+ ყველაფერი აქვს, რასაც მისი სული მოისურვებს,+ მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი არ აძლევს ამით საზრდოობის საშუალებას;+ უცხოს+ კი შეუძლია ისაზრდოოს. ესეც ამაოებაა და მძიმე სნეულება.  კაცი ასჯერაც+ რომ გახდეს მამა და მრავალი წელიც რომ იცხოვროს, სიცოცხლის დღეები რომ გაუმრავლდეს,+ მაგრამ ვერ დაკმაყოფილდეს ყოველივე კარგით,+ და საფლავიც არ ეღირსოს,+ ვიტყოდი, რომ ასეთ კაცს უდღეურიც კი სჯობია;+  ვინაიდან ის ამაოდ მოდის და სიბნელეში მიდის, მის სახელს სიბნელე მოიცავს;+  მზე არ უნახავს და არც გაუგია.+ ის იმ კაცზე უფრო დასვენებულია.+  ორი ათასი წელიც რომ ეცხოვრა და კარგი არაფერი ენახა,+ რა ხეირი?! განა ყველა ერთ ადგილას არ მიდის?!+  ადამიანები თავიანთივე პირისთვის ირჯებიან,+ მაგრამ სულს ვერ ივსებენ.  ბრძენი სულელზე რით უპირატესობს?+ რას არგებს დაჩაგრულს იმის ცოდნა, როგორ იაროს ცოცხალთა წინაშე?  ჯობია თვალებით ხედავდე, ვიდრე სულის სურვილმა გატაროს.+ ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.+ 10  რაც არის, იმას უკვე დაერქვა სახელი, და ცნობილია, რა არის ადამიანი;+ მას არ შეუძლია ედავოს თავისზე ძლიერს.+ 11  ბევრი რამ არის ამაო.+ რას არგებს ეს კაცს? 12  ვინ იცის, რა არის კარგი ადამიანის ცხოვრებაში,+ მთელი მისი ამაო ცხოვრების განმავლობაში, რომელსაც აჩრდილივით ატარებს?+ ვინ ეტყვის კაცს, რა მოხდება მის შემდეგ მზის ქვეშ?+

სქოლიოები