არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეკლესიასტე 5:1—20

5  დაუკვირდი შენს ნაბიჯებს,+ როცა ჭეშმარიტი ღვთის სახლში მიდიხარ; გიჯობს მზად იყო მოსასმენად,+ ვიდრე მსხვერპლი შესწირო სულელებივით,+ რომლებმაც არ იციან, ცუდს რომ აკეთებენ.+  წინ ნუ გაგისწრებს ენა, შენი გული+ ჭეშმარიტი ღვთის წინაშე სიტყვის წარმოთქმას ნუ იჩქარებს,+ რადგან ჭეშმარიტი ღმერთი ზეცაშია,+ შენ კი — დედამიწაზე; ამიტომ ცოტა ილაპარაკე.+  ბევრ საქმეს სიზმრები* მოჰყვება,+ მრავალსიტყვაობას კი — სულელის ხმა.+  როცა ღმერთს აღთქმას აძლევ, ნუ დააყოვნებ მის შესრულებას,+ რადგან სულელი კაცი არავის ჰგვრის სიამოვნებას.+ შეასრულე აღთქმული.+  ჯობია, არ აღუთქვა,+ ვიდრე აღუთქვა და არ შეასრულო.+  ბაგით ნუ შეაცოდვინებ შენს სხეულს,+ ნურც ანგელოზის წინაშე იტყვი,+ რომ ეს შეცდომა იყო.+ რატომ უნდა განარისხო ჭეშმარიტი ღმერთი შენი სიტყვებით და მოასპობინო შენი ნახელავი?+  ბევრ საქმეს სიზმრები,+ ამაოება და მრავალსიტყვაობა მოჰყვება; შენ კი თვით ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს.+  თუ ხედავ, რომ რომელიმე სამთავროში ღარიბებს ჩაგრავენ და ძალით ართმევენ სამართლიანობასა+ და სიმართლეს, ნუ გაგაოცებს ეს,+ რადგან მაღალზე უფრო მაღლა მდგომი+ უყურებს+ ამას; არიან მათზე მაღლა მდგომნიც.  მიწის ნაყოფი ყველასთვისაა;+ მეფესაც სჭირდება მსახურები ყანაში.+ 10  ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით.+ ესეც ამაოებაა.+ 11  რაც მეტია ქონება, მით მეტია მჭამელი.+ რას არგებს ის მის მფლობელს, გარდა იმისა, რომ თავისი თვალით უყურებს მას?!+ 12  ტკბილია მსახურის ძილი,+ მიუხედავად იმისა, ცოტას ჭამს ის თუ ბევრს; მდიდარს კი ძილს უფრთხობს ქონების სიუხვე. 13  დიდი უბედურება ვიხილე მზის ქვეშ: მფლობელისთვის შენახული სიმდიდრე მისდა საუბედუროდ.+ 14  დამამწუხრებელმა საქმემ დააკარგვინა სიმდიდრე+ და მაშინ შეეძინა ვაჟი, როცა ხელში არაფერი ჰქონდა.+ 15  როგორიც დედის მუცლიდან გამოვიდა, ისეთივე შიშველი წავა;+ როგორიც მოვიდა, ისეთი წავა; თან ვერაფერს წაიღებს+ თავისი გარჯის სანაცვლოდ, ვერაფერს, რისი წაღებაც შეიძლება. 16  ესეც დიდი უბედურებაა: კაცი სწორედ ისე წავა, როგორც მოვიდა. რა ხეირი აქვს კაცს, რომელიც ქარისთვის ირჯება?+ 17  მთელი თავისი დღენი სიბნელეში ჭამს დიდი სიმწრით,+ ავადმყოფობითა და გულისწყრომით. 18  აი, ვნახე, რა არის საუკეთესო და მშვენიერი: კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს მთელი თავისი გარჯის სანაცვლოდ,+ მზის ქვეშ რომ ირჯება მთელი თავისი სიცოცხლე, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა მისცა; ეს არის მისი ჯილდო. 19  ყველას, ვისაც ჭეშმარიტმა ღმერთმა სიმდიდრე და ქონება უბოძა,+ იმის უნარიც მისცა, რომ მისით ისარგებლოს,+ მიიღოს თავისი ჯილდო და იხაროს თავისი გარჯით.+ ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია.+ 20  ხშირად არ გაახსენდება მას წარსული დღეები, რადგან ჭეშმარიტი ღმერთი სიხარულით უვსებს გულს.+

სქოლიოები

ან ოცნებები.