წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეკლესიასტე 3:1—22

3  ყველაფერს თავისი დრო აქვს,+ ყველა საქმეს აქვს თავისი დრო ცისქვეშეთში:  შობის დრო+ და სიკვდილის დრო;+ დარგვის დრო და დარგულის ამოძირკვის დრო;+  მოკვლის დრო+ და განკურნების დრო;+ დანგრევის დრო და აშენების დრო;+  ტირილის დრო+ და სიცილის დრო;+ მოთქმის დრო+ და ცეკვა-თამაშის დრო;+  ქვების გადაყრის დრო+ და ქვების შეგროვების დრო;+ ხვევნის დრო+ და ხვევნისგან თავის შეკავების დრო;+  ძებნის დრო+ და დაკარგვასთან შეგუების დრო; შენახვის დრო და გადაყრის დრო;+  დახევის დრო+ და დაკერების დრო;+ დუმილის დრო+ და ლაპარაკის დრო;+  სიყვარულის დრო და სიძულვილის დრო;+ ომის დრო+ და მშვიდობის დრო.+  რას არგებს მკეთებელს თავისი გარჯა?+ 10  ვნახე საქმე, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანთა მოდგმას გასაკეთებლად.+ 11  მან ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე.+ მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში,+ რათა ადამიანებს თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაეგოთ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა.+ 12  დავინახე, რომ არაფერია მათთვის იმაზე უკეთესი, რომ გაიხარონ და სიკეთე აკეთონ მთელი სიცოცხლე;+ 13  ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში.+ ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია.+ 14  მივხვდი, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, მარადიულია.+ მას ვერც ვერაფერს დაუმატებ და ვერც ვერაფერს მოაკლებ;+ ჭეშმარიტი ღვთის გაკეთებულია ეს,+ რათა ხალხს მისი შიში ჰქონდეს.+ 15  რაც არის, ის უკვე ყოფილა, და რაც იქნება, ისიც ოდესღაც იყო;+ ჭეშმარიტი ღმერთი+ ეძებს იმას, ვინც იდევნება.+ 16  კვლავ ვიხილე მზის ქვეშ, რომ იქ, სადაც სამართალი უნდა ყოფილიყო, ბოროტება იყო, და იქაც, სადაც სიმართლე უნდა ყოფილიყო, ბოროტება იყო.+ 17  გულში ვთქვი:+ „ჭეშმარიტი ღმერთი გაასამართლებს მართალსაც და ბოროტსაც,+ რადგან ყველა საქმეს და ყველანაირ სამუშაოს თავისი დრო აქვს“.+ 18  გულში ვთქვი ადამიანთა მოდგმაზე, რომ ჭეშმარიტი ღმერთი გამოარჩევს მათ, რათა დაინახონ, რომ ცხოველებივით არიან.+ 19  ადამიანთა მოდგმის ბოლო და ცხოველების ბოლო ერთი და იგივეა.+ როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც;+ ყველას ერთი სული* აქვს,+ ასე რომ, ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 20  ყველა ერთ ადგილას მიდის;+ მტვრისგან არიან შექმნილნი+ და მტვერსვე უბრუნდებიან.+ 21  ვინ იცის, ადის კი ადამიანის სული ზევით, და ჩადის კი ცხოველის სული მიწაში?+ 22  დავინახე: არაფერია იმაზე უკეთესი, რომ კაცმა თავისი საქმით გაიხაროს,+ რადგან ეს არის მისი ჯილდო. ვინ მოიყვანს მას, რომ დაანახვოს, რაც მის შემდეგ მოხდება?+

სქოლიოები

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.