წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზრა 7:1—28

7  ამის შემდეგ სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის დროს ეზრა,+ — სერაიას ვაჟი,+ აზარიას ვაჟი, ხილკიას ვაჟი,+  შალუმის ვაჟი,+ ცადოკის ვაჟი, ახიტუბის ვაჟი,+  ამარიას ვაჟი,+ აზარიას ვაჟი,+ მერაიოთის ვაჟი,+  ზერახიას ვაჟი,+ უზის ვაჟი,+ ბუკის ვაჟი,+  აბიშუას ვაჟი,+ ფინხასის ვაჟი,+ ელეაზარის ვაჟი,+ უფროსი მღვდლის+ აარონის ვაჟი,+  სწორედ ეს ეზრა გავიდა ბაბილონიდან. ის იყო იეჰოვას, ისრაელის ღვთის მიერ მიცემული მოსეს კანონის+ დახელოვნებული გადამწერი;+ მეფემ ყველა სათხოვარი შეუსრულა მას, რადგან იეჰოვას, მისი ღვთის ხელი იყო მასთან.+  ისრაელის ძეთაგან, მღვდელთაგან,+ ლევიანთაგან,+ მგალობელთაგან,+ კარიბჭის მცველთაგან+ და ნეთინიმთაგან*+ ზოგიერთები მეფე არტაქსერქსეს+ მეფობის მეშვიდე წელს ავიდნენ იერუსალიმში.  ბოლოს ის მივიდა იერუსალიმში მეხუთე თვეს, მეფის მეფობის მეშვიდე წელს.  მან პირველი თვის პირველი დღე ბაბილონიდან გასვლის დღედ გამოაცხადა და მეხუთე თვის პირველ დღეს ჩავიდა იერუსალიმში, რადგან მისი ღვთის კეთილი ხელი იყო მასთან.+ 10  ეზრამ გული განაწყო+ იეჰოვას კანონში+ რჩევის საძებნელად, მის შესასრულებლად+ და ისრაელში წესისა+ და სამართლის+ სასწავლებლად.+ 11  აი იმ წერილის ასლი, რომელიც მეფე არტაქსერქსემ მისცა ეზრას, მღვდელსა და გადამწერს,+ იეჰოვას მცნებათა სიტყვებისა და ისრაელისთვის მიცემული წესების გადამწერს: 12  „არტაქსერქსე,+ მეფეთა მეფე.+ მღვდელ ეზრას, ცათა ღვთის კანონის გადამწერს,+ მშვიდობა+ შენდა! 13  ვბრძანებ,+ რომ ჩემს სამეფოში მცხოვრები+ ყველა ისრაელი, მათი მღვდლები და ლევიანები, რომლებსაც სურთ შენთან ერთად იერუსალიმში წასვლა, წავიდნენ!+ 14  მეფემ და მისმა შვიდმა მრჩეველმა+ ბრძანება გასცეს, რომ შენს ხელთ არსებული შენი ღვთის+ კანონის+ მიხედვით გამოიკვლიო,+ რა ხდება იუდასა და იერუსალიმში, 15  და რომ წაიღო მეფისა და მისი მრჩევლების მიერ იერუსალიმში დამკვიდრებული+ ისრაელის ღვთისთვის ნებაყოფლობით შეწირული+ ოქრო-ვერცხლი 16  მთელ იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, რომელსაც ნახავ ბაბილონის სამთავროებში, ხალხისა და მღვდლების მიერ იერუსალიმში ღვთის სახლისთვის+ ნებაყოფლობით გაღებულ ძღვენთან+ ერთად. 17  ამ ფულით დაუყოვნებლივ იყიდე ხარები,+ ვერძები,+ თოხლები,+ ასევე მათთან ერთად მისატანი მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი,+ და შესწირე ისინი თქვენი ღვთის სახლის სამსხვერპლოზე,+ იერუსალიმში რომ არის.+ 18  დანარჩენი ოქრო-ვერცხლი+ თქვენი ღვთის ნებისამებრ+ გამოიყენეთ, როგორც შენ და შენი ძმები მოისურვებთ.+ 19  ის ჭურჭელი,+ რომელიც შენი ღვთის სახლის მსახურებისთვის მოგეცა, უკლებლივ მიიტანე ღვთის წინაშე, იერუსალიმში.+ 20  სხვა ყველაფერი, რაც შენი ღვთის სახლისთვის იქნება საჭირო, რისი გაცემაც შენ გევალება, გაეცი მეფის საგანძურიდან.+ 21  მე, მეფე არტაქსერქსე, ვუბრძანებ+ მდინარისგაღმელ+ საგანძურის გამგებლებს,+ რომ რაც უნდა გთხოვოთ მღვდელმა ეზრამ,+ ცათა ღვთის კანონის გადამწერმა, დაუყოვნებლივ მისცეთ მას: 22  ას ტალანტამდე+ ვერცხლი, ას ქორამდე+ ხორბალი, ას ბათამდე*+ ღვინო,+ ას ბათამდე ზეთი+ და მარილი+ შეუზღუდავად. 23  ყველაფერი, რაც ცათა ღმერთმა ბრძანა,+ გულმოდგინედ+ შესრულდეს ცათა ღვთის სახლისთვის,+ რათა რისხვა არ დაატყდეს მეფის სამეფოსა და მის ვაჟებს!+ 24  იცოდეთ, რომ მღვდლებს,+ ლევიანებს,+ მუსიკოსებს,+ კარის მცველებს,+ ნეთინიმებსა+ და ღვთის სახლში მომუშავეებს არც გადასახადი დააკისროთ, არც ხარკი+ და არც საგზაო ბეგარა!+ 25  შენ კი, ეზრა, შენი ღვთისგან ბოძებული სიბრძნისამებრ+ დანიშნე მსაჯულები და მოსამართლეები, რათა სამართალი გაუჩინონ+ მდინარისგაღმელებს, ყველას, ვინც იცის შენი ღვთის კანონები; ხოლო ვინც არ იცის, იმათ ასწავლეთ.+ 26  ვინც არ ასრულებს შენი ღვთის კანონსა+ და მეფის კანონს, განაჩენი გამოუტანეთ და დაუყოვნებლივ დასაჯეთ — ან მოკალით,+ ან განდევნეთ,+ ან დააჯარიმეთ,+ ან დააპატიმრეთ!“ 27  კურთხეული იყოს იეჰოვა, ჩვენი მამა-პაპის ღმერთი,+ რომელმაც გულში+ ჩაუდო მეფეს, შეემკო+ იეჰოვას სახლი, იერუსალიმში რომ არის! 28  მან სიკეთე*+ გამოავლინა ჩემდამი მეფის, მის მრჩეველთა+ და მის დიდებულ მთავართა წინაშე. მეც გავმაგრდი, რადგან იეჰოვას, ჩემი ღვთის ხელი+ იყო ჩემზე და შევუდექი ისრაელის თავკაცების შეკრებას, რათა ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ.

სქოლიოები

იხილეთ 2:43-ის სქოლიო.
ერთი ბათი უდრის 22 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.
იხილეთ 3:11-ის სქოლიო.