წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზრა 2:1—70

2  ესენი იყვნენ იმ სამთავროს ძეები,+ რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ ბაბილონში გადასახლებული,+ დატყვევებული ხალხიდან გამოვიდნენ+ და მოგვიანებით იერუსალიმსა და იუდაში,+ თავ-თავიანთ ქალაქებში დაბრუნდნენ;+  ისინი წამოვიდნენ ზერუბაბელთან,+ იეშუასთან,+ ნეემიასთან, სერაიასთან,+ რეელაიასთან, მორდოქაისთან, ბილშანთან, მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან და ბაანასთან ერთად. აი ისრაელის მამაკაცთა რიცხვი:  ფაროშის+ ძეები — ორი ათას ას სამოცდათორმეტი,  შეფატიას ძეები+ — სამას სამოცდათორმეტი,  არახის ძეები+ — შვიდას სამოცდათხუთმეტი,  ფახათ-მოაბის ძეები+ იეშუასა და იოაბის ძეთაგან+ — ორი ათას რვაას თორმეტი,  ელამის ძეები+ — ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,  ზათუს ძეები+ — ცხრაას ორმოცდახუთი,  ზაქაის ძეები+ — შვიდას სამოცი, 10  ბანის ძეები+ — ექვსას ორმოცდაორი, 11  ბებაის ძეები+ — ექვსას ოცდასამი, 12  აზგადის ძეები+ — ათას ორას ოცდაორი, 13  ადონიკამის ძეები+ — ექვსას სამოცდაექვსი, 14  ბიგვაის ძეები+ — ორი ათას ორმოცდათექვსმეტი, 15  ადინის ძეები+ — ოთხას ორმოცდათოთხმეტი, 16  ატერის ძეები+ ხიზკიას ძეთაგან — ოთხმოცდათვრამეტი, 17  ბეცაის ძეები+ — სამას ოცდასამი, 18  იორას ძეები — ას თორმეტი, 19  ხაშუმის ძეები+ — ორას ოცდასამი, 20  გიბარის ძეები+ — ოთხმოცდათხუთმეტი, 21  ბეთლემის ძეები+ — ას ოცდასამი, 22  ნეტოფელები+ — ორმოცდათექვსმეტი, 23  ანათოთელები+ — ას ოცდარვა, 24  აზმავეთის ძეები+ — ორმოცდაორი, 25  კირიათ-იეარიმის,+ ქეფირას და ბეეროთის ძეები — შვიდას ორმოცდასამი, 26  რამასა+ და გებას ძეები+ — ექვსას ოცდაერთი, 27  მიქმასელები+ — ას ოცდაორი, 28  ბეთელელები+ და აიელები+ — ორას ოცდასამი, 29  ნებოს* ძეები+ — ორმოცდათორმეტი, 30  მაგბიშის ძეები — ას ორმოცდათექვსმეტი, 31  მეორე ელამის ძეები+ — ათას ორას ორმოცდათოთხმეტი, 32  ხარიმის ძეები+ — სამას ოცი, 33  ლოდის,+ ხადიდისა+ და ონოს ძეები+ — შვიდას ოცდახუთი, 34  იერიხონის ძეები+ — სამას ორმოცდახუთი, 35  სენაას ძეები+ — სამი ათას ექვსას ოცდაათი. 36  მღვდლები:+ იედაიას ძეები+ იეშუას+ სახლიდან — ცხრაას სამოცდაცამეტი, 37  იმერის ძეები+ — ათას ორმოცდათორმეტი, 38  ფაშხურის ძეები+ — ათას ორას ორმოცდაშვიდი, 39  ხარიმის ძეები+ — ათას ჩვიდმეტი. 40  ლევიანები:+ იეშუასა+ და კადმიელის ძეები+ ჰოდავიას ძეთაგან+ — სამოცდათოთხმეტი; 41  მგალობლები, ასაფის ძეები+ — ას ოცდარვა. 42  კარიბჭის მცველთა ძეები, შალუმის,+ ატერის,+ თალმონის,+ აკუბის,+ ხატიტასა+ და შობაის ძეები — სულ ას ოცდაცხრამეტი. 43  ნეთინიმები*:+ ციხას ძეები, ხასუფას ძეები, ტაბაოთის ძეები,+ 44  კეროსის ძეები, სიაჰას ძეები, ფადონის ძეები,+ 45  ლებანას ძეები, ხაგაბას ძეები, აკუბის ძეები, 46  ხაგაბის ძეები, სალმაის ძეები,+ ხანანის ძეები, 47  გიდელის ძეები, გახარის ძეები,+ რეაიას ძეები, 48  რეცინის ძეები,+ ნეკოდას ძეები, გაზამის ძეები, 49  უზას ძეები, ფასეას ძეები,+ ბესაის ძეები, 50  ასნას ძეები, მეუნიმის ძეები, ნეფუსიმის ძეები,+ 51  ბაკბუკის ძეები, ხაკუფას ძეები, ხარხურის ძეები,+ 52  ბაცლუთის ძეები, მეხიდას ძეები, ხარშას ძეები,+ 53  ბარკოსის ძეები, სისერას ძეები, თამახის ძეები,+ 54  ნეციასა და ხატიფას ძეები.+ 55  სოლომონის მსახურთა ძეები:+ სოტაის ძეები, სოფერეთის ძეები, ფერუდას ძეები,+ 56  იაალას ძეები, დარკონის ძეები, გიდელის ძეები,+ 57  შეფატიას ძეები, ხატილის ძეები, ფოქერეთ-ჰაცებაიმისა და ამის ძეები.+ 58  ნეთინიმები+ და სოლომონის მსახურთა ძეები მთლიანობაში სამას ოთხმოცდათორმეტნი იყვნენ.+ 59  აი თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადონიდან და იმერიდან გამოსულები, რომლებიც ვერ ამბობდნენ, ვის საგვარეულოს მიეკუთვნებოდნენ და რა წარმომავლობისანი იყვნენ,+ იყვნენ თუ არა ისრაელები: 60  დელაიას ძეები, ტობიასა და ნეკოდას ძეები+ — ექვსას ორმოცდათორმეტი; 61  მღვდელთა ძეთაგან+ — ხაბაიას ძეები, ჰაკოცისა+ და იმ ბარზილაის ძეები,+ რომელმაც ცოლად მოიყვანა გალაადელი ბარზილაის+ ერთ-ერთი ასული და მათი სახელი დაერქვა. 62  ისინი ეძებდნენ თავიანთ ნუსხას თავიანთი წარმომავლობის საჯაროდ დასამტკიცებლად, მაგრამ ვერ იპოვეს თავიანთი თავი, ამიტომ წაბილწულებად მიიჩნიეს ისინი და მღვდლობის უფლება არ მისცეს.+ 63  თირშათამ*+ უთხრა მათ, რომ არ შეეძლოთ ეჭამათ იქიდან,+ რაც უწმინდესი იყო, სანამ ურიმითა+ და თუმიმით* არ წამოდგებოდა მღვდელი. 64  მთელი კრებულის რიცხვი+ შეადგენდა ორმოცდაორ ათას სამას სამოცს+ 65  მათი მონებისა და მხევლების გარდა, რომელთა რიცხვი იყო შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი; მათ აგრეთვე ჰყავდათ ორასი მომღერალი კაცი+ და ქალი. 66  მათ ჰყავდათ შვიდას ოცდათექვსმეტი ცხენი, ორას ორმოცდახუთი ჯორი,+ 67  ოთხას ოცდათხუთმეტი აქლემი და ექვსი ათას შვიდას ოცი ვირი.+ 68  იეჰოვას სახლში მისვლისას,+ რომელიც იერუსალიმში+ იყო, საგვარეულოთა+ თავკაცებიდან+ ზოგიერთმა ნებაყოფლობით+ გაიღო შესაწირავები ჭეშმარიტი ღვთის სახლისთვის, რათა ის კვლავ თავის ადგილზე მდგარიყო.+ 69  თავიანთი შესაძლებლობისამებრ სამუშაოებისთვის მათ გაიღეს სამოცდაერთი ათასი დრაქმა* ოქრო,+ ხუთი ათასი მინა ვერცხლი+ და ასი ხელი გრძელი სამღვდელო სამოსელი.+ 70  მღვდლები, ლევიანები, ხალხიდან ზოგიერთები,+ მომღერლები, კარიბჭის მცველები და ნეთინიმები* თავიანთ ქალაქებში დასახლდნენ; მთელი ისრაელი თავ-თავიანთ ქალაქებში დასახლდა.+

სქოლიოები

იგივე მეორე ნებო ნემ. 7:33-ში.
ანუ ტაძარში მომსახურეები, სიტყვასიტყვით — გადაცემულნი.
მხარის გამგებლის ტიტული სპარსულად.
იხილეთ გმ. 28:30-ის სქოლიო.
ანუ სპარსული ოქროს დარიკი, წონით 8,4 გრამი. ეს არ არის ბერძნულ წერილებში მოხსენიებული დრაქმა. იხილეთ დანართი 6ა.
იხილეთ 2:43-ის სქოლიო.