წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზრა 10:1—44

10  როგორც კი ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინ+ მიწაზე დამხობილმა+ ეზრამ დაასრულა ლოცვა+ და ტირილით ცოდვის აღიარება,+ მოგროვდა მასთან ისრაელთა დიდძალი კრებული — კაცები, ქალები და ბავშვები. ცხარე ცრემლით ტიროდა ხალხი.  მაშინ შექანიამ, იეხიელის+ ვაჟმა, ელამის ძეთაგან,+ უთხრა ეზრას: „ჩვენ ვუორგულეთ ჩვენს ღმერთს, რადგან ამ მიწის ხალხთაგან მოვიყვანეთ ცოლები.+ მაგრამ, მაინც არსებობს იმედი+ ისრაელისთვის.  ახლა შეთანხმება+ დავდოთ ჩვენს ღმერთთან, რომ გავუშვებთ+ ცოლებსა და მათგან შეძენილ შვილებს იეჰოვასა და ჩვენი ღვთის მცნების+ მოშიშთა+ მითითებისამებრ, რათა ყველაფერი კანონის თანახმად შესრულდეს.+  ადექი, რადგან შენ გევალება ეს საქმე, ჩვენც შენ გვერდით ვართ, გამაგრდი და იმოქმედე!“  ადგა ეზრა და დააფიცა+ უფროსი მღვდლები, ლევიანები და მთელი ისრაელი, რომ ამ სიტყვის თანახმად მოიქცეოდნენ. და მათაც დადეს ფიცი.  ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინ მდგარი ეზრა ახლა იეჰოხანანის, ელიაშიბის ვაჟის, სასადილო დარბაზში+ შევიდა. შევიდა, მაგრამ არც პური უჭამია+ და არც წყალი დაულევია, რადგან გლოვობდა+ გადასახლებული ხალხის ორგულობის გამო.  ამის შემდეგ მთელ იუდასა და იერუსალიმს გამოუცხადეს, რომ გადასახლებაში ნამყოფი+ მთელი ხალხი იერუსალიმში შეკრებილიყო.  ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა+ მთავართა+ და უხუცესთა მითითებისამებრ, მას მთელი ქონება ჩამოერთმეოდა,+ თავად კი გადასახლებული ხალხის კრებულიდან განიდევნებოდა.+  ამგვარად სამ დღეში შეიკრიბა იერუსალიმში ყველა მამაკაცი იუდასა და ბენიამინის ტომებიდან, ეს იყო მეცხრე+ თვის მეოცე დღეს; მთელი ხალხი ისხდა მოედანზე ჭეშმარიტი ღვთის სახლთან და კანკალებდა ამ ამბისა და თავსხმა წვიმის გამო.+ 10  მაშინ ადგა მღვდელი ეზრა და უთხრა მათ: „ორგულობთ, რადგან უცხოელი ცოლები+ მოიყვანეთ ისრაელის დანაშაულის დასამძიმებლად.+ 11  აღიარეთ ცოდვები+ იეჰოვას, თქვენი მამა-პაპის ღვთის წინაშე, მოიქეცით მის მოსაწონად+ და განეშორეთ ამ მიწის ხალხებსა და უცხოელ ცოლებს!“+ 12  მთელმა კრებულმა ხმამაღლა მიუგო მას: „ზუსტად ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც შენ ამბობ.+ 13  მაგრამ ხალხი ბევრია, თან ახლა წვიმიანობის დროა, ამიტომ შეუძლებელია გარეთ დგომა; თანაც, ეს ერთი ან ორი დღის საქმე არ არის, რადგან დიდად ვიურჩეთ ამ საქმეში. 14  ამიტომ, დაე, ჩვენი მთავრები+ წარდგნენ მთელი კრებულის წარმომადგენლებად, ხოლო ყველანი, ვინც უცხოელი ცოლები მოიყვანა ჩვენს ქალაქებში, მოვიდნენ დანიშნულ დროს თავ-თავიანთი ქალაქების უხუცესებთან და მსაჯულებთან ერთად, ვიდრე დავაცხრობდეთ ჩვენი ღვთის მრისხანებას, ამ ამბის გამო ანთებულს!“ 15  (მაგრამ იონათანი, ასაელის ვაჟი, და იახზეია, თიკვას ვაჟი, წინ აღუდგნენ+ ამას. მეშულამი და შაბეთაი,+ ლევიანები, მხარს უჭერდნენ მათ). 16  ასეც მოიქცნენ გადასახლებაში ნამყოფები.+ მეათე თვის+ პირველ დღეს ამ საქმის გამოსაკვლევად+ ცალკე დასხდნენ მღვდელი ეზრა და საგვარეულოთა+ თავკაცები თავ-თავიანთი სახელების მიხედვით. 17  პირველი თვის პირველი დღისთვის დაასრულეს მათ ყველა იმ კაცის საქმის გამოკვლევა, რომლებმაც უცხოელი+ ცოლები მოიყვანეს. 18  აღმოჩნდა, რომ მღვდლების ძეთაგან,+ რომლებსაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ, იყვნენ — იეჰოცადაკის+ ვაჟის, იეშუას+ ძეთაგან და მის ძმათაგან — მაასეია, ელიეზერი, იარიბი და გედალია. 19  მათ ხელის ჩამორთმევით დადეს პირობა, რომ გაუშვებდნენ თავიანთ ცოლებს და ვერძს+ შესწირავდნენ ფარიდან თავიანთი დანაშაულისთვის.+ 20  იმერის ძეთაგან+ იყვნენ ხანანი და ზებადია; 21  ხარიმის ძეთაგან+ — მაასეია, ელია, შემაია, იეხიელი და უზია; 22  ფაშხურის ძეთაგან+ — ელიოენაი, მაასეია, ისმაელი, ნეთანელი, იოზაბადი და ელეასა; 23  ლევიანთაგან — იოზაბადი, შიმეი, კელაია ანუ კელიტა, ფეთახია, იუდა და ელიეზერი; 24  მგალობელთაგან — ელიაშიბი; კარიბჭის მცველთაგან — შალუმი, ტელემი და ური. 25  ისრაელთაგან: ფაროშის ძეთაგან+ იყვნენ რამია, იზია, მალქია, მიამინი, ელეაზარი, მალქია და ბენაია; 26  ელამის ძეთაგან+ — მათანია, ზაქარია, იეხიელი,+ აბდი, იერემოთი და ელია; 27  ზათუს ძეთაგან+ — ელიოენაი, ელიაშიბი, მათანია, იერემოთი, ზაბადი და აზიზა; 28  ბებაის ძეთაგან+ — იეჰოხანანი, ხანანია, ზაბაი და ათლაი; 29  ბანის ძეთაგან — მეშულამი, მალუქი, ადაია, იაშუბი, შეალი და იერემოთი; 30  ფახათ-მოაბის ძეთაგან+ — ადნა, ქელალი, ბენაია, მაასეია, მათანია, ბეცალელი, ბინუი და მენაშე; 31  ხარიმის ძეთაგან+ — ელიეზერი, იშია, მალქია,+ შემაია, შიმეონი, 32  ბენიამინი, მალუქი და შემარია; 33  ხაშუმის ძეთაგან+ — მათენაი, მათათა, ზაბადი, ელიფელეტი, იერემაი, მენაშე და შიმეი; 34  ბანის ძეთაგან — მაადაი, ამრამი, უელი, 35  ბენაია, ბედეია, ქელუჰი, 36  ვანია, მერემოთი, ელიაშიბი, 37  მათანია, მათენაი და იაასუ; 38  ბინუის ძეთაგან — შიმეი, 39  შელემია, ნათანი, ადაია, 40  მაქნადებაი, შაშაი, შარაი, 41  აზარელი, შელემია, შემარია, 42  შალუმი, ამარია და იოსები; 43  ნებოს ძეთაგან — იეიელი, მათითია, ზაბადი, ზებინა, იადაი, იოელი და ბენაია. 44  უცხოელი ცოლი+ ჰყავდა თითოეულს, და გაუშვეს ისინი თავიანთ ვაჟებთან ერთად.

სქოლიოები