არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზრა 1:1—11

1  სპარსეთის მეფე კიროსის+ მეფობის პირველ წელს, იერემიას პირით ნათქვამი იეჰოვას სიტყვის+ შესასრულებლად იეჰოვამ აღძრა+ სპარსეთის მეფის, კიროსის სული, რომ მთელ მის სამეფოში სიტყვიერად და წერილობით+ გამოეცხადებინათ:+  «აი რას ამბობს სპარსეთის მეფე კიროსი:+ „დედამიწის ყველა სამეფო იეჰოვამ, ცათა ღმერთმა+ მომცა+ და დამავალა მისთვის სახლის აშენება იერუსალიმში,+ იუდაში რომ არის.  თუკი ვინმე არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, მისი ღმერთი იყოს მასთან,+ დაე, წავიდეს იერუსალიმში, იუდაში რომ არის, და აღადგინოს ისრაელის ღვთის, იეჰოვას, ჭეშმარიტი ღვთის სახლი,+ იერუსალიმში რომ იყო!+  დანარჩენებმა კი, რომლებიც მისი ხიზნობის+ ადგილებზე ცხოვრობენ, მისცენ მას ოქრო-ვერცხლი, სხვადასხვა ნივთი, პირუტყვი და ნებაყოფლობითი შესაწირავი+ ჭეშმარიტი ღვთის სახლისთვის, იერუსალიმში რომ იყო“».  მაშინ ადგნენ იუდასა და ბენიამინის საგვარეულოთა თავკაცები,+ მღვდლები და ლევიანები, ყველანი, ვისაც ჭეშმარიტმა ღმერთმა აღუძრა სული,+ რომ ასულიყვნენ და აღედგინათ იეჰოვას სახლი,+ იერუსალიმში რომ იყო.  მათ გარშემო მყოფებმა ნებაყოფლობითი შესაწირავის+ გარდა ვერცხლის ნაკეთობებით, ოქროთი და სხვა ძვირფასეულობით, პირუტყვითა და საუკეთესო ნივთებით გაუმართეს მათ ხელი.+  მეფე კიროსმა თავად გამოიტანა იეჰოვას სახლის ნივთები,+ რომლებიც ნაბუქოდონოსორს წამოეღო იერუსალიმიდან+ და თავისი ღვთის სახლში დაეწყო.+  სპარსეთის მეფე კიროსმა გამოატანინა ისინი საგანძურის მცველის, მითრედათის მეთვალყურეობით და მიუთვალა შეშბაცარს,+ იუდას თავკაცს.+  აი მათი რიცხვი: ოცდაათი ოქროს კალათა, ათასი ვერცხლის კალათა, ოცდაცხრა სხვაგვარი ჭურჭელი, 10  ოცდაათი ოქროს პატარა თასი,+ ოთხას ათი სხვა დანიშნულების ვერცხლის პატარა თასი და ათასი სხვა ნივთი. 11  ოქრო-ვერცხლის ნივთები სულ ხუთი ათას ოთხასი იყო. ყველაფერი წამოიღო შეშბაცარმა,+ როცა გადასახლებული+ ხალხი ბაბილონიდან იერუსალიმში მოჰყავდა.

სქოლიოები