წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 8:1—18

8  მეექვსე წელს, მეექვსე თვის მეხუთე დღეს ჩემს სახლში ვიჯექი და წინ იუდას უხუცესები მესხდნენ,+ როცა იქ უზენაესი უფლის, იეჰოვას ხელი დაეშვა ჩემზე.+  გავიხედე და დავინახე რაღაც ცეცხლის მსგავსი;+ ცეცხლი ენთო+ იქ, რაც მის თეძოებს ჰგავდა, და მის ქვემოთ, მისი თეძოებიდან ზემოთ კი რაღაც ანათებდა, რაც ოქროსა და ვერცხლის შენადნობის ბზინვარებას ჰგავდა.+  მან გამოიწოდა რაღაც ხელისმაგვარი+ და თმაზე წამავლო; სულმა*+ ცასა და დედამიწას შორის ამიტაცა და ღვთიური ხილვებით მიმიყვანა იერუსალიმში,+ შიდა კარიბჭის შესასვლელთან,+ ჩრდილოეთს რომ გაჰყურებს, სადაც მკვიდრობს მოშურნეობის სიმბოლო, რომელიც მოშურნეობას აღძრავს.+  აი, ისრაელის ღვთის დიდება იყო იქ,+ იმის მსგავსი, რაც ველზე ვიხილე.  მან მთხოვა: „კაცის ძეო, თვალი მიაპყარი ჩრდილოეთს“. მეც თვალი მივაპყარი ჩრდილოეთს და, აი, სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთ მხარეს, შესასვლელთან ის მოშურნეობის+ სიმბოლო იყო.  კვლავ მითხრა მან: „კაცის ძეო, ხედავ, რა დიდ სისაძაგლეს სჩადიან ისინი,+ რას სჩადის აქ ისრაელის სახლი იმისათვის, რომ განვშორდე ჩემს საწმინდარს?+ შენ სხვა დიდ სისაძაგლეებსაც ნახავ“.  მიმიყვანა მან ეზოს შესასვლელთან; შევხედე და დავინახე, ხვრელი იყო კედელში.  მთხოვა მან: „კაცის ძეო, გამოთხარე კედელი“.+ მეც გამოვთხარე კედელი და, აი, შესასვლელი იყო იქ.  მითხრა: „შედი და ნახე, რა ამაზრზენ სისაძაგლეებს სჩადიან აქ“.+ 10  მეც შევედი და აი რა დავინახე: მთელ კედელზე ირგვლივ ყველანაირი ქვეწარმავლის, საზიზღარი ცხოველისა+ და ისრაელის სახლის ყველა ნეხვიანი კერპის+ გამოსახულება+ იყო ამოკვეთილი. 11  მათ წინ იდგა ისრაელის სახლის სამოცდაათი უხუცესი,+ მათ შორის შაფანის+ ვაჟი იააზანიაც; თითოეულს თავისი სასაკმევლე ეჭირა ხელში და საკმევლის ღრუბელს სურნელი ასდიოდა.+ 12  მითხრა მან: „ხედავ, კაცის ძეო, რას სჩადიან სიბნელეში ისრაელის სახლის უხუცესები?!+ რას სჩადის თითოეული შიდა ოთახებში, სადაც გამოსახულებები აქვთ ამოკვეთილი?! ისინი ამბობენ, ვერ გვხედავსო იეჰოვა,+ მიატოვაო იეჰოვამ ეს მიწა“. 13  კვლავ მითხრა მან: „შენ სხვა დიდ სისაძაგლეებსაც ნახავ, რასაც ისინი სჩადიან“.+ 14  და მიმიყვანა იეჰოვას სახლის ჩრდილოეთი კარიბჭის შესასვლელთან და, აი, ქალები ისხდნენ იქ და ღმერთ თამუზს დასტიროდნენ. 15  კვლავ მითხრა: „ხედავ ამას, კაცის ძეო?! ამ დიდ სისაძაგლეებზე უარეს სისაძაგლეებსაც+ ნახავ“. 16  მან შემიყვანა იეჰოვას სახლის+ შიდა ეზოში და, აი, იეჰოვას ტაძრის შესასვლელთან, წინკარსა და სამსხვერპლოს შორის,+ ოცდახუთიოდე კაცი იყო;+ ზურგი იეჰოვას ტაძრისთვის მიექციათ,+ სახე კი აღმოსავლეთისკენ მიებრუნებინათ და აღმოსავლეთით, მზის წინაშე ემხობოდნენ.+ 17  მითხრა მან: „ხედავ ამას, კაცის ძეო?! განა ცოტაა იუდას სახლისთვის იმ სისაძაგლეების კეთება, რასაც აქ სჩადიან, რომ უნდათ, მიწაც ძალადობით აავსონ+ და კვლავაც შეურაცხმყონ?! აი, ჩემს ცხვირთან მოაქვთ ყლორტი. 18  ამიტომ, მეც რისხვით ვიმოქმედებ.+ არ შეიბრალებს მათ ჩემი თვალი და არ შევიწყალებ.+ ხმამაღლა ჩამძახებენ ყურში, მაგრამ არ გავიგონებ მათ ხმას“.+

სქოლიოები

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.