წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ეზეკიელი 6:1—14

6  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, პირი იბრუნე ისრაელის მთებისკენ და უწინასწარმეტყველე+ მათ.+  უთხარი, ისრაელის მთებო, ისმინეთ-თქო უზენაესი უფლის, იეჰოვას სიტყვა!+ აი რას ეუბნება-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა მთებსა და გორებს,+ ხევებსა და ველებს: „აი, მე მოგივლენთ მახვილს და გავანადგურებ თქვენს მაღლობებს.+  გაპარტახდება თქვენი სამსხვერპლოები+ და დაიმტვრევა თქვენი სასაკმევლეები; თქვენს დახოცილებს თქვენივე ნეხვიანი კერპების წინ დაგიყრით.+  ისრაელის ძეების გვამებს თავიანთი ნეხვიანი კერპების წინ დავყრი და თქვენი სამსხვერპლოების გარშემო მიმოვფანტავ თქვენს ძვლებს.+  განადგურდება+ ყველა ქალაქი, სადაც კი ცხოვრობთ,+ დაცარიელდება მაღლობები, რათა განადგურდეს ისინი,+ რათა გაპარტახდეს და დაიმტვრეს თქვენი სამსხვერპლოები,+ გაქრეს თქვენი ნეხვიანი კერპები,+ დაიმტვრეს თქვენი სასაკმევლეები+ და აღიგავოს თქვენი ნახელავი.  დაეცემიან დახოცილები თქვენ შორის+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+  მაშინ დაგიტოვებთ ნაწილს — ხალხებს შორის მახვილსგადარჩენილებს, როცა სხვა ქვეყნებში გაიფანტებით.+  მათ, ვინც გადარჩება თქვენ შორის, ვემახსოვრები ხალხებში, რომლებთანაც ტყვედ იქნებიან წაყვანილნი,+ რადგან გულს მტკენს მათი გარყვნილი გული, ჩემგან განმდგარი,+ და მათი თვალები, რომლებიც თავიანთი ნეხვიანი კერპებისკენ გაურბით გარყვნილების ჩასადენად.+ სახეზე აესახებათ საკუთარი თავისადმი სიძულვილი იმ ბოროტების გამო, რასაც სჩადიან სისაძაგლეში ჩაფლულნი.+ 10  გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა; ამაოდ არ ვამბობდი,+ რომ ამ უბედურებას დავატეხდი მათ“.+ 11  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ხელი ხელს შემოჰკარი,+ ფეხი დააბაკუნე და თქვი, ვაიო, ისრაელის სახლის ყველა ამაზრზენი სისაძაგლის გამო,+ რადგან მახვილით,+ შიმშილითა+ და ჭირით დაეცემიან.+ 12  შორს მყოფი ჭირით მოკვდება,+ ახლოს მყოფი მახვილით დაეცემა, დარჩენილი და გადარჩენილი შიმშილით მოკვდება; გადმოვცლი მათზე ჩემს რისხვას.+ 13  გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა,+ როცა მათი დახოცილები ეყრებიან მათ ნეხვიან კერპებს შორის,+ მათი სამსხვერპლოების გარშემო,+ ყველა მაღალ გორაზე,+ ყველა მთის მწვერვალზე,+ ყველა ფოთოლხშირი ხისა+ და დატოტვილი დიდი ხის ქვეშ+ — იქ, სადაც დამამშვიდებელ სურნელებას აღუვლენენ თავიანთ ნეხვიან კერპებს.+ 14  გავიწვდი ხელს მათ წინააღმდეგ+ და გავაპარტახებ ამ მიწაზე ყველა იმ ადგილს, სადაც ისინი ცხოვრობენ; იმაზე მეტად გაპარტახდება იქაურობა, ვიდრე დიბლას მხარეს მდებარე უდაბნო. გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».

სქოლიოები